Су-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა

 Су-25  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ავიაპარკის განახლების პროცესი საწარმოების „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ თანამშრომლობით ხორციელდება.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik.  მეორე მოდერნიზებულმა Су-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა, ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია თავდაცვის უწყების 2021 წლის ერთ–ერთი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, აქტიურად ხორციელდება მოიერიშე თვითმფრინავების Су-25-ების, მოიერიშე შვეულმფრენების Ми-24-ებისა და ამერიკული UH-1-ების აღდგენა-მოდერნიზაცია. საავიაციო პარკის აღდგენა–მოდერნიზაცია საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია. 

სამკერვალო ფაბრიკა „ჯეო–ემ–ტექსი“ - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2020
„წარმოებულია საქართველოში“ – ქართველი სამხედროები ადგილობრივ პროდუქციას ჩაიცვამენ

მოდერნიზებული თვითმფრინავის Су-25-ის რემონტის შემდგომი პირველი საგამოცდო ფრენა 6 მარტს განხორციელდა. Су-25-ის აფრენა სატესტო რეჟიმში ყოველ მომდევნო თვეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით განხორციელდება.

ავიაპარკის განახლების პროცესი საწარმოების „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოში ფუნქციონირებს სამხედრო ქარხანა „დელტა“. მისი ისტორია სათავეს 60-იანი წლების დასაწყისიდან იღებს. 2010 წლის ივლისში ქარხანა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და ამოქმედდა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. 

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებსა და სხვ. სამხედრო ცენტრს თავისი პროდუქცია უკვე გააქვს ექსპორტზე საზღვარგარეთ.

საავიაციო პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.

საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0