https://sputnik-georgia.com/20210913/------259563820.html
გამყრელიძე პედაგოგებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა
გამყრელიძე პედაგოგებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა
Sputnik საქართველო
მასწავლებლებს შორის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (70%) დაფიქსირდა. 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T19:35+0400
2021-09-13T19:35+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908753_0:179:3006:1870_1920x0_80_0_0_b249b82498d31aab7ba9ba69777675d3.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა.სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი გასულ კვირაში შეისწავლეს. გამყრელიძის თქმით, ასპროცენტიანი ვაქცინაცია არც საჯარო და არც კერძო სკოლებში არ დაფიქსირებულა. ამასთან, საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებებში ვაქცინაციის მაჩვენებელს შორის დიდი განსხვავება არაა და საშუალოდ 70%-ს აღწევს.მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55%-ია აცრილი თუნდაც ერთი დოზით, მათგან სრულად ვაქცინირებულია 33%. რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგების ვაქცინაციას, საქართველოში აცრილია მასწავლებლების 58%, მათგან სრული დოზით (ორჯერადად) – 36%. კერძო სკოლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს მასწავლებლების 64%-ს, სრულად ვაქცინირებულია 44%. პედაგოგთა შორის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (70%) დაფიქსირდა. საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ონლაინ–რეჟიმში განახლდება. დისტანციური სწავლება 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდება, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.
https://sputnik-georgia.com/20210913/samedicino-studentebs-ra-shemtxvevashi-daushveben-259561486.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250908753_138:0:2869:2048_1920x0_80_0_0_189da8666dd7bc5610c1e33c3b49c597.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გამყრელიძე პედაგოგებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა
19:35 13.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) მასწავლებლებს შორის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (70%) დაფიქსირდა.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა.
სკოლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი გასულ კვირაში შეისწავლეს. გამყრელიძის თქმით, ასპროცენტიანი ვაქცინაცია არც საჯარო და არც კერძო სკოლებში არ დაფიქსირებულა. ამასთან, საჯარო და კერძო სასწავლო დაწესებულებებში ვაქცინაციის მაჩვენებელს შორის დიდი განსხვავება არაა და საშუალოდ 70%-ს აღწევს.
„ოქტომბერში სწავლა აუცილებლად საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, რასაც მხარს უჭერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც. მაგრამ ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ვაქცინაციის მაჩვენებელმა 80%-ს მიაღწიოს“, – განაცხადა გამყრელიძემ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ვაქცინირებული უნდა იყვნენ არა მარტო პედაგოგები, არამედ მოსწავლეების ოჯახის წევრებიც.
მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55%-ია აცრილი თუნდაც ერთი დოზით, მათგან სრულად ვაქცინირებულია 33%. რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგების ვაქცინაციას, საქართველოში აცრილია მასწავლებლების 58%, მათგან სრული დოზით (ორჯერადად) – 36%. კერძო სკოლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს მასწავლებლების 64%-ს, სრულად ვაქცინირებულია 44%. პედაგოგთა შორის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (70%) დაფიქსირდა.
13 სექტემბერი 2021, 18:38
საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ონლაინ–რეჟიმში განახლდება. დისტანციური სწავლება 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდება, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.