უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს – სავაჭრო პალატის ინიციატივა

© photo: Sputnik / Stringerმამაკაცი ნოუთბუქით
მამაკაცი ნოუთბუქით - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
პროექტი მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ხორციელდება.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მეწარმეებისთვის დაიწყო კონკურსი „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“, ნათქვამია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა მეწარმეს, რომელსაც სურს საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით გაყიდოს.
ასეთ 100 მეწარმეს სავაჭრო პალატა უფასო ვებ-გვერდს გადასცემს.
კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ:
უფასო ვებ-გვერდს
დაესწრებიან ვებ-გვერდის მართვის უფასო ტრენინგს
1-წლიან უფასო დომენს
1-წლიან უფასო ჰოსტინგს
ტექნიკურ მხარდაჭერას
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა მოკლე კითხვარი უნდა შეავსონ ვებ-გვერდზე: https://docs.google.com/.../1FAIpQLSfbkj121bQDQj.../viewform
განაცხადების მიღება 15 ოქტომბერს დასრულდება.
პროექტი მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0