საბრძოლო სულისკვეთებისთვის – თავდაცვის მინისტრი სამხედროებთან ერთად პარაშუტით გადახტა

© Ministry of Defence of Georgiaჯუანშერ ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2021
გამოწერა
პარაშუტით გადახტომამდე ჯუანშერ ბურჭულაძემ სპეციალური მომზადება და ინსტრუქტაჟი გაიარა.
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ქართველი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით თავდაცვის მინისტრმა წყალზე დესანტირება – პარაშუტით დაშვება განახორციელა, ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საპარაშუტო მომზადების პროგრამას გადის, რომელიც წყალზე დესანტირებას ითვალისწინებს. მათთან ერთად თავისი ძალები თავდაცვის მინისტრმაც მოსინჯა.
ბურჭულაძემ პარაშუტით წყალზე დესანტირებამდე სპეციალური მომზადება გაირა, რაც თეორიულ, პრაქტიკულ და უსაფრთხოების ელემენტებს მოიცავდა.
პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი მოდერნიზებული და განახლებული საფრენი აპარატიდან AN-2 განხორციელდა, რომელიც საავიაციო ქარხანა „თბილავიამშენის“ ტერიტორიიდან აფრინდა.
„სამხედროები მომზადებას გადიან „დელტას“ მიერ გარემონტებული საფრენი აპარატებით. AN-2 თვითმფრინავები რამდენიმე წელი უფუნქციოდ იყო“, – განაცხადა მინისტრმა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, რომლის ბაზაზეც საქართველო ქმნის და აწარმოებს სამხედრო ტექნიკას, 2010 წლიდან არსებობს. იგი აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, თბილისის საავიაციო ქარხანას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაშია.
სუ 25–ის საცდელი ფრენა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
წლის ბოლომდე საქართველოს ექვსი მოდერნიზებული „სუ-25“ ეყოლება
„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებს და სხვ. ცენტრს პროდუქცია უკვე ექსპორტზეც გააქვს.
საავიაციო პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოში დაიწყო, თავდაცვის ძალების კუთვნილი თვითმფრინავების კაპიტალური შეკეთება კი 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყება>>
საფრენი აპარატების რემონტის გარდა, მიმდინარეობს მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადება სპეციალობისა და კვალიფიკაციის მიხედვით როგორც ადგილზე, ისე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.
ყველა ახალი ამბავი
0