https://sputnik-georgia.com/20210917/wlis-bolodan-saqartvelos-eqvsi-su25-eyoleba-259667892.html
წლის ბოლომდე საქართველოს ექვსი მოდერნიზებული „სუ-25“ ეყოლება
წლის ბოლომდე საქართველოს ექვსი მოდერნიზებული „სუ-25“ ეყოლება
Sputnik საქართველო
განახლებული მოიერიშე „სუ-25“-ის საცდელ ფრენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. 17.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-17T10:41+0400
2021-09-17T10:41+0400
2021-09-17T15:56+0400
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259655499_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_c2b8f4f2ae484e8a578fb8a59a303c84.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ოთხი განახლებული, ნავიგაციის თანამედროვე რადიოელექტრონული სისტემით აღჭურვილი მოიერიშე „სუ-25“-ის საცდელი ფრენა წარმატებით დასრულდა.თვითმფრინავ „სუ-25“-ის ამ მოდელს ორგვარი დანიშნულება აქვს, რაც საბრძოლო და სასწავლო ფრენების შესრულების საშუალებას იძლევა.„წლის ბოლომდე ექვსი აღდგენილი „სუ-25“ გვეყოლება. თქვენ ასევე დაათვალიერეთ „მი-24“-ების აღდგენითი სამუშაოების აქტიური პროცესი. ჩვენ ინტენსიურად დავიწყებთ ამ ვერტმფრენების გამოშვებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს საავიაციო საწარმოს დათვალიერებისას. განახლებული „სუ-25“-ის საჩვენებელ ფრენას პრემიერთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, რომლებმაც თბილისის საავიაციო ქარხნის „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საავიაციო ტექნიკის სარემონტო საამქრო დაათვალიერეს.ამჟამად აგრეთვე მიმდინარეობს „მი-24“ ვერტმფრენის შეკეთება და ის უახლოეს მომავალში გამოიცდება.საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების განახლება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით უწყებაში მოიერიშე „სუ-25“-ის, „მი-24“-ის და ამერიკული UH-1-ის რესტავრაცია-მოდერნიზაცია მიმდინარეობს. საავიაციო პარკის აღდგენა და მოდერნიზაცია საქართველოს თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმის ნაწილია. „გარდა ამისა, ოთხი ამერიკული ვერტმფრენი უკვე გავგზავნეთ ამერიკაში. ჩვენი ავიაციის სარდლობის წარმომადგენლები თავად ადგილზე არიან და აკვირდებიან აღდგენით სამუშაოებს. ძალიან მალე, რამდენიმე თვეში ოთხი ამერიკული აღდგენილი ვერტმფრენი ჩამოგვივა, მთლიანად მოხდება მთელი საავიაციო პარკის განახლება და აღდგენა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.პრემიერის თქმით, გრძელდება ასევე UH-1-ის აღდგენის პროცესი. მთლიანადაა დასრულებული AN-2 ტიპის ოთხი თვითმფრინავის კაპიტალური შეკეთება. თვითმფრინავები გადაცემულია შერეული საავიაციო ესკადრილიისთვის და აქტიურად გამოიყენება განსხვავებული ამოცანების შესასრულებლად.საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენთან“ და „დელტასთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობს. სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომლის ბაზაზეც საქართველო ქმნის და აწარმოებს სამხედრო ტექნიკას, 2010 წლიდან არსებობს. იგი აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, თბილისის საავიაციო ქარხანას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაშია.„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებს და სხვ. ცენტრს პროდუქცია უკვე ექსპორტზეც გააქვს.საავიაციო პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოში დაიწყო, თავდაცვის ძალების კუთვნილი თვითმფრინავების კაპიტალური შეკეთება კი 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.საფრენი აპარატების რემონტის გარდა, მიმდინარეობს მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადება სპეციალობისა და კვალიფიკაციის მიხედვით როგორც ადგილზე, ისე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.
https://sputnik-georgia.com/20210513/saqarTveloSi-upiloto-safreni-aparatebis-warmoeba-daiwyeba-251721853.html
https://sputnik-georgia.com/20201230/samxedro-dronebis-warmoeba-250493492.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259655499_0:0:1124:843_1920x0_80_0_0_7e43dcbe54b2e948a6233c41ef83d58d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველოს თავდაცვა
წლის ბოლომდე საქართველოს ექვსი მოდერნიზებული „სუ-25“ ეყოლება
10:41 17.09.2021 (განახლებულია: 15:56 17.09.2021) განახლებული მოიერიშე „სუ-25“-ის საცდელ ფრენას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ოთხი განახლებული, ნავიგაციის თანამედროვე რადიოელექტრონული სისტემით აღჭურვილი მოიერიშე „სუ-25“-ის საცდელი ფრენა წარმატებით დასრულდა.
თვითმფრინავ „სუ-25“-ის ამ მოდელს ორგვარი დანიშნულება აქვს, რაც საბრძოლო და სასწავლო ფრენების შესრულების საშუალებას იძლევა.
„წლის ბოლომდე ექვსი აღდგენილი „სუ-25“ გვეყოლება. თქვენ ასევე დაათვალიერეთ „მი-24“-ების აღდგენითი სამუშაოების აქტიური პროცესი. ჩვენ ინტენსიურად დავიწყებთ ამ ვერტმფრენების გამოშვებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს საავიაციო საწარმოს დათვალიერებისას.
განახლებული „სუ-25“-ის საჩვენებელ ფრენას პრემიერთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, რომლებმაც თბილისის საავიაციო ქარხნის „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საავიაციო ტექნიკის სარემონტო საამქრო დაათვალიერეს.
ამჟამად აგრეთვე მიმდინარეობს „მი-24“ ვერტმფრენის შეკეთება და ის უახლოეს მომავალში გამოიცდება.
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების განახლება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით უწყებაში მოიერიშე „სუ-25“-ის, „მი-24“-ის და ამერიკული UH-1-ის რესტავრაცია-მოდერნიზაცია მიმდინარეობს. საავიაციო პარკის აღდგენა და მოდერნიზაცია საქართველოს თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმის ნაწილია.
„გარდა ამისა, ოთხი ამერიკული ვერტმფრენი უკვე გავგზავნეთ ამერიკაში. ჩვენი ავიაციის სარდლობის წარმომადგენლები თავად ადგილზე არიან და აკვირდებიან აღდგენით სამუშაოებს. ძალიან მალე, რამდენიმე თვეში ოთხი ამერიკული აღდგენილი ვერტმფრენი ჩამოგვივა, მთლიანად მოხდება მთელი საავიაციო პარკის განახლება და აღდგენა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, გრძელდება ასევე UH-1-ის აღდგენის პროცესი. მთლიანადაა დასრულებული AN-2 ტიპის ოთხი თვითმფრინავის კაპიტალური შეკეთება. თვითმფრინავები გადაცემულია შერეული საავიაციო ესკადრილიისთვის და აქტიურად გამოიყენება განსხვავებული ამოცანების შესასრულებლად.
საავიაციო პარკის განახლების პროცესი „თბილავიამშენთან“ და „დელტასთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობს.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომლის ბაზაზეც საქართველო ქმნის და აწარმოებს სამხედრო ტექნიკას, 2010 წლიდან არსებობს. იგი აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, თბილისის საავიაციო ქარხანას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაშია.
„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებს და სხვ. ცენტრს პროდუქცია უკვე ექსპორტზეც გააქვს.
საავიაციო პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოში დაიწყო, თავდაცვის ძალების კუთვნილი თვითმფრინავების კაპიტალური შეკეთება კი 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
საფრენი აპარატების რემონტის გარდა, მიმდინარეობს მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადება სპეციალობისა და კვალიფიკაციის მიხედვით როგორც ადგილზე, ისე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.