https://sputnik-georgia.com/20210720/levan-vasazes-ishviati-daavadebis-diagnozi-dausves-252367631.html
ლევან ვასაძეს მოსკოვში იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს
ლევან ვასაძეს მოსკოვში იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს
Sputnik საქართველო
ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, თავდაპირველად თურქეთში გადაიყვანეს. 20.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-20T12:53+0400
2021-07-20T12:53+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252368018_0:0:3260:1842_1920x0_80_0_0_3cdd502c88947100af795cf41acfbab2.jpg
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. პოლიტიკური პარტია „ერთობა, რაობა, იმედის“ („ერი“) ლიდერ ლევან ვასაძეს რუსმა ექიმებმა იშვიათი და მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.პოლიტიკოსმა საკუთარ დიაგნოზზე Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.მისი თქმით, იგი შეგნებულად არ ასახელებს საკუთარ დაავადებას, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ იგი იშვიათია და მილიონიდან მხოლოდ ორ ადამიანს შეიძლება დაემართოს. „მე მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დამისვეს, რომელიც ერთ-ერთი იშვიათია მსოფლიოში. მე მას შეგნებულად არ დავასახელებ“, – განაცხადა ვასაძემ.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს – დაკავებულია სპორტით, არ ეწევა, არ სვამს, ამიტომაც ვერ ხვდება, საიდან გაჩნდა ეს დაავადება.ვასაძის თქმით, უცნაური ფაქტია ისიც, რომ მან თავი უკეთ იგრძნო, როდესაც საქართველო დატოვა.„უცნაურია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, მე ამ დაავადების დიაგნოზი დამისვეს. ჩემი მდგომარეობა საქართველოდან წასვლის შემდეგ შესამჩნევად გაუმჯობესდა. გარდა ამისა, მე ძალიან მაინტერესებს, ამის შესახებ როგორ გაიგო სამმა ულტრალიბერალურმა ტელევიზიამ – „ფორმულამ“, „მთავარმა“ და „TV პირველმა“ და სამივემ ხაზგასმით რატომ აღნიშნა, რომ მე მოწამლული ვიყავი. უკეთესი იქნებოდა რომელიმეს ჩემთვის ეკითხა“, – განაცხადა ვასაძემ.მისი თქმით, იგი არ აპირებს უკან დახევას და დაწყებულ საქმეს გააგრძელებს.ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა 24 ივლისს გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვასაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ მისი შესაძლო მოწამვლა არ გამორიცხა.ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან ვასაძე დასავლეთის აქტიური კრიტიკოსი, პატრიარქალური ფასეულობების დამცველი და პრორუსული კურსის მხარდამჭერია. მილიონერმა ქონება რუსეთში დააგროვა. ვასაძე რვა შვილს ზრდის.მაისში ვასაძემ საკუთარი პოლიტიკური პარტია „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა და ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
https://sputnik-georgia.com/20210630/mowamvlis-versia-ar-dadasturda-levan-vasaZis-diagnozi-cnobilia-252177911.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252368018_0:0:3260:2048_1920x0_80_0_0_d1f0c0923145db0d1824b2ad6f1f9d80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ლევან ვასაძეს მოსკოვში იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს
12:53 20.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) ქართველი პოლიტიკოსი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, თავდაპირველად თურქეთში გადაიყვანეს.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. პოლიტიკური პარტია „ერთობა, რაობა, იმედის“ („ერი“) ლიდერ ლევან ვასაძეს რუსმა ექიმებმა იშვიათი და მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
პოლიტიკოსმა საკუთარ დიაგნოზზე
Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, იგი შეგნებულად არ ასახელებს საკუთარ დაავადებას, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ იგი იშვიათია და მილიონიდან მხოლოდ ორ ადამიანს შეიძლება დაემართოს.
„მე მძიმე ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დამისვეს, რომელიც ერთ-ერთი იშვიათია მსოფლიოში. მე მას შეგნებულად არ დავასახელებ“, – განაცხადა ვასაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, იგი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს – დაკავებულია სპორტით, არ ეწევა, არ სვამს, ამიტომაც ვერ ხვდება, საიდან გაჩნდა ეს დაავადება.
ვასაძის თქმით, უცნაური ფაქტია ისიც, რომ მან თავი უკეთ იგრძნო, როდესაც საქართველო დატოვა.
„უცნაურია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა, სამწუხაროდ, მე ამ დაავადების დიაგნოზი დამისვეს. ჩემი მდგომარეობა საქართველოდან წასვლის შემდეგ შესამჩნევად გაუმჯობესდა. გარდა ამისა, მე ძალიან მაინტერესებს, ამის შესახებ როგორ გაიგო სამმა ულტრალიბერალურმა ტელევიზიამ – „ფორმულამ“, „მთავარმა“ და „TV პირველმა“ და სამივემ ხაზგასმით რატომ აღნიშნა, რომ მე მოწამლული ვიყავი. უკეთესი იქნებოდა რომელიმეს ჩემთვის ეკითხა“, – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, იგი არ აპირებს უკან დახევას და დაწყებულ საქმეს გააგრძელებს.
ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა 24 ივლისს გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვასაძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ მისი შესაძლო მოწამვლა არ გამორიცხა.
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან ვასაძე დასავლეთის აქტიური კრიტიკოსი, პატრიარქალური ფასეულობების დამცველი და პრორუსული კურსის მხარდამჭერია. მილიონერმა ქონება რუსეთში დააგროვა. ვასაძე რვა შვილს ზრდის.
მაისში ვასაძემ საკუთარი პოლიტიკური პარტია „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა და ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.