https://sputnik-georgia.com/20210920/ras-uqadis-wlis-bolo-lars-259724729.html
ბოლო სამი თვის რისკები: რას უქადის წლის ბოლო ლარს?
ბოლო სამი თვის რისკები: რას უქადის წლის ბოლო ლარს?
Sputnik საქართველო
პოლიტიკური კლიმატი, საარჩევნო ბატალიები, მაკროეკონომიკური პარამეტრები და ეროვნული ვალუტა... რა ნიშნულს დაიკავებს ლარი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან და როგორი ახალი... 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T11:18+0400
2021-09-20T11:18+0400
2021-09-20T15:47+0400
ანალიტიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259213640_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_f6d47025519649c630888e3cbd0da91d.jpg
მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანას საგარეო ვალდებულებების გასტუმრების ჟამი უდგას. სტატისტიკური მონაცემებით, წინა თვეში საქართველოს საგარეო ვალი კიდევ 45 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და ახლა 8,048 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო ვალის ზრდის მაჩვენებელი 1,3 მილიარდი ლარია.რა თქმა უნდა, საგარეო ვალი სრულად გასასტუმრებელი სექტემბერში არ არის და, რომც იყოს, საკამათო არ არის, ქვეყანას ამის უნარი არ შესწევს. ამჯერად გადასახდელი რამდენია? − ჩამეძიება მკითხველი. რა გაეწყობა, დავაკონკრეტებ, რომ მესამე კვარტალში როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს ჯამურად 1,075 მილიარდი დოლარი აქვთ გადასახდელი. მართალია, მესამე კვარტალში გასასტუმრებელი თანხა მეორე კვარტლის მაჩვენებელზე თითქმის 800 მილიონი დოლარით ნაკლებია, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, საგარეო ვალის გასტუმრება, რაც დოლარზე მოთხოვნას გაზრდის, მაღალი ალბათობით ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად აისახება. მათი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია წინასაარჩევნოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაზრდილი ხარჯებიც. ეს კი საფინანსო ბაზარზე მიმოქცევაში ლარის ჭარბი მოცულობის წარმოქმნას უწყობს ხელს და მძიმე ტვირთად აწვება ლარის კურსის სტაბილურობას.საინტერესოა როგორია ლარის კურსის დინამიკა არჩევნებთან მიმართებაში. თუ ბოლო სამი წლის მონაცემებს გადავხედავთ, ადვილად დავასკვნით, რომ გასულ წლებში საარჩევნო ბატალიების შემდეგ ეროვნული ვალუტა, როგორც წესი, პოზიციებს თმობდა. ნუ იტყვი, სხვა დროს ხომ მყარად იდგა?! − ბრძანებთ თქვენ ირონიული ტონით, რითიც ირიბად შემახსენებთ, რომ ლარი უკვე დიდი ხანია დაღმართს დაადგა და ბოლო რვა წლის განმავლობაში რამდენიმე ანტირეკორდიც მოხსნა. მეტიც, ამერიკული დოლარის მიმართ გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმამს, სამ ლარს სწორედ ამ პერიოდში გადააბიჯა. რეპლიკას უპასუხოდ დავტოვებ და განვაგრძობ თხრობას.გასული წლის სექტემბერში, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ბაზარს 120 მილიონი დოლარი მიაწოდა, მაგრამ ლარი დოლარის მიმართ 22 თეთრით გაუფასურდა. ოქტომბრის თვეში კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო ბაზარზე კიდევ 200 მილიონი დოლარი გაყიდა. საპარლამენტო არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს დოლარი 3,23 ლარი ღირდა, მაგრამ არჩევნებიდან ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ 17 თეთრი შეადგინა.ურიგო არ იქნება, წინა წლების გამოცდილებაც გავიხსენოთ. კერძოდ, თუ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს დოლარი 2,49 ლარი ღირდა, მომდევნო ათი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 12 თეთრით გაუფასურდა. 2018 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც ელექტორატი პრეზიდენტს ირჩევდა, დოლარის ფასი 2,70 ლარი იყო. არასრული ორი კვირის განმავლობაში, 11 ნოემბრისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ 7 თეთრი შეადგინა. როგორც საფინანსო სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნების შემდეგ ლარის კურსის სწრაფ ვარდნას კურსის კორექტირება მოსდევდა ხოლმე და ეროვნული ვალუტა მცირედით ისევ მყარდებოდა. საშუალოვადიან პერიოდში ლარი წონასწორობის ახალ წერტილს იკავებდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდი და უშუალოდ არჩევნები კურსის საბოლოო ფორმირებაზე დიდ გავლენას ვერ ახდენდა.რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებას პირველ რიგში ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებს. რამდენიმე წლის განმავლობაში შემოდგომის პერიოდში ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას შემცირებული ტურიზმი და უცხოური ვალუტის შემცირებული შემოდინებაც ახდენდა. გასულ წელს COVID-19-ის პანდემიის გამო ტურიზმის სექტორი ფაქტობრივად გაჩერდა, ხოლო მიმდინარე წლის ბოლო თვეებში ტურისტული ნაკადის საშუალოდ 350 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად, ტურისტების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მეოთხედზე ნაკლებია. ასე რომ, ტურიზმიდან შემოსავლების იმედზე ლარი ვერ იქნება.როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის დარჩენილ სამ თვესა და ათ დღეში? ანალიტიკოსთა მოსაზრებით, კობა გვენეტაძის უწყება ინტერვენციებითა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ლარის კურსის შეკავებას შეეცდება. რაოგორ განვითარდება მოვლენები საფინანსო ბაზარზე 2 ოქტომბრის შემდეგ – დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ფაქტია, რომ ლარის კურსის გაუფასურებისა და ინფლაციის შესაკავებლად ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის. გასულ კვირაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, მაგრამ მიმდინარე წელს ის 8 პროცენტიდან უკვე 10 პროცენტამდე გაიზარდა. როგორც ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ, ლარის კურსის გამყარება ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობა არ არის. მისი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. მათი შეფასებით, ლარის გაუფასურება ინფლაციურ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ პირდაპირპროპორციულად. 2015 წელს, როდესაც ლარი 27 პროცენტით გაუფასურდა, ინფლაცია 4 პროცენტს გაუტოლდა. მიმდინარე წელს ლარი 5 პროცენტით გამყარდა, თუმცა ინფლაცია ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გასცდა და უკვე 12,8 პროცენტს შეადგენს. 2012-2021 წლებში დოლარი 87 პროცენტით გაძვირდა, ფასები კი 48 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლად 3 პროცენტი განისაზღვრა. მეორე კვარტლის პირველივე თვეში ეს მაჩვენებელი 6,5 პროცენტამდე დაკორექტირდა. მარტივი არითმეტიკული გათვლებით ირკვევა, რომ მიმდინარე ინფლაცია თავდაპირველ სამიზნე მაჩვენებელს ოთხჯერ, ხოლო კორექტირებულს ორჯერ აღემატება.ორიოდე სიტყვით მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც მოგახსენებთ. მიმდინარე წლის 7 თვეში ექსპორტი 500 მილიონი დოლარით 2,276 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იმავე პერიოდში იმპორტის მოცულობამ 840 მილიონი დოლარით მოიმატა, რაც ექსპორტის მაჩვენებელს 340 მილიონი დოლარით აჭარბებს. შესაბამისად ამდენივეთი გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. არახალია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მიმართულებით ქვეყანას 2017 წლიდან მოყოლებული საგრძნობი კლება აქვს. მიმდინარე წლის მონაცემებიდან ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ პირველი კვარტლის საბოლოო შედეგები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40 მილიონით შემცირდა. გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა. მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 204,9 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20,7 მილიონი დოლარით, 11 პროცენტით აღემატება.და, ბოლოს, მოკლე ისტორიული ექსკურსი. გასული 7 წლის განმავლობაში, 2017 წელი გამონაკლისი იყო. წლის ბოლოს დოლარი უფრო იაფი ღირდა, ვიდრე წლის დასაწყისში. ლარი მიმდინარე წელსაც ჯერჯერობით იმავე გზას ადგას, მაგრამ წინ კიდევ სამ თვეზე მეტია და არავინ უწყის წლის მიწურულს ეროვნული ვალუტა როგორ ხასიათზე იქნება და რა მარშრუტს აირჩევს. იმავე 2017 წლის ბოლო ოთხ თვეში ლარი 14 თეთრით გაუფასურდა, გასული წლის ბოლო ოთხ თვეში – 19 თეთრით. რეკორდული 2016 წლის ბოლო ოთხი თვე იყო, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ 35 თეთრი შეადგინა.ასე რომ, გავითვალისწინოთ, წლის ბოლოს, ფინიშის სწორზე ლარს უჭირს. მე მათიც მესმის, ვინც ახლა ხმამაღლა გაიფიქრა – ბოლოს როდის ულხინდა ლარს?!.სამსონ ხონელი
https://sputnik-georgia.com/20210913/sabanko-seqtoris-tavgadasavali-259538793.html
https://sputnik-georgia.com/20210906/ratom-gadzvirda-cxovreba-259349391.html
https://sputnik-georgia.com/20210902/75-milioni-evros-ambavi-259248275.html
https://sputnik-georgia.com/20210818/ekonomika-cifrebshi-252611722.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/01/259213640_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_83cbd53fa7d8024e75fde452169aece2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო
ანალიტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო
ბოლო სამი თვის რისკები: რას უქადის წლის ბოლო ლარს?
11:18 20.09.2021 (განახლებულია: 15:47 20.09.2021) პოლიტიკური კლიმატი, საარჩევნო ბატალიები, მაკროეკონომიკური პარამეტრები და ეროვნული ვალუტა... რა ნიშნულს დაიკავებს ლარი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან და როგორი ახალი წელი გაუთენდება ეროვნულ ვალუტას?
მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანას საგარეო ვალდებულებების გასტუმრების ჟამი უდგას. სტატისტიკური მონაცემებით, წინა თვეში საქართველოს საგარეო ვალი კიდევ 45 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და ახლა 8,048 მილიარდ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო ვალის ზრდის მაჩვენებელი 1,3 მილიარდი ლარია.
13 სექტემბერი 2021, 08:37
რა თქმა უნდა, საგარეო ვალი სრულად გასასტუმრებელი სექტემბერში არ არის და, რომც იყოს, საკამათო არ არის, ქვეყანას ამის უნარი არ შესწევს. ამჯერად გადასახდელი რამდენია? − ჩამეძიება მკითხველი. რა გაეწყობა, დავაკონკრეტებ, რომ მესამე კვარტალში როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს ჯამურად 1,075 მილიარდი დოლარი აქვთ გადასახდელი. მართალია, მესამე კვარტალში გასასტუმრებელი თანხა მეორე კვარტლის მაჩვენებელზე თითქმის 800 მილიონი დოლარით ნაკლებია, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, საგარეო ვალის გასტუმრება, რაც დოლარზე მოთხოვნას გაზრდის, მაღალი ალბათობით ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითად აისახება. მათი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია წინასაარჩევნოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაზრდილი ხარჯებიც. ეს კი საფინანსო ბაზარზე მიმოქცევაში ლარის ჭარბი მოცულობის წარმოქმნას უწყობს ხელს და მძიმე ტვირთად აწვება ლარის კურსის სტაბილურობას.
საინტერესოა როგორია ლარის კურსის დინამიკა არჩევნებთან მიმართებაში. თუ ბოლო სამი წლის მონაცემებს გადავხედავთ, ადვილად დავასკვნით, რომ გასულ წლებში საარჩევნო ბატალიების შემდეგ ეროვნული ვალუტა, როგორც წესი, პოზიციებს თმობდა. ნუ იტყვი, სხვა დროს ხომ მყარად იდგა?! − ბრძანებთ თქვენ ირონიული ტონით, რითიც ირიბად შემახსენებთ, რომ ლარი უკვე დიდი ხანია დაღმართს დაადგა და ბოლო რვა წლის განმავლობაში რამდენიმე ანტირეკორდიც მოხსნა. მეტიც, ამერიკული დოლარის მიმართ გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმამს, სამ ლარს სწორედ ამ პერიოდში გადააბიჯა. რეპლიკას უპასუხოდ დავტოვებ და განვაგრძობ თხრობას.
გასული წლის სექტემბერში, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ბაზარს 120 მილიონი დოლარი მიაწოდა, მაგრამ ლარი დოლარის მიმართ 22 თეთრით გაუფასურდა. ოქტომბრის თვეში კობა გვენეტაძის უწყებამ სავალუტო ბაზარზე კიდევ 200 მილიონი დოლარი გაყიდა. საპარლამენტო არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს დოლარი 3,23 ლარი ღირდა, მაგრამ არჩევნებიდან ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ 17 თეთრი შეადგინა.
ურიგო არ იქნება, წინა წლების გამოცდილებაც გავიხსენოთ. კერძოდ, თუ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს დოლარი 2,49 ლარი ღირდა, მომდევნო ათი დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 12 თეთრით გაუფასურდა. 2018 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც ელექტორატი პრეზიდენტს ირჩევდა, დოლარის ფასი 2,70 ლარი იყო. არასრული ორი კვირის განმავლობაში, 11 ნოემბრისთვის ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ 7 თეთრი შეადგინა. როგორც საფინანსო სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნების შემდეგ ლარის კურსის სწრაფ ვარდნას კურსის კორექტირება მოსდევდა ხოლმე და ეროვნული ვალუტა მცირედით ისევ მყარდებოდა. საშუალოვადიან პერიოდში ლარი წონასწორობის ახალ წერტილს იკავებდა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდი და უშუალოდ არჩევნები კურსის საბოლოო ფორმირებაზე დიდ გავლენას ვერ ახდენდა.
რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირებას პირველ რიგში ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებს. რამდენიმე წლის განმავლობაში შემოდგომის პერიოდში ლარის კურსზე დამატებით ზეწოლას შემცირებული ტურიზმი და უცხოური ვალუტის შემცირებული შემოდინებაც ახდენდა. გასულ წელს COVID-19-ის პანდემიის გამო ტურიზმის სექტორი ფაქტობრივად გაჩერდა, ხოლო მიმდინარე წლის ბოლო თვეებში ტურისტული ნაკადის საშუალოდ 350 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად, ტურისტების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მეოთხედზე ნაკლებია. ასე რომ, ტურიზმიდან შემოსავლების იმედზე ლარი ვერ იქნება.
როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის დარჩენილ სამ თვესა და ათ დღეში? ანალიტიკოსთა მოსაზრებით, კობა გვენეტაძის უწყება ინტერვენციებითა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ლარის კურსის შეკავებას შეეცდება. რაოგორ განვითარდება მოვლენები საფინანსო ბაზარზე 2 ოქტომბრის შემდეგ – დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ფაქტია, რომ ლარის კურსის გაუფასურებისა და ინფლაციის შესაკავებლად ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის.
გასულ კვირაში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, მაგრამ მიმდინარე წელს ის 8 პროცენტიდან უკვე 10 პროცენტამდე გაიზარდა. როგორც ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ, ლარის კურსის გამყარება ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობა არ არის. მისი მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. მათი შეფასებით, ლარის გაუფასურება ინფლაციურ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ პირდაპირპროპორციულად. 2015 წელს, როდესაც ლარი 27 პროცენტით გაუფასურდა, ინფლაცია 4 პროცენტს გაუტოლდა. მიმდინარე წელს ლარი 5 პროცენტით გამყარდა, თუმცა ინფლაცია ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გასცდა და უკვე 12,8 პროცენტს შეადგენს. 2012-2021 წლებში დოლარი 87 პროცენტით გაძვირდა, ფასები კი 48 პროცენტით გაიზარდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლად 3 პროცენტი განისაზღვრა. მეორე კვარტლის პირველივე თვეში ეს მაჩვენებელი 6,5 პროცენტამდე დაკორექტირდა. მარტივი არითმეტიკული გათვლებით ირკვევა, რომ მიმდინარე ინფლაცია თავდაპირველ სამიზნე მაჩვენებელს ოთხჯერ, ხოლო კორექტირებულს ორჯერ აღემატება.
ორიოდე სიტყვით მაკროეკონომიკურ პარამეტრებზეც მოგახსენებთ. მიმდინარე წლის 7 თვეში ექსპორტი 500 მილიონი დოლარით 2,276 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იმავე პერიოდში იმპორტის მოცულობამ 840 მილიონი დოლარით მოიმატა, რაც ექსპორტის მაჩვენებელს 340 მილიონი დოლარით აჭარბებს. შესაბამისად ამდენივეთი გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. არახალია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მიმართულებით ქვეყანას 2017 წლიდან მოყოლებული საგრძნობი კლება აქვს. მიმდინარე წლის მონაცემებიდან ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ პირველი კვარტლის საბოლოო შედეგები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40 მილიონით შემცირდა. გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა. მხოლოდ აგვისტოში საქართველოში 204,9 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20,7 მილიონი დოლარით, 11 პროცენტით აღემატება.
და, ბოლოს, მოკლე ისტორიული ექსკურსი. გასული 7 წლის განმავლობაში, 2017 წელი გამონაკლისი იყო. წლის ბოლოს დოლარი უფრო იაფი ღირდა, ვიდრე წლის დასაწყისში. ლარი მიმდინარე წელსაც ჯერჯერობით იმავე გზას ადგას, მაგრამ წინ კიდევ სამ თვეზე მეტია და არავინ უწყის წლის მიწურულს ეროვნული ვალუტა როგორ ხასიათზე იქნება და რა მარშრუტს აირჩევს. იმავე 2017 წლის ბოლო ოთხ თვეში ლარი 14 თეთრით გაუფასურდა, გასული წლის ბოლო ოთხ თვეში – 19 თეთრით. რეკორდული 2016 წლის ბოლო ოთხი თვე იყო, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ 35 თეთრი შეადგინა.
ასე რომ, გავითვალისწინოთ, წლის ბოლოს, ფინიშის სწორზე ლარს უჭირს. მე მათიც მესმის, ვინც ახლა ხმამაღლა გაიფიქრა – ბოლოს როდის ულხინდა ლარს?!.