„საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია, მაგრამ...“ - Freedom House პრობლემებზე მიუთითებს

© AP Photo / Kin Cheungმომხმარებლები კომპიუტერებთან
მომხმარებლები კომპიუტერებთან - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2021
გამოწერა
ამერიკულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House საქართველოს ინტერნეტ-თავისუფლების ინდექსის კვლევაში თავისი პლუსები და მინუსები აღნიშნა
თბილისი, 26 სექტემბერი- Sputnik. საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიც იკავებენ მოწინავე პოზიციებს რეიტინგში „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი - 2021“, რომელიც ამერიკულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House შეადგინა.
კვლევის თანახმად, საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 76 ქულა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება იყო დაცული. ამასთან ერთ წელიწადში ქვეყანამ თავისი მაჩვენებელი ერთი ქულით გაიუმჯობესა.
მამაკაცი ნოუთბუქით - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს – სავაჭრო პალატის ინიციატივა
შეფასება მოიცავდა სამ კომპონენტს: „შეზღუდვები ინტერნეტთან წვდომის კუთხით“, „შინაარსზე დაწესებული შეზღუდვები“ და „მომხმარებელთა უფლებების დარღვევა“. საქართველომ პუნქტზე „შინაარსზე დაწესებული შეზღუდვები“ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო - 31 ქულა 35 შესაძლო ქულიდან. ამასთან შეფასებები კომპონენტის „შეზღუდვები ინტერნეტთან წვდომის კუთხით“ - 19 (25-დან) და „მომხმარებელთა უფლებების დარღვევის“ მიხედვით - 27 (40-დან) იყო დაბალი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში პირველი გახდა თავისუფალი ინტერნეტის მაჩვენებლით, უფლებადამცველ ორგანიზაციაში პრობლემებზეც მიუთითეს.
„საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება გაუმჯობესება განპაპირობა იმან, რომ აღარ არსებობს ცნობები ადამიანების ონლაინ-აქტივობასთან დაკავშირებული დაკავებების შესახებ. მაგრამ საანგარიშო პერიოდში კიბერთავდასხმების რაოდენობის ზრდასთან და შინაარსით მანიპულირებასთან დაკავშირებული გამოწვევები გამოვლინდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, Freedom House-ის მონაცემებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) მიმართ, რომელიც ქვეყანაში მთავარი მარეგულირებელია ტელეკომუნიკაციების სფეროში, იმსახურებს კრიტიკას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობის გამო.
უფლებადამცველები ასევე უკმაყოფილონი არიან არჩევნების წინ კანდიდატების დევნის გამო, რომელიც ინტერნეტში ხორციელდება.
ასევე ანგარიშში არასაკმარისი უწოდეს ხელისუფლების ძალისხმევას ქვეყნის ინტერნეტიზაციის კუთხით.
„საქართველოში ინტერნეტთან წვდომა იზრდება, მაგრამ მთავრობის მუშაობა ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის გაფართოების კუთხით ნელი ტემპებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ნოუბუქი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით ისარგებლებენ
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანას გააჩნია პრობლემები მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით, და 2025 წლისთვის 4G ქსელი იქნება ხელმისაწვდომი ქვეყნის ტერიტორიის 99%-ზე, ხოლო 5G - მხოლოდ სამ რაიონში.
კვლევაში არსებობს შენიშვნები საქართველოში არსებული ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებითაც. მათი მონაცემებით, 2021 წლის მაისში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ფიქსირებული ინტერნეტკავშირის ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე არის 26,80 მბიტ/წ, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების, მათ შორის, სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის მაჩვენებლებს ჩამორჩება.
ამასთან, მობილური ტელეფონისთვის ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 2020 წლის მაისში 25,9 მბიტ/წ-დან 2021 წლის მაისში 38,29 მბიტ/წ-მდე გაიზარდა.
ამავე დროს კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ინტერნეტი მოსახლეობისთვის არსებული ფასებით ხელმისაწვდომია.
კვლევის ავტორები დადებით მომენტებს შორის გამოყოფენ შეზღუდვების არარსებობას ინტერნეტში. მათი მონაცემებით, მომხმარებლებს არ აქვთ რაიმე შეზღუდვები ვებგვერდებზე წვდომის, კონტენტის ჩამოტვირთვის, საკუთარი ვებგვერდების განთავსების და ფორუმებში, სოციალურ ქსელებში და მესენჯერებში სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობის კუთხით.
ამასთან აშშ-ში აღნიშნავენ, რომ პირატული კონტენტის შემცველი ვებგვერდები ხელმისაწვდომია და დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო ბავშვებისთვის სახიფათოდ აღიარებული ვებგვერდები არ არის დაბლოკილი.
გარდა ამისა, უფლებადამცველები დადებითად აფასებენ ფეიკ-გვერდების დაბლოკვას Facebook-ის ქართულ სეგმენტში და „სოციალურ ქსელებში პოლიტიკური რეკლამის“ ცნების დანერგვას.

ხელისუფლების თვალსაზრისი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო გაითვალისწინებს შენიშვნებს, რომლებიც კვლევის ავტორებმა გამოთქვეს.
„ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას. ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ქვეყნის ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი. ამისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან, აგრეთვე კერძო სექტორთან. ჩვენ კარგად გვესმის ინტერნეტთან წვდომის მნიშვნელობა ციფრულ ეპოქაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ უახლოეს პერიოდში გახდეს ინტერნეტ ჰაბი და საკუთარ ბაზარზე შეძლოს მაღალტექნოლოგიური ბიზნესების მოზიდვა.
ყველაზე თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების ხუთეული: ისლანდია (96 ქულა), ესტონეთი (94), კანადა (87), კოსტა-რიკა (87) და ტაივანი (80). ჩინეთი ზედიზედ მეექვსე წელია ბოლო ადგილზეა (10).
ყველა ახალი ამბავი
0