https://sputnik-georgia.com/20210827/evakuacia-avganetidan-saqartveloshi-258716889.html
ევაკუაცია ავღანეთიდან საქართველოში: ნატოს სამხედრო თვითმფრინავები თბილისშია
ევაკუაცია ავღანეთიდან საქართველოში: ნატოს სამხედრო თვითმფრინავები თბილისშია
Sputnik საქართველო
ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები თბილისის აეროპორტიდან ყოველდღიურად ასრულებენ რეისებს ქაბულში. კადრები მოვლენათა განვითარების ადგილიდან შეგიძლიათ... 27.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-27T21:17+0400
2021-08-27T21:17+0400
2021-10-19T18:04+0400
ვიდეო
მულტიმედია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1b/258716443_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_541bc0815f81a1aa9045df4aae04dd2e.jpg
საქართველოში ავღანეთიდან ჩამოჰყავთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის – დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB), ასევე ნორვეგიის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლები და ოჯახის წევრები.ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომელთა დროებით განთავსების ხარჯებს ანაზღაურებენ თავად საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთიდან ევაკუირებულები ქვეყანაში დროებით რჩებიან, შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან.ამჟამად საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში უკვე გადაყვანილია 2 ათასამდე ადამიანი.თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე აეროპორტთან გახსნილია რეგიონული სატრანზიტო კვანძი ნატოს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და სხვა პერსონალის, ასევე სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობით.სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შექმნილი აქვთ სამედიცინო დახმარების სატრანზიტო პუნქტი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება ქაბულში ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციისას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1b/258716443_175:0:1135:720_1920x0_80_0_0_2eec3d0afaad6b3b8531a790384b8d6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავღანეთი საქართველო ევაკუაცია სამხედრო თვითმფრინავები ნატო ჯარი
ავღანეთი საქართველო ევაკუაცია სამხედრო თვითმფრინავები ნატო ჯარი
ევაკუაცია ავღანეთიდან საქართველოში: ნატოს სამხედრო თვითმფრინავები თბილისშია
21:17 27.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) ნატოს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები თბილისის აეროპორტიდან ყოველდღიურად ასრულებენ რეისებს ქაბულში. კადრები მოვლენათა განვითარების ადგილიდან შეგიძლიათ იხილოთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.
საქართველოში ავღანეთიდან ჩამოჰყავთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის – დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB), ასევე ნორვეგიის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლები და ოჯახის წევრები.
ავღანეთიდან ევაკუირებულ თანამშრომელთა დროებით განთავსების ხარჯებს ანაზღაურებენ თავად საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთიდან ევაკუირებულები ქვეყანაში დროებით რჩებიან, შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან.
ამჟამად საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში უკვე გადაყვანილია 2 ათასამდე ადამიანი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე აეროპორტთან გახსნილია რეგიონული სატრანზიტო კვანძი ნატოს ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და სხვა პერსონალის, ასევე სხვა ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობით.
სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შექმნილი აქვთ სამედიცინო დახმარების სატრანზიტო პუნქტი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება ქაბულში ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტლის ევაკუაციისას.