საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება

© photo : Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტროს უპილოტო საფრენი აპარატები
თავდაცვის სამინისტროს  უპილოტო საფრენი აპარატები - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2021
გამოწერა
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,  პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, სამი ახალი საწარმოს ამოქმედებას გეგმავს.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შესახებ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

საქართველოში სამხედრო მრეწველობა სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზეა კონცენტრირებული, რომელიც ახლანდელი სახით 2010 წლიდან არსებობს. იგი აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის საავიაციო ქარხანას, იმყოფება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

 Су-25  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
Су-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

მინისტრმა თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები როგორც უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატოს ქვეყნებთან ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს უცხოურ კომპანიებთან საერთო საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, მიმდინარე წელს გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო უშუალოდ პროდუქციის გამოშვება 2022 წლისთვის იგეგმება.

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვა სამხედრო პროდუქციას. ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ. გარდა ამისა, საავიაციო ქარხნის ბაზაზე მიმდინარეობს თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მოდერნიზაცია. ასევე არსებობს საწარმო „დელტა ტექსტილი“, სადაც სამხედრო ფორმებს კერავენ.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური