https://sputnik-georgia.com/20210927/ra-mogebas-naxuloneb-bankebi-259918696.html
როგორ დაასრულა ზაფხული საბანკო სექტორმა?
როგორ დაასრულა ზაფხული საბანკო სექტორმა?
Sputnik საქართველო
კომერციული ბანკების მოგება ერთ თვეში 200 მილიონ ლარს აღემატება. საფინანსო ბაზრის 85 პროცენტი ორ კომერციულ ბანკს უკავია. ექსპერტები მრავალი წელია ქვეყანაში... 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T11:15+0400
2021-09-27T11:15+0400
2021-09-27T15:47+0400
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_0:110:3000:1798_1920x0_80_0_0_0bf5177fdad73c38dccf3fa72e055b55.jpg
რამდენიმე დღე და სექტემბერიც გაილევა. ეროვნული ბანკი ტრადიციას არ ღალატობს და კომერციული ბანკების წინა თვის ფინანსურ მონაცემებს ერთი თვის დაგვიანებით აქვეყნებს. არ იფიქროთ, რომ საბანკო სექტორის მარეგულირებელი ციფრების გასაჯაროებას შეგნებულად აყოვნებს, სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს ინფორმაციის მიწოდებას თავად კომერციული ბანკები უგვიანებენ. არც ის არის გამორიცხული, საბანკო სტრუქტურების შემოსავლებისა და გასავლის, მოგება-წაგების დათვლას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვიყოთ ოპტიმისტები, იმედია, ოდესმე მაინც დადგება ის დრო, როცა გასული თვის ანგარიშის გაცნობას მომდევნო თვის დასაწყისში შევძლებთ. მანამდე კი არსებულ მოცემულობას დავჯერდეთ.მიმდინარე თვის დასაწყისში ვწერდი, ისეთი პირი უჩანს, კომერციული ბანკები წლის ბოლოს სოლიდურ მოგებაზე გავლენ–მეთქი. ამის თქმის საფუძველი მქონდა. შვიდი თვის შედეგებით, საბანკო სექტორის მოგებამ 1,24 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, კომერციულმა ბანკებმა აგვისტოშიც იყოჩაღეს. საბანკო სექტორმა 232,858 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც წინა წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 136,495 მილიონი ლარით მეტია. აქვე იმასაც დავძენ, რომ საბანკო სექტორის აგვისტოს თვის მოგების მოცულობა მიმდინარე წელს მეორე პოზიციაზეა და 60,769 მილიონი ლარით ჩამორჩება ივნისის მაჩვენებელს.კომერციული ბანკების საქმიანობის აგვისტოს შედეგებს მოგვიანებით დავუბრუნდები, მანამდე კი მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, კომერციულმა ბანკებმა მოგების განაწილებისგან თავი შეიკავონ. მაინც როდემდე? − შესაძლოა დაინტერესდეს მკითხველი. მოგახსენებთ: „ვიდრე COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობები არ განელდება და კაპიტალის ბუფერებიც სრულად არ აღდგება“. ასეთია სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა ერთიანი პოზიცია. მკაფიოდ ითქვა, რომ „საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამის“ ფარგლებში არსებული დასკვნებით, კომერციულ ბანკებს საბაზისო სცენარით COVID-19-ის პანდემიისგან გამოწვეული საკრედიტო ზარალის გასანეიტრალებლად საკმარისი კაპიტალი აქვთ და შესაძლო სტრესულ სცენარებშიც კაპიტალის დეფიციტი მართვადი დარჩება.გაითვალისწინებს თუ არა საბანკო სექტორი ამ რეკომენდაციას, დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში კომერციული ბანკების მოგება 1,4 მილიარდ ლარს აღემატებოდა და მაღალი მოგების მიღების ფონზე უმსხვილესმა ბანკებმა დივიდენდები გასცეს.TBC Bank Group-მა აქციონერებს თანხა 17 სექტემბერს ჩაურიცხა. რამდენი? − არ გამიკვირდება, თუ დაინტერესდება მკითხველი. რა გაეწყობა, ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ. ეს ინფორმაცია საჯაროა. ერთ ე.წ. ჩვეულებრივ აქციაზე 1,5 ლარის ეკვივალენტი ფუნტ სტერლინგში. ქვეყნის უმსხვილეს ბანკს 55.155.896 ჩვეულებრივი აქცია აქვს გამოშვებული. შესაბამისად, დივიდენდის სახით 82,7 მილიონი ლარი გაიცა.„საქართველოს ბანკი“ კი ნოემბრის პირველ რიცხვებში აქციონერებს შორის 73 მილიონი ლარის განაწილებას გეგმავს. აქციონერები შუალედური დივიდენდის სახით ერთ აქციაზე 1,48 ლარის ეკვივალენტ ფუნტ სტერლინგს მიიღებენ.დროა ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს დავუბრუნდეთ. მიმდინარე წლის აგვისტოში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 529,715 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 270,723 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლების ნაწილში მოცულობით ყველაზე მეტი, 411,449 მილიონი ლარი, საპროცენტო შემოსავლებზე მოდის. საბანკო სექტორმა 6,862 მილიონი ლარის შემოსავალი ჯარიმა/საურავებიდან მიიღო. საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 27,791 მილიონი ლარი შეადგინა.დარწმუნებული ვარ, მკითხველს კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობაც დააინტერესებს. ამ დროისათვის მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებია ცნობილი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ თვეში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 262,4 მილიონი ლარი შეადგინა. წლიურად საბანკო სექტორის მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 45,9 მილიონი ლარით გაიზარდა. კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, ივლისის თვეში ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 17,5 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 12,1 მილიონი ლარის ოდენობის სესხი ჩამოიწერა.არახალია, რომ საბანკო სექტორში ორი კომერციული ბანკი გამოკვეთილად ლიდერობს, ესენია „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“, რომელთაც საფინანსო ბაზრის 85 პროცენტი უკავიათ. დანარჩენი 12 კომერციული ბანკის წილი კი სულ 15 პროცენტია. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის შედეგებით, საბანკო სექტორის მოგების 87 პროცენტი სწორედ ამ ორ ბანკს ეკუთვნის. ლიდერი „თიბისი ბანკია“ 45,8 პროცენტით. შემთხვევითი არ არის, რომ საბანკო სფეროს ექსპერტები უკვე მრავალი წელია, რაც ქვეყანაში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის არსებობაზე მიანიშნებენ. მათი შეფასებით, კონკურენცია არ არსებობს, თუმცა არსებულ რეალობას სხვაგვარად აფასებს ქვეყნის მთავარი ბანკირი.„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, სისტემა არის კონკურენტული. საქართველოს საბანკო სისტემა სხვადასხვა მიზეზთა გამო ასეთად ჩამოყალიბდა. ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს არის მაღალი კონცენტრაცია, რაც, ისევე, როგორც საფინანსო ლიტერატურაში, ასევე პრაქტიკაში არ ნიშნავს კონკურენციის არარსებობას. მაგალითად, საკრედიტო პორტფელი რომ ავიღოთ, ის სამ დიდ ნაწილად იყოფა. ეს არის კორპორაციული, მცირე და საშუალო საწარმოები და უკვე შემდეგ – ფიზიკური პირები, სამომხმარებლო სესხები და ა.შ. როდესაც კორპორაციულ სექტორზე ვსაუბრობთ, იქ კონკურენცია პირველ ორ კომერციულ ბანკს შორის არის და სხვა შედარებით პატარა კომერციული ბანკები მათ კონკურენციას ვერ გაუწევენ. მაგრამ მცირე და საშუალო საწარმოებისა თუ ფიზიკური პირების შემთხვევაში დანარჩენი კომერციული ბანკების წილი უკვე დაახლოებით 35 პროცენტია და მართლა ძალიან დიდია კონკურენცია. გარდა ამისა, ამ საკითხზე საუბრისას ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: კონკურენციაზე მეტყველებს საპროცენტო განაკვეთების სპრედი. არის ასეთი მაჩვენებელი, ანუ განსხვავება დეპოზიტებსა და სესხებს შორის. ეს გრძელვადიანი მაჩვენებელია და თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2008-2009 წლებიდან მოყოლებული საგრძნობლად არის შემცირებული, რაც მიანიშნებს, რომ სესხები უფრო დაბალ პროცენტებში გაიცემა“, − განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.და, ბოლოს, მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების საფინანსო პარამეტრები მიანიშნებს, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, საბანკო სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს, ხოლო საბანკო საქმე ამ ვითარებაშიც ყველაზე სარფიანია...სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20210920/ras-uqadis-wlis-bolo-lars-259724729.html
https://sputnik-georgia.com/20210913/sabanko-seqtoris-tavgadasavali-259538793.html
https://sputnik-georgia.com/20210906/ratom-gadzvirda-cxovreba-259349391.html
https://sputnik-georgia.com/20210902/75-milioni-evros-ambavi-259248275.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/46/248164689_228:0:2772:1908_1920x0_80_0_0_29297fedd5285b4b3f87f34dda012be2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო
ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო
როგორ დაასრულა ზაფხული საბანკო სექტორმა?
11:15 27.09.2021 (განახლებულია: 15:47 27.09.2021) კომერციული ბანკების მოგება ერთ თვეში 200 მილიონ ლარს აღემატება. საფინანსო ბაზრის 85 პროცენტი ორ კომერციულ ბანკს უკავია. ექსპერტები მრავალი წელია ქვეყანაში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის არსებობაზე მიანიშნებენ.
რამდენიმე დღე და სექტემბერიც გაილევა. ეროვნული ბანკი ტრადიციას არ ღალატობს და კომერციული ბანკების წინა თვის ფინანსურ მონაცემებს ერთი თვის დაგვიანებით აქვეყნებს. არ იფიქროთ, რომ საბანკო სექტორის მარეგულირებელი ციფრების გასაჯაროებას შეგნებულად აყოვნებს, სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს ინფორმაციის მიწოდებას თავად კომერციული ბანკები უგვიანებენ. არც ის არის გამორიცხული, საბანკო სტრუქტურების შემოსავლებისა და გასავლის, მოგება-წაგების დათვლას იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ვიყოთ ოპტიმისტები, იმედია, ოდესმე მაინც დადგება ის დრო, როცა გასული თვის ანგარიშის გაცნობას მომდევნო თვის დასაწყისში შევძლებთ. მანამდე კი არსებულ მოცემულობას დავჯერდეთ.
მიმდინარე თვის დასაწყისში ვწერდი, ისეთი პირი უჩანს, კომერციული ბანკები წლის ბოლოს სოლიდურ მოგებაზე გავლენ–მეთქი. ამის თქმის საფუძველი მქონდა. შვიდი თვის შედეგებით, საბანკო სექტორის მოგებამ 1,24 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც იმ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო. კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, კომერციულმა ბანკებმა აგვისტოშიც იყოჩაღეს. საბანკო სექტორმა 232,858 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც წინა წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 136,495 მილიონი ლარით მეტია. აქვე იმასაც დავძენ, რომ საბანკო სექტორის აგვისტოს თვის მოგების მოცულობა მიმდინარე წელს მეორე პოზიციაზეა და 60,769 მილიონი ლარით ჩამორჩება ივნისის მაჩვენებელს.
20 სექტემბერი 2021, 11:18
კომერციული ბანკების საქმიანობის აგვისტოს შედეგებს მოგვიანებით დავუბრუნდები, მანამდე კი მოგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, კომერციულმა ბანკებმა მოგების განაწილებისგან თავი შეიკავონ. მაინც როდემდე? − შესაძლოა დაინტერესდეს მკითხველი. მოგახსენებთ: „ვიდრე COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობები არ განელდება და კაპიტალის ბუფერებიც სრულად არ აღდგება“. ასეთია სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა ერთიანი პოზიცია. მკაფიოდ ითქვა, რომ „საფინანსო სექტორის შეფასების პროგრამის“ ფარგლებში არსებული დასკვნებით, კომერციულ ბანკებს საბაზისო სცენარით COVID-19-ის პანდემიისგან გამოწვეული საკრედიტო ზარალის გასანეიტრალებლად საკმარისი კაპიტალი აქვთ და შესაძლო სტრესულ სცენარებშიც კაპიტალის დეფიციტი მართვადი დარჩება.
გაითვალისწინებს თუ არა საბანკო სექტორი ამ რეკომენდაციას, დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში კომერციული ბანკების მოგება 1,4 მილიარდ ლარს აღემატებოდა და მაღალი მოგების მიღების ფონზე უმსხვილესმა ბანკებმა დივიდენდები გასცეს.
TBC Bank Group-მა აქციონერებს თანხა 17 სექტემბერს ჩაურიცხა. რამდენი? − არ გამიკვირდება, თუ დაინტერესდება მკითხველი. რა გაეწყობა, ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ. ეს ინფორმაცია საჯაროა. ერთ ე.წ. ჩვეულებრივ აქციაზე 1,5 ლარის ეკვივალენტი ფუნტ სტერლინგში. ქვეყნის უმსხვილეს ბანკს 55.155.896 ჩვეულებრივი აქცია აქვს გამოშვებული. შესაბამისად, დივიდენდის სახით 82,7 მილიონი ლარი გაიცა.
13 სექტემბერი 2021, 08:37
„საქართველოს ბანკი“ კი ნოემბრის პირველ რიცხვებში აქციონერებს შორის 73 მილიონი ლარის განაწილებას გეგმავს. აქციონერები შუალედური დივიდენდის სახით ერთ აქციაზე 1,48 ლარის ეკვივალენტ ფუნტ სტერლინგს მიიღებენ.
დროა ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს დავუბრუნდეთ. მიმდინარე წლის აგვისტოში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 529,715 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 270,723 მილიონი ლარი შეადგინა. შემოსავლების ნაწილში მოცულობით ყველაზე მეტი, 411,449 მილიონი ლარი, საპროცენტო შემოსავლებზე მოდის. საბანკო სექტორმა 6,862 მილიონი ლარის შემოსავალი ჯარიმა/საურავებიდან მიიღო. საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 27,791 მილიონი ლარი შეადგინა.
დარწმუნებული ვარ, მკითხველს კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობაც დააინტერესებს. ამ დროისათვის მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებია ცნობილი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთ თვეში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 262,4 მილიონი ლარი შეადგინა. წლიურად საბანკო სექტორის მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 45,9 მილიონი ლარით გაიზარდა. კობა გვენეტაძის უწყების მონაცემებით, ივლისის თვეში ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 17,5 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის ამავე პერიოდში 12,1 მილიონი ლარის ოდენობის სესხი ჩამოიწერა.
არახალია, რომ საბანკო სექტორში ორი კომერციული ბანკი გამოკვეთილად ლიდერობს, ესენია „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“, რომელთაც საფინანსო ბაზრის 85 პროცენტი უკავიათ. დანარჩენი 12 კომერციული ბანკის წილი კი სულ 15 პროცენტია. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის შედეგებით, საბანკო სექტორის მოგების 87 პროცენტი სწორედ ამ ორ ბანკს ეკუთვნის. ლიდერი „თიბისი ბანკია“ 45,8 პროცენტით. შემთხვევითი არ არის, რომ საბანკო სფეროს ექსპერტები უკვე მრავალი წელია, რაც ქვეყანაში ოლიგოპოლიური საბანკო სისტემის არსებობაზე მიანიშნებენ. მათი შეფასებით, კონკურენცია არ არსებობს, თუმცა არსებულ რეალობას სხვაგვარად აფასებს ქვეყნის მთავარი ბანკირი.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, სისტემა არის კონკურენტული. საქართველოს საბანკო სისტემა სხვადასხვა მიზეზთა გამო ასეთად ჩამოყალიბდა. ეს პროცესი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს არის მაღალი კონცენტრაცია, რაც, ისევე, როგორც საფინანსო ლიტერატურაში, ასევე პრაქტიკაში არ ნიშნავს კონკურენციის არარსებობას. მაგალითად, საკრედიტო პორტფელი რომ ავიღოთ, ის სამ დიდ ნაწილად იყოფა. ეს არის კორპორაციული, მცირე და საშუალო საწარმოები და უკვე შემდეგ – ფიზიკური პირები, სამომხმარებლო სესხები და ა.შ. როდესაც კორპორაციულ სექტორზე ვსაუბრობთ, იქ კონკურენცია პირველ ორ კომერციულ ბანკს შორის არის და სხვა შედარებით პატარა კომერციული ბანკები მათ კონკურენციას ვერ გაუწევენ. მაგრამ მცირე და საშუალო საწარმოებისა თუ ფიზიკური პირების შემთხვევაში დანარჩენი კომერციული ბანკების წილი უკვე დაახლოებით 35 პროცენტია და მართლა ძალიან დიდია კონკურენცია. გარდა ამისა, ამ საკითხზე საუბრისას ორი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: კონკურენციაზე მეტყველებს საპროცენტო განაკვეთების სპრედი. არის ასეთი მაჩვენებელი, ანუ განსხვავება დეპოზიტებსა და სესხებს შორის. ეს გრძელვადიანი მაჩვენებელია და თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ 2008-2009 წლებიდან მოყოლებული საგრძნობლად არის შემცირებული, რაც მიანიშნებს, რომ სესხები უფრო დაბალ პროცენტებში გაიცემა“, − განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
და, ბოლოს, მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების საფინანსო პარამეტრები მიანიშნებს, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, საბანკო სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს, ხოლო საბანკო საქმე ამ ვითარებაშიც ყველაზე სარფიანია...