https://sputnik-georgia.com/20210903/levanvasadze-oficialurad-damidginda-mravaljeradi-mioloma-259291995.html
ლევან ვასაძე: ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომა
ლევან ვასაძე: ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომა
Sputnik საქართველო
ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, თავდაპირველად თურქეთში გადაიყვანეს. 03.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-03T15:40+0400
2021-09-03T15:40+0400
2021-09-03T19:05+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252367728_0:63:3416:1985_1920x0_80_0_0_fb72aac6e4c6c8bf79500e8635d63005.jpg
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პარტია „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერ ლევან ვასაძეს მოსკოვში ექიმებმა კიდევ ერთი დიაგნოზი, მრავალჯერადი მიელომა დაუდგინეს.პოლიტიკოსმა თავისი ჯანმრთელობის შესახებ საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.ვასაძის განცხადებით, იგი უკვე მეორე თვეა მოსკოვში მკურნალობს და ამ დიაგნოზზე ბევრად საშიში პირველი დიაგნოზია, რომელიც მანამდე დაუსვეს.მისი თქმით, შესაძლოა, ახალი დიაგნოზი რადიაციული დასხივებითა და მოწამვლით იყოს გამოწვეული.ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ივნისში გავრცელდა. მასმედიის ინფორმაციით, მას თბილისში დიაგნოზი ვერ დაუსვეს და გადაწყდა პოლიტიკოსის თურქეთში გადაყვანა. თურქეთში ჩატარებული კვლევებით მას გულის იშვიათი დაავადება დაუდგინა. ვასაძემ მაშინ არ გამორიცხა, რომ ის შეიძლებოდა მოეწამლათ. თურქეთიდან ვასაძე დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად მოსკოვში გაემგზავრა. როგორც მაშინ პოლიტიკოსმა აღნიშნა, რუსმა ექიმებმა მას იშვიათი და მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომლის დასახელებისგან მაშინ ვასაძემ თავი შეიკავა, თუმცა დასძინა, რომ დაავადება იშვიათია და მილიონიდან მხოლოდ ორ ადამიანს შეიძლება დაემართოს.ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან ვასაძე დასავლეთის აქტიური კრიტიკოსი, პატრიარქალური ფასეულობების დამცველი და პრორუსული კურსის მხარდამჭერია. მილიონერმა ქონება რუსეთში დააგროვა. ვასაძე რვა შვილს ზრდის.მაისში ვასაძემ საკუთარი პოლიტიკური პარტია „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა და ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
https://sputnik-georgia.com/20210720/levan-vasazes-ishviati-daavadebis-diagnozi-dausves-252367631.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252367728_343:0:3074:2048_1920x0_80_0_0_0facf3ab87656168541182021460b53d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები
ლევან ვასაძე: ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომა
15:40 03.09.2021 (განახლებულია: 19:05 03.09.2021) ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, თავდაპირველად თურქეთში გადაიყვანეს.
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პარტია „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერ ლევან ვასაძეს მოსკოვში ექიმებმა კიდევ ერთი დიაგნოზი, მრავალჯერადი მიელომა დაუდგინეს.
პოლიტიკოსმა თავისი ჯანმრთელობის შესახებ საკუთარ
Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
ვასაძის განცხადებით, იგი უკვე მეორე თვეა მოსკოვში მკურნალობს და ამ დიაგნოზზე ბევრად საშიში პირველი დიაგნოზია, რომელიც მანამდე დაუსვეს.
„სამწუხაროდ, დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც – AL ტიპის ამილოიდოზის გარდა, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც, რომელიც სისხლის კიბოს ნაირსახეობაა. ვინც მგულშემატკივრობთ, ნუ დაიზაფრებით, რადგან, სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული AL ტიპის ამილოიდოზი ბევრად უფრო აგრესიული და საშიში დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბო“, – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, შესაძლოა, ახალი დიაგნოზი რადიაციული დასხივებითა და მოწამვლით იყოს გამოწვეული.
ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ივნისში გავრცელდა. მასმედიის ინფორმაციით, მას თბილისში დიაგნოზი ვერ დაუსვეს და გადაწყდა პოლიტიკოსის თურქეთში გადაყვანა. თურქეთში ჩატარებული კვლევებით მას გულის იშვიათი დაავადება დაუდგინა. ვასაძემ მაშინ არ გამორიცხა, რომ ის შეიძლებოდა მოეწამლათ.
თურქეთიდან ვასაძე დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად მოსკოვში გაემგზავრა. როგორც მაშინ პოლიტიკოსმა აღნიშნა, რუსმა ექიმებმა მას იშვიათი და მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომლის დასახელებისგან მაშინ ვასაძემ თავი შეიკავა, თუმცა დასძინა, რომ დაავადება იშვიათია და მილიონიდან მხოლოდ ორ ადამიანს შეიძლება დაემართოს.
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან ვასაძე დასავლეთის აქტიური კრიტიკოსი, პატრიარქალური ფასეულობების დამცველი და პრორუსული კურსის მხარდამჭერია. მილიონერმა ქონება რუსეთში დააგროვა. ვასაძე რვა შვილს ზრდის.
მაისში ვასაძემ საკუთარი პოლიტიკური პარტია „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა და ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.