საით გადაიხრება ლარი?..

© photo: Sputnikვალუტის გამცვლელი პუნქტი
ვალუტის გამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2021
გამოწერა
ეროვნული ბანკის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი. საბანკო სექტორის მარეგულირებელი სავალუტო აუქციონზე ინტერვენციებს განაგრძობს.
ეს ამბავი კი, ნამდვილად, მოულოდნელი იყო... ან ეგება ვცდები და მოვლენები სწორედ ამგვარად უნდა განვითარებულიყო?
არ იტყვი, რა ხდება? – ჩამეძიება მკითხველი მკაცრი ტონით და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნება. რა გაეწყობა, დავკონკრეტდები: მალე ერთი კვირა შესრულდება, რაც ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ბაზარს 30 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა, ანუ საბანკო სექტორის მარეგულირებლის ლექსიკით, სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია განახორციელა. აქვე დავძენ, რომ მიმდინარე წელს სულ რვა აუქციონი ჩატარდა და კობა გვენეტაძის უწყებამ ბაზარს სავალუტო აუქციონებით ჯამში 272,9 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა. მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ინტერვენციები 6 იანვარს დაიწყო, როდესაც 40 მილიონი დოლარი გაყიდა.
დახურული რესტორნები და კაფეები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ეკონომიკა ციფრებში, ანუ რა, რამდენი და რატომ
კი, მაგრამ აქ მოულოდნელი რა იყო, ეროვნული ბანკი ყიდულობს და ყიდის უცხოურ ვალუტას, საფინანსო ბაზარს აუქციონებზე ხან ლარს აწვდის და ხან დოლარს – უსათუოდ მიმანიშნებს გაკვირვებული მკითხველი და მეც მორიგი განმარტება მომიწევს. საკამათო არ არის, სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია ლარის ან დოლარის მიწოდებით ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ის მძლავრი ბერკეტია, რომელსაც საბანკო სექტორის მარეგულირებელი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის კორექტირებისთვის იყენებს. ყველაფერი მოთხოვნა–მიწოდებაზეა დამოკიდებული. თუ დოლარზე იმდენად ჭარბი მოთხოვნაა, რომ ეს ლარის კურსზე მკვეთრად უარყოფითად აისახება, ეროვნული ბანკი აუქციონს ათეულობით მილიონ ამერიკულ დოლარს აწვდის. ეს თანხა ყოველ კონკრეტულ აუქციონზე საშუალოდ 20-40 მილიონის ფარგლებშია. ლოგიკურია – როცა მოთხოვნა ლარზეა, ეროვნული ვალუტის მკვეთრად გამყარების თავიდან ასაცილებლად, რასაც საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე ასევე ნეგატიური გავლენა აქვს, ეროვნული ბანკი საფინანსო ბაზარს ინტერვენციის სახით მილიონობით ლარს სთავაზობს. ეს ახალი არაა და ამგვარი პრაქტიკა ორ ათეულ წელზე მეტს ითვლის.
ხალხი ბათუმის ბულვარში - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
რას ფიქრობს ხალხი? ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე
ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენს მკითხველს გააკვირვებდა, რატომ იყო მოულოდნელი ეროვნული ბანკის მორიგი გააქტიურება სავალუტო აუქციონზე. ქვეყნის მთავარმა ბანკირმაც ხომ არაერთხელ ბრძანა, რომ ეროვნული ბანკი საფინანსო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს დააკვირდება და ინტერვენციებსაც საჭიროებისამებრ განახორციელებს. საგულისხმო ფაქტორი კი ის არის, რომ, როგორც წესი, კობა გვენეტაძის უწყება სავალუტო ბაზარზე ძირითადად გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში ოპერირებს, ანუ მაშინ, როდესაც მოსალოდნელია ლარის კურსის მკვეთრი მერყეობა როგორც გამყარების, ასევე გაუფასურების მიმართულებით. ამგვარი "მკვეთრი მერყეობის" საფრთხე რომ ვერ დავინახე, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე გააქტიურებაც ამიტომ იყო მოულოდნელი.
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
COVID-19-ის მძევალი ეკონომიკა და უპასუხისმგებლო მომხმარებელი
სავარაუდოდ, ეს საფრთხე კობა გვენეტაძის უწყებაში დაინახეს – მიმანიშნებს მკითხველი. ახლა ისღა დამრჩენია, მკითხველი დავარწმუნო, რომ დანახვის უნარი მეც მაქვს. გასულ წელს ეროვნული ვალუტა დაახლოებით 15 პროცენტით გაუფასურდა. ამ ხნის განმავლობაში 26 სავალუტო აუქციონი გაიმართა და ეროვნულმა ბანკმა საფინანსო ბაზარს ჯამში 873,222 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა. წესებზე დაფუძნებული ინტერვენციების გათვალისწინებით, მთლიანობაში, გასული წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა 916,1 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. თქვენს ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებას მივაპყრობ – 916,1 მილიონი ამერიკული დოლარი გაცილებით მეტია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ სხვა რომელიმე წლის განმავლობაში განხორციელებული ინტერვენციის მოცულობა. 2016 წელს აუქციონების გზით ეროვნულმა ბანკმა 280 მილიონი დოლარი გაყიდა. ერთი წლით ადრე ეს თანხა 287 მილიონი დოლარი, ხოლო 2014 წელს – 300 მილიონი დოლარი იყო. მიმდინარე წლის გვიანი გაზაფხულიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა თანდათან მყარდება და სტაბილურობასაც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს. ფაქტია, ლარი ამერიკული დოლარის მიმართ უკვე ორ თვეზე მეტია 3.10–3.12-ის ფარგლებშია. კურსის მკვეთრი მერყეობა არ შეინიშნება, რაც შესაძლოა ეროვნული ბანკის მყისიერი მოქმედების საფუძველი გამხდარიყო.
თბილისი - ლეღვთახევი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ეკონომიკა ციფრებში... შუალედური ფინიში და „ლოკდაუნის“ საფრთხე
ყოველგვარი შეთქმულების თეორიის გარეშე, დავინტერესდეთ, რამ განაპირობა ინტერვენცია ეროვნული ბანკის მხრიდან? როგორც ექსპერტ–ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პასუხი მარტივია: კობა გვენეტაძის უწყებამ ამჯერად თავი დაიზღვია და გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, როდესაც გარკვეული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდა და უახლოესი პერიოდიც ბუნდოვნად ისახება, ლარს მცირედით წაეხმარა. მათივე შეფასებით, დღეს საფინანსო-სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის აქტიურობის საფუძველი არ არის.
ანალიტიკურ წრეებში იმ ნეგატიურ ტენდენციაზეც მიანიშნებენ, რომელიც ბოლო წლებში გამოიკვეთა. კერძოდ, ეროვნული ბანკი ერთი ხელით საფინანსო ბაზარს დოლარს აწვდის, რითიც მიმოქცევაში ლარის მოცულობას ამცირებს, მაგრამ მეორე ხელით კომერციულ საბანკო სექტორს რეფინანსირების სესხების სახით ასეულობით მილიონ ლარს აძლევს, რაც საბოლოო ჯამში ბაზარზე ლარის ჭარბი მოცულობის წარმოქმნას განაპირობებს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მკითხველს ის უფრო აფიქრებს, საით წავა ლარი, როგორია ეროვნული ვალუტის პერსპექტივა მოკლე- და საშუალოვადიან პერიოდში.
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
რას და რატომ ითხოვს ეროვნული ბანკი?
ეროვნული ბანკის ოპტიმისტური პროგნოზი მიმდინარე წლის დარჩენილ ოთხ თვეში ლარის დოლართან მიმართებაში 3 პროცენტით გამყარებას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, არსებობს პესიმისტური სცენარიც, რომლის თანახმად, კობა გვენეტაძის უწყება ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტის 10 პროცენტის ფარგლებში გაუფასურებას პროგნოზირებს. ახლა უფრო ჩავუღრმავდეთ – რას ეფუძნება ეროვნული ბანკის ოპტიმისტური სცენარი. როგორც კობა გვენეტაძის უწყებაში განმარტავენ, ბოლო დროს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპის გააქტიურების ფონზე ეკონომიკის გაჯანსაღება სტაბილური ხასიათისაა, მზარდი ეკონომიკური აქტივობაა სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, იზრდება საინვესტიციო ნაკადები და ჩქარდება ტექნოლოგიური პროგრესი. ეკონომიკის აღდგენის ფონზე ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს უფრო სწრაფად უბრუნდება, რასაც ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ანუ რეფინანსირების გაზრდილი განაკვეთი. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ მოვლენების საბაზო სცენარით განვითარების შემთხვევაში ეროვნული ვალუტის კურსი არსებულ დონესთან მიმართებაში უცვლელი, სტაბილური დარჩება როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი წლისთვისაც.
ამავე უწყების შეფასებით, საბაზო სცენარით ეკონომიკა წლის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება, ვაქცინაციის გააქტიურებით COVID-19-ის ვირუსის გავრცელება კონტროლს დაექვემდებარება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება კი ტურისტული ნაკადების გაზრდას და საგარეო ვაჭრობის აღდგენას შეუწყობს ხელს. მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება მეზობელ ქვყნებშიც. რას ეფუძნება პესიმისტური სცენარი? პირველ რიგში, ეკონომიკის შეფერხებულ აღდგენას. პანდემიის შეკავება 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ ხერხდება, შესაბამისად, ეკონომიკური აღდგენის ტემპი დროში გაწელილია. შედეგად – ინფლაციური მოლოდინების ფონზე მონეტარული პოლიტიკა არსებულ დონეზე გამკაცრებული რჩება ან კიდევ უფრო მკაცრდება.
და, ბოლოს, ორიოდე სიტყვა რეალისტური პროგნოზის მოყვარულთათვის: შეხედეთ გადამცვლელი ჯიხურების შუქფარს და გახსოვდეთ, რეალობა არის ის, რაც იქ ისახება...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0