https://sputnik-georgia.com/20210925/iqneba-tu-ara-meore-turi-259882205.html
არჩევნები: იქნება თუ არა თბილისში მეორე ტური
არჩევნები: იქნება თუ არა თბილისში მეორე ტური
Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ ერთ კვირაში, სავარაუდოდ, ყველაზე ბინძური კომპრომატების გამოქვეყნებასა და დიდ აურზაურს უნდა ველოდოთ, რადგან... 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T09:45+0400
2021-09-25T09:45+0400
2021-09-29T11:32+0400
პოლიტიკა
მოსაზრება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
არჩევნები 2021
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259849327_0:0:3441:1936_1920x0_80_0_0_8f09ccad54dedcc78e2a60ee7d0e0858.jpg
მართალია, მმართველ პარტიას საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება და კაპიტალი, ასევე ადმინისტრაციული რესურსი აქვს, მაგრამ კოვიდ-პანდემიამ და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მაინც სერიოზული დაღი დაასვა ამ წინასაარჩევნო კამპანიას და ადამიანები მასში ისეთი ხალისით ნამდვილად აღარ მონაწილეობენ, როგორც ადრე, თუნდაც 2018 ან 2020 წლის არჩევნებში. მმართვებლი პარტია რომ ფრთხილობს და მაქსიმუმს აკეთებს, ამას გახშირებული სოციოლოგიური კვლევები და ქუჩებში ბევრი აქტივისტიც ადასტურებს.ზოგადად, საარჩევნო კამპანია თბილისში ასე გამოიყურება და იგრძნობა: დადის ანა დოლიძის მხარდამჭერი მეგაფონიანი მანქანა, საიდანაც მოგვიწოდებენ, რომ ხმა მივცეთ ანა დოლიძეს, რომელსაც, სხვათა შორის, ძალიან კარგი იდეები აქვს შრომითი უფლებების, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით და მე რომ თბილისის მერი ვიყო, სოციალურ მიმართულებას ჩავაბარებდი. ყოველდღიურად ქუჩაში კახი კალაძის მხარდამჭერი და შესაბამის მაისურებიანი ათობით ყმაწვილი დასეირნობს და მოქალაქეებს კალენდრებსა და ფლაერებს სთავაზობენ. ამბავი საინტერესოა იმით, რომ კალაძე ოჯახთან ერთად არა 2021, არამედ 2022 წლის კალენდარს გვიდგენს და მისი საკრებულოს სიაც, თუ ორიოდე ძველ მოჰიკანს არ ჩავთვლით, თინეიჯერულია. აქტიურად დადიან და მოსახლეობას ესაუბრებიან „ლელოს“ წევრებიც, განსაკუთრებით ბადრი ჯაფარიძე. ის საკრებულოში ნამდვილად მოხვდება, მაგრამ აი, საკრებულოს თავმჯდომარეობის ძალიან დაბალი შანსი აქვს, ისევე, როგორც მის ცივილიზებულ თბილისის მერობის კანდიდატ ანა ბიბილაშვილს. ეს სიმპატიური ქალბატონი თბილისელიცაა, ურბანისტიც და არქიტექტორიც, მაგრამ თბილისის მერობისათვის დიდი პოლიტიკური კაპიტალი და ცნობადობაა საჭირო. თანაც, საინტერესოა, თუკი ბიბილაშვილმა თერჯოლის, ბაღდათის, ზესტაფონისა და ტყიბულის მოსახლეობის გული ვერ მოიგო 2020-ის არჩევნებზე, როგორ აპირებს ამის გაკეთებას თბილისში? ცნობადი გახდება ნამდვილად...რაც შეეხება ნიკა მელიას, მას უკვე ჩამოყალიბებული იმიჯი აქვს, რომელიც უფრო პარლამენტში შევარდნას, ევროკავშირის ოფისთან მივარდნებსა და ციხეში წონის კლებასთან არის დაკავშირებული. მან იცის, რომ ენმ-ის მხარდამჭერი 25 თუ 26 პროცენტი გარანტირებული აქვს, მაგრამ ახალი საზოგადოებას მაინც ვერაფერი შესთავაზეს და შესაბამისად, მისი ხმების გაზრდისა და არჩევნების მოგების ალბათობას ვერც ამ სტრიქონების ავტორი ხედავს და ვერც - ზოგადი ასტროლოგია.თბილისის მერის არჩევნებს მთავარი ხიბლი მაინც მეტეხის ფონზე გამართულმა პრეზენტაციამ და გიორგი გახარიამ შესძინა. რაც უფრო მეტად იყვირებს ხელისუფლების შტო, რომ 5 წელი ნარკომანი და კოკაინშიკი ეკონომიკის, შსს და პრემიერ მინისტრი ჰყავდა, მით უკეთესი გახარიასთვის. თან, პრობლემაა ისიც, რომ გახარიას ივანიშვილისაგან დისტანცირება თავად ხელისუფლების წარმომადგენლების უმეტესობას არ სჯერა და პირად საუბრებში ხშირად აღნიშნავენ, რომ ესეც ბიძინა ივანიშვილის პროექტია. თბილისის საკრებულოში მისი გუნდი სოლიდურად გამოიყურება, თუმცა ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, მას 15 პროცენტის აღებას უწინასწარმეტყველებენ. მაგალითად, ასე ფიქრობს ექსპერტი და ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი დავით ზურაბიშვილი, რომლის აზრითაც, თბილისში მეორე ტური უეჭველად იქნება. აი, გია ხუხაშვილი უფრო შორს წავიდა და საერთოდ გახარიასა და მელიას შორის ჰგონია, მეორე ტური გაიმართება, მაგრამ ჩვენ ასეთი დასკვნებისაგან შორს ვართ. რეალურად, კახი კალაძე არაფრით დაუშვებს, რომ მეორე ტური იყოს, თუმცა ეს მის ბევრ თანაგუნდელს ძალიან გაეხარდება. მათ, ბუნებრივია, კალაძის გამარჯვება ხელს აძლევთ, მაგრამ ძალიან გაყოყოჩებული თანაგუნდელიც არ სჭირდებათ, რომელიც უკვე „ქართული ოცნებისაგან“ საკმაოდ დისტანცირდა და საკუთარ სამომავლო გუნდს ქმნის. აი, ვის შორის შეიძლება, შედგეს მეორე ტური, კალაძესა და გახარიას თუ კალაძესა და მელიას შორის, ეს კი საინტერესოა. რეალურად, ინტელექტითა და დებატების გამოცდილებით გახარია კი უგებს კალაძეს, მაგრამ ფული, მერობის გამოცდილება და სახელისუფლებო ბერკეტები ნამდვილად კალაძის მხარესაა. ასე რომ, გახარიას გამოჩენამ პოლიტიკაში ნამდვილად შესძინა ამ არჩევნებს დიდი ქარიზმა და ინტრიგა. ცხადია ისიც, რომ ის არა ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ საპარლამენტო არჩევნებისათვისათვის იბრძვის და ეს ჩანს კიდევაც იქიდან, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ ჰყავს მერობის კანდიდატი. ახლა ის გუნდის მოკრეფის პროცესშია და თუ „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ რეალურ ალტერნატივად ჩამოყალიბება შეძლო, დიდი გზის გავლა მოუწევს პოლიტიკაში.მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ ბანალური და ადგილობრივი საკითხების მომგვარებელი ადამიანების არჩევნებია, მან ლამისაა, საერთაშორისო დატვირთვა მიიღო რამდენიმე გარემოების გამო. ჯერ ერთი, ხელისუფლება კი გამოეთიშა შარლ მიშელის შეთანხმებას, მაგრამ მისთვის მორალურად ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღოს არა თუ 43 პროცენტი, არამედ მეტიც, რათა ამით ოპონენტებს ერთხელ და სამუდამოდ აღარ მისცეს ამ თემაზე სპეკულაციების საბაბი. საქმე ის გახლავთ, რომ რეალურად ამ არჩევნებისგან ოპოზიცია, როგორც ჩანს, ადგილობრივი საკითხების გადაჭრას კი არა, უფრო ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და ხელისუფლებისათვის დისკომფორტის შექმნას ელის. ასე რომ, არჩევნების სანდოობა და მისი ბედი დიდა იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგს დადებენ სახელისუფლებო კანდიდატები.
https://sputnik-georgia.com/20210922/trolebi-da-botebi-socqselebshi-qartuli-ocnebis-winaagmdeg-259803553.html
https://sputnik-georgia.com/20210913/mixeil-saakasvilma-samxedroebs-mimarta-259560054.html
https://sputnik-georgia.com/20210903/levanvasadze-oficialurad-damidginda-mravaljeradi-mioloma-259291995.html
https://sputnik-georgia.com/20210901/gairkva-tbilisis-raionebsi-2021-wlis-adgilobriv-arcevnebze-mtavari-konkurentebi-259229680.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
ლანა ჩეჩელაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/05/244740579_332:0:1868:1536_100x100_80_0_0_dcf277082c748eb202c8afeb7c6f8662.jpg
ლანა ჩეჩელაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/05/244740579_332:0:1868:1536_100x100_80_0_0_dcf277082c748eb202c8afeb7c6f8662.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259849327_610:0:3341:2048_1920x0_80_0_0_c4b3c959a4f1f545accc1a823b6c53b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლანა ჩეჩელაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24474/05/244740579_332:0:1868:1536_100x100_80_0_0_dcf277082c748eb202c8afeb7c6f8662.jpg
პოლიტიკა, მოსაზრება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, მოსაზრება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
არჩევნები: იქნება თუ არა თბილისში მეორე ტური
09:45 25.09.2021 (განახლებულია: 11:32 29.09.2021) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ ერთ კვირაში, სავარაუდოდ, ყველაზე ბინძური კომპრომატების გამოქვეყნებასა და დიდ აურზაურს უნდა ველოდოთ, რადგან ეს არჩევნები, მართალია, საარჩევნო კალენდრით დაგეგმილ ვადაში, მაგრამ მეტად უცნაურად იმართება...
მართალია, მმართველ პარტიას საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება და კაპიტალი, ასევე ადმინისტრაციული რესურსი აქვს, მაგრამ კოვიდ-პანდემიამ და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ მაინც სერიოზული დაღი დაასვა ამ წინასაარჩევნო კამპანიას და ადამიანები მასში ისეთი ხალისით ნამდვილად აღარ მონაწილეობენ, როგორც ადრე, თუნდაც 2018 ან 2020 წლის არჩევნებში. მმართვებლი პარტია რომ ფრთხილობს და მაქსიმუმს აკეთებს, ამას გახშირებული სოციოლოგიური კვლევები და ქუჩებში ბევრი აქტივისტიც ადასტურებს.
22 სექტემბერი 2021, 17:35
ზოგადად, საარჩევნო კამპანია თბილისში ასე გამოიყურება და იგრძნობა:
დადის ანა დოლიძის მხარდამჭერი მეგაფონიანი მანქანა, საიდანაც მოგვიწოდებენ, რომ ხმა მივცეთ ანა დოლიძეს, რომელსაც, სხვათა შორის, ძალიან კარგი იდეები აქვს შრომითი უფლებების, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით და მე რომ თბილისის მერი ვიყო, სოციალურ მიმართულებას ჩავაბარებდი.
ყოველდღიურად ქუჩაში კახი კალაძის მხარდამჭერი და შესაბამის მაისურებიანი ათობით ყმაწვილი დასეირნობს და მოქალაქეებს კალენდრებსა და ფლაერებს სთავაზობენ. ამბავი საინტერესოა იმით, რომ კალაძე ოჯახთან ერთად არა 2021, არამედ 2022 წლის კალენდარს გვიდგენს და მისი საკრებულოს სიაც, თუ ორიოდე ძველ მოჰიკანს არ ჩავთვლით, თინეიჯერულია.
აქტიურად დადიან და მოსახლეობას ესაუბრებიან „ლელოს“ წევრებიც, განსაკუთრებით ბადრი ჯაფარიძე. ის საკრებულოში ნამდვილად მოხვდება, მაგრამ აი, საკრებულოს თავმჯდომარეობის ძალიან დაბალი შანსი აქვს, ისევე, როგორც მის ცივილიზებულ თბილისის მერობის კანდიდატ ანა ბიბილაშვილს. ეს სიმპატიური ქალბატონი თბილისელიცაა, ურბანისტიც და არქიტექტორიც, მაგრამ თბილისის მერობისათვის დიდი პოლიტიკური კაპიტალი და ცნობადობაა საჭირო. თანაც, საინტერესოა, თუკი ბიბილაშვილმა თერჯოლის, ბაღდათის, ზესტაფონისა და ტყიბულის მოსახლეობის გული ვერ მოიგო 2020-ის არჩევნებზე, როგორ აპირებს ამის გაკეთებას თბილისში? ცნობადი გახდება ნამდვილად...
13 სექტემბერი 2021, 18:02
რაც შეეხება ნიკა მელიას, მას უკვე ჩამოყალიბებული იმიჯი აქვს, რომელიც უფრო პარლამენტში შევარდნას, ევროკავშირის ოფისთან მივარდნებსა და ციხეში წონის კლებასთან არის დაკავშირებული. მან იცის, რომ ენმ-ის მხარდამჭერი 25 თუ 26 პროცენტი გარანტირებული აქვს, მაგრამ ახალი საზოგადოებას მაინც ვერაფერი შესთავაზეს და შესაბამისად, მისი ხმების გაზრდისა და არჩევნების მოგების ალბათობას ვერც ამ სტრიქონების ავტორი ხედავს და ვერც - ზოგადი ასტროლოგია.
თბილისის მერის არჩევნებს მთავარი ხიბლი მაინც მეტეხის ფონზე გამართულმა პრეზენტაციამ და გიორგი გახარიამ შესძინა. რაც უფრო მეტად იყვირებს ხელისუფლების შტო, რომ 5 წელი ნარკომანი და კოკაინშიკი ეკონომიკის, შსს და პრემიერ მინისტრი ჰყავდა, მით უკეთესი გახარიასთვის. თან, პრობლემაა ისიც, რომ გახარიას ივანიშვილისაგან დისტანცირება თავად ხელისუფლების წარმომადგენლების უმეტესობას არ სჯერა და პირად საუბრებში ხშირად აღნიშნავენ, რომ ესეც ბიძინა ივანიშვილის პროექტია. თბილისის საკრებულოში მისი გუნდი სოლიდურად გამოიყურება, თუმცა ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, მას 15 პროცენტის აღებას უწინასწარმეტყველებენ.
მაგალითად, ასე ფიქრობს ექსპერტი და ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი დავით ზურაბიშვილი, რომლის აზრითაც, თბილისში მეორე ტური უეჭველად იქნება.
აი, გია ხუხაშვილი უფრო შორს წავიდა და საერთოდ გახარიასა და მელიას შორის ჰგონია, მეორე ტური გაიმართება, მაგრამ ჩვენ ასეთი დასკვნებისაგან შორს ვართ. რეალურად, კახი კალაძე არაფრით დაუშვებს, რომ მეორე ტური იყოს, თუმცა ეს მის ბევრ თანაგუნდელს ძალიან გაეხარდება. მათ, ბუნებრივია, კალაძის გამარჯვება ხელს აძლევთ, მაგრამ ძალიან გაყოყოჩებული თანაგუნდელიც არ სჭირდებათ, რომელიც უკვე „ქართული ოცნებისაგან“ საკმაოდ დისტანცირდა და საკუთარ სამომავლო გუნდს ქმნის.
აი, ვის შორის შეიძლება, შედგეს მეორე ტური, კალაძესა და გახარიას თუ კალაძესა და მელიას შორის, ეს კი საინტერესოა. რეალურად, ინტელექტითა და დებატების გამოცდილებით გახარია კი უგებს კალაძეს, მაგრამ ფული, მერობის გამოცდილება და სახელისუფლებო ბერკეტები ნამდვილად კალაძის მხარესაა. ასე რომ, გახარიას გამოჩენამ პოლიტიკაში ნამდვილად შესძინა ამ არჩევნებს დიდი ქარიზმა და ინტრიგა. ცხადია ისიც, რომ ის არა ადგილობრივი თვითმმართველობის, არამედ საპარლამენტო არჩევნებისათვისათვის იბრძვის და ეს ჩანს კიდევაც იქიდან, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში საერთოდ არ ჰყავს მერობის კანდიდატი. ახლა ის გუნდის მოკრეფის პროცესშია და თუ „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ რეალურ ალტერნატივად ჩამოყალიბება შეძლო, დიდი გზის გავლა მოუწევს პოლიტიკაში.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ ბანალური და ადგილობრივი საკითხების მომგვარებელი ადამიანების არჩევნებია, მან ლამისაა, საერთაშორისო დატვირთვა მიიღო რამდენიმე გარემოების გამო. ჯერ ერთი, ხელისუფლება კი გამოეთიშა შარლ მიშელის შეთანხმებას, მაგრამ მისთვის მორალურად ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღოს არა თუ 43 პროცენტი, არამედ მეტიც, რათა ამით ოპონენტებს ერთხელ და სამუდამოდ აღარ მისცეს ამ თემაზე სპეკულაციების საბაბი. საქმე ის გახლავთ, რომ რეალურად ამ არჩევნებისგან ოპოზიცია, როგორც ჩანს, ადგილობრივი საკითხების გადაჭრას კი არა, უფრო ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და ხელისუფლებისათვის დისკომფორტის შექმნას ელის. ასე რომ, არჩევნების სანდოობა და მისი ბედი დიდა იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგს დადებენ სახელისუფლებო კანდიდატები.