მოწამვლის ვერსია არ დადასტურდა: ლევან ვასაძის დიაგნოზი ცნობილია

© Sputnik / Vladimir Umikashviliლევან ვასაძე
ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
გამოწერა
ქართველ პოლიტიკოსს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა, თბილისში დიაგნოზი ვერ დაუსვეს და გადაწყდა მისი თურქეთში გადაყვანა.

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. პარტიის „ერთობა, რაობა, იმედი“ ლიდერის ლევან ვასაძის შესაძლო მოწამლვის ვერსია არ დადასტურდა. თურქეთში ჩატარებულმა კვლევამ მას გულის იშვიათი დაავადება დაუდგინა.

გასულ კვირას ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა. მას თბილისში დიაგნოზი ვერ დაუსვეს და გადაწყდა პოლიტიკოსის თურქეთში გადაყვანა. ვასაძემ არ გამორიცხა, რომ ის შეიძლებოდა მოეწამლათ.

„თურქეთში გამოკვლევა დასრულდა. სამწუხაროდ, დაისვა გულის ძალიან იშვიათი და რთული დაავადების დიაგნოზი და თუ ის დადასტურდება, გადაუდებელი მკურნალობა და შესაძლოა ოპერაციაც დამჭირდეს. ამიტომ სტამბოლიდან მოსკოვში მივფრინავ“, - განუცხადა ვასაძემ ჟურნალისტებს.
ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
ლევან ვასაძე მოწამლეს? – ბიზნესმენი სასწრაფოდ თურქეთში გადააფრინეს

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან ვასაძე დასავლეთის აქტიური კრიტიკოსი, პატრიარქალური ფასეულობების დამცველი და პრორუსული კურსის მხარდამჭერია. მილიონერმა ქონება რუსეთში დააგროვა. ვასაძე რვა შვილს ზრდის.

მაისში ვასაძემ საკუთარი პოლიტიკური პარტია „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა და ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0