რა რის ფასად? ანუ 75 მილიონი ევროს ამბავი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
გამოწერა
რატომ თქვა უარი საქართველომ ევროკავშირის მორიგ ტრანშზე, რას ამბობს ხელისუფლება? მმართველი გუნდის ვერსიის ოპოზიციას არ სჯერა. მხარეთა პოზიციები და ანალიტიკოსთა შეფასებები.
დარწმუნებული ვარ, მკითხველი დამეთანხმება, ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნებისა და მიმდინარე პოლიტიკური ბატალიების მიუხედავად, ბოლო რამდენიმე დღეა მასმედიაში ე.წ. ტოპ-თემა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული კითხვის ნიშნებია.
ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურათა პოლიტიკოსების უარყოფითი და, მეტიც, მწვავე განცხადებები ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის ცალმხრივად გასვლას მოჰყვა. კიდევ ერთი თვის შემდეგ საქართველომ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარების მიღებაზე თქვა უარი.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
სამი მეზობლის ყოფის ამბავი, ანუ სად რამდენი და როგორ?
მთავრობის ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა განმარტა. „ქვეყანას აქვს მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გაჩნდა დამატებითი შემოსავალი. ჩვენ მივეცით თავს უფლება, ეტაპობრივად დაგვეწყო საგარეო ვალის შემცირება“, − განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არ დააყოვნა ოფიციალური ბრიუსელის რეაქციამ. მიღებული გადაწყვეტილების გამო ხელსუფლებამ პირველი გზავნილი ევროპარლამენტის დეპუტატისგან ვიოლა ფონ კრამონისგან მიიღო. „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების პირობები: სასამართლო სისტემა და ა.შ. თქვენ ვერ იტყვით უარს იმაზე, რისი მიღების უფლებაც არ გქონდათ. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, − განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
საით გადაიხრება ლარი?..
ევროდეპუტატს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. „მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც გამოდიან მსგავსი განცხადებებით, ყველას გვახსოვს, „ქართულმა ოცნებამ“ როგორი სასამართლო ჩაიბარა, მას შემდეგ კი არაერთი რეალური რეფორმა გავატარეთ. სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღა გავატარეთ, რამაც რეალურად ანგარიშვალდებული გახადა და რეალურად გახსნა ეს სისტემა. სასამართლო რეფორმა გაგრძელდება“, − განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, რასაც კვლევები ადასტურებს. ჟურნალისტების კითხვაზე, რას ეტყვის ის ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამბობენ, რომ 75 მილიონი ევრო დახმარება იყო და არა სესხი, პრემიერ-მინისტრმა ხისტად და, ვიტყოდი, მკაცრადაც უპასუხა. „ევროპარლამენტი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. თუ მათ სურთ საქმის ვითარებაში რეალური გარკვევა, უნდა გაერკვნენ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. ვინ რა თქვა – არ მაინტერესებს. ეს იყო სესხი და დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, − განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დახურული რესტორნები და კაფეები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ეკონომიკა ციფრებში, ანუ რა, რამდენი და რატომ
მალევე გავრცელდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შემსრულებლის ჟულიენ კრამპის განცხადება. „ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა. კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი–საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირის ეს დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, − ნათქვამია განცხადებაში.
ხალხი ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
რას ფიქრობს ხალხი? ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე
შემდეგ იყო პასუხის კიდევ ერთი პასუხი. „მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადება, ნორმალური პროცესია. არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში. პროცესი არ დასრულებულა. ამას სჭირდება დრო. ამ რვა წელიწადში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, − თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
განმარტებები გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა – მიიღოს ნებისმიერი ის გადაწყვეტილება, რომელიც მის ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება.
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
COVID-19-ის მძევალი ეკონომიკა და უპასუხისმგებლო მომხმარებელი
პოლიტიკური ველის ოპოზიცურ ფლანგზე მმართველი გუნდის ვერსიის უბრალოდ არ სჯერათ. „საქართველო შორდება ევროპას, დასავლეთს“, „ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირის დახმარებაზე, რადგან მას არ სურს განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმა“, „ამას მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია, საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს გადახედავენ სხვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც“, − ასეთია ოპოზიცის ძირითადი გზავნილები.
რას ამბობს ხელისუფლება? მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება შეუქცევადი პროცესია, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული. მათი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოეწერა ხელი უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზოდ მიმოსვლას, ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ა.შ. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ხელს არ შეუშლის.
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
რას და რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი?
როგორია ანალიტიკოსთა შეფასებები? კახა გოგოლაშვილის აზრით, ევროკავშირის ტრანშის მეორე ნაწილზე უარის თქმის შესახებ განცხადება ხელისუფლებას კარგად ჰქონდა გათვლილი და გააზრებული. საქმე ისაა, ამას კარგად გაიგებს თუ არა მოსახლეობა.
„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ურთიერთობაში შეცდომა უკვე მეორეჯერ დაუშვა. ევროკავშირთან ურთიერთობებში გადაწყვეტილებები ცალმხრივად მიიღო, მასთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. სტრატეგიულ პარტნიორთან „ქართული ოცნების“ არადიპლომატიურ თამაშებს ნელ-ნელა მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ მმართველ გუნდს ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვა უნდა კიდეც. მაგრამ ეს ძალიან სახიფათო თამაშია. ჩვენი ქვეყნის ევროკავშირზე არდამოკიდებულება ნიშნავს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის საფუძველს თავად ვიშორებთ. სავარაუდოდ, ხელისუფლება ფიქრობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ გამოასწორონ ურთიერთობები ევროკავშირთან“, − აცხადებს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი.
თბილისი - ლეღვთახევი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ეკონომიკა ციფრებში... შუალედური ფინიში და „ლოკდაუნის“ საფრთხე
პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის შეფასებით, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან 75 მილიონი ევროს სესხს მოჰყვებოდა ვალდებულება, რისი მთავარი აზრიც სასამართლო სისტემის ისეთი რეფორმის გატარებაა, როცა მოსამართლეებს უცხოელები შეარჩევდნენ და შემდგომ გააკონტროლებდნენ კიდეც. მათივე თქმით, ეს ყველაფერი ლამაზი სიტყვებით იფუთება დეკლარაციულადაც და კანონებშიც.
„ორი მიზეზი, თუ რატომ სურს უცხოეთს აკონტროლოს საქართველოს სასამართლო: პირველი − უზრუნველყოფა საკუთარი ბიზნესის ინტერესებისა, რომელიც უკვე შემოსულია ან შემოვა. როგორც წესი, მათი ლობირება ადგილობრივი მეწარმეების ინტერესის ხარჯზე ხდება. ნათელი მაგალითია სიგარეტის იმპორტის დემპინგი, რაც ავიწროვებდა, აჩერებდა ადგილობრივ წარმოებას. მეორე – საარჩევნო დავებს სასამართლო განიხილავს, უცხოეთს კი ყოველთვის ჰყავს ფავორიტი პოლიტიკური ძალები. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო, ხელისუფლებამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნარჩენები დაიცვა. ხელისუფლებას მივმართავ: მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის „ნულოვანი ზრდის“ კონცეფციასაც თუ მოიშორებთ, ხალხმა შესაძლოა ისევ მოიხედოს თქვენკენ. ზოგს შეიძლება გაახსენდეს კლიშე, რომელსაც 30 წელია ყველა ციფრული ხვრელიდან ტვინში გვიბეჭდავენ: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხომ საჭიროა!“, „ახალი სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნება, თუ უცხოური ბიზნესი არ შემოვიდა!“ და ა.შ. ეს არის კლასიკური ყალბი ორიენტირი, რომელიც დაამკვიდრეს ჩვენს საზოგადოებაში. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში არის მძიმე ტვირთი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვალუტისთვის და მის მიერ მოცემული სიკეთეები ვერ ფარავს იმ ნეგატივს, რომელიც მას მოაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მაღალტექნოლოგიურ სფეროს ეხება. ამის სანაცვლოდ საჭიროა ადგილობრივი რეალური სექტორის, საწარმოების დაკრედიტება“, − წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.
რამდენად შორს წავა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაწყებული გაცივების პროცესი, ძნელი სათქმელია. ამ და სხვა მრავალ კითხვას პასუხი, სავარაუდოდ, არჩევნებს შემდეგ გაეცემა. არც ის არის ახალი, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება. და, ბოლოს, რეპლიკის სახით: მიუხედავად იმისა, ვის ჯერა და ვის არა ევროკავშირის მორიგ ტრანშზე უარის თქმის ოფიცალური ვერსიის, რა არის ცუდი, მიუღებელი იმაში, თუ ქვეყანა ახალი ვალების აღების ნაცვლად, არსებული ვალის შემცირებაზე იზრუნებს?..
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0