https://sputnik-georgia.com/20210914/moswavleebi-da-maswavleebi-shegavatiani-internetit-isargebleben-259574076.html
მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით ისარგებლებენ
მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით ისარგებლებენ
Sputnik საქართველო
20 GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ–პაკეტის ღირებულება 10 ლარი იქნება, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T11:40+0400
2021-09-14T11:40+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0b/259516204_0:38:1921:1118_1920x0_80_0_0_123c3c1f27842ddc10e397044e937955.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტებით წელსაც ისარგებლებენ, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.განათლების სამინისტროსა და ქვეყანაში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტ–პაკეტით ისარგებლებენ.მემორანდუმის მიზანი პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მობილური ოპერატორები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მაღალხარისხიან მობილურ ინტერნეტ–პაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. 20 GB ინტერნეტი ერთი თვის განმავლობაში ონლაინ–სწავლებისთვის სავსებით საკმარისია.„შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ შექმნილ პლატფორმაზე – www.mobile.emis.ge პირადი ნომრის მითითებით უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, რომ გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღეა, ვადის ამოწურვის შემდეგ კი გამოუყენებელი მეგაბაიტები გაუქმდება.პორტალი www.mobile.emis.ge, სადაც მსურველები რეგისტრაციას შეძლებენ, 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ონლაინ–რეჟიმში განახლდება. დისტანციური სწავლება 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდეს, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.
https://sputnik-georgia.com/20210913/------259563820.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0b/259516204_0:0:1707:1280_1920x0_80_0_0_3f2f58ecf63945240a0b7bebdfcd1cbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , covid-19
მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით ისარგებლებენ
11:40 14.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) 20 GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ–პაკეტის ღირებულება 10 ლარი იქნება, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტებით წელსაც ისარგებლებენ,
ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების სამინისტროსა და ქვეყანაში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტ–პაკეტით ისარგებლებენ.
მემორანდუმის მიზანი პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
13 სექტემბერი 2021, 19:35
მობილური ოპერატორები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მაღალხარისხიან მობილურ ინტერნეტ–პაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. 20 GB ინტერნეტი ერთი თვის განმავლობაში ონლაინ–სწავლებისთვის სავსებით საკმარისია.
„შეღავათიანი ინტერნეტ–პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ შექმნილ პლატფორმაზე –
www.mobile.emis.ge პირადი ნომრის მითითებით უნდა დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, რომ გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პაკეტის მოქმედების ვადა 30 დღეა, ვადის ამოწურვის შემდეგ კი გამოუყენებელი მეგაბაიტები გაუქმდება.
პორტალი
www.mobile.emis.ge, სადაც მსურველები რეგისტრაციას შეძლებენ, 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.
საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ონლაინ–რეჟიმში განახლდება. დისტანციური სწავლება 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდეს, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.