https://sputnik-georgia.com/20210922/trolebi-da-botebi-socqselebshi-qartuli-ocnebis-winaagmdeg-259803553.html
ტროლები და ბოტები „ქართული ოცნების" წინააღმდეგ: ვისკენ იშვერს ხელს მმართველი პარტია
ტროლები და ბოტები „ქართული ოცნების" წინააღმდეგ: ვისკენ იშვერს ხელს მმართველი პარტია
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1,2 ათასზე მეტი არაავთენტიკური... 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T17:35+0400
2021-09-22T17:35+0400
2021-09-22T21:10+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/15/249764402_0:165:3055:1883_1920x0_80_0_0_304944b2de53a86fce03ee09163e8af9.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში მობილიზებული არიან ე.წ. ბოტები და ტროლები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დისკრედიტაციას ახორციელებენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.პაპუაშვილმა წარმოადგინა „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის კვლევის შედეგები, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში სოციალური ქსელის მონიტორინგს ახორციელებს.მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტიკური რესურსები.ანლოგიური კვლევა ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რის შედეგადაც გამოვლენილი არაავთენტიკური გვერდების შესახებ ეცნობა Facebook-ის ადმინისტრაციას.პაპუაშვილის თქმით, როგორც 2020 წელს, ახლაც მთლიანი კვლევა, რომელიც თითქმის 150 გვერდს მოიცავს, გაეგზავნება Facebook-ის ადმინისტრაციას და ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.„მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ფაქტები: სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა ხშირ შემთხვევაში შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა. ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების და ბოტების მობილიზების შემთხვევები“, – განაცხადა პაპუაშვილმა. მისი ინფორმაციით, პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1,2 ათასზე მეტი არაავთენტიკური აკაუნტი.„ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტიკური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას ძირითადად სამი მიმართულება აქვს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას; ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაცია; COVID-19-ის პანდემიის თემით მანიპულირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. 2 ოქტომბრის არჩევნებში 50-მდე პარტია მონაწილეობს.
https://sputnik-georgia.com/20210918/faruli-tvaltvalis-saqme-saqartvelos-prokuraturam-daxmarebistvis-ucxoets-mimarta-259708270.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/15/249764402_162:0:2893:2048_1920x0_80_0_0_f91fd15b8545696cdbad35b94d04bbe0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ტროლები და ბოტები „ქართული ოცნების" წინააღმდეგ: ვისკენ იშვერს ხელს მმართველი პარტია
17:35 22.09.2021 (განახლებულია: 21:10 22.09.2021) „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1,2 ათასზე მეტი არაავთენტიკური აკაუნტი.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში მობილიზებული არიან ე.წ. ბოტები და ტროლები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დისკრედიტაციას ახორციელებენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
პაპუაშვილმა წარმოადგინა „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფის კვლევის შედეგები, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში სოციალური ქსელის მონიტორინგს ახორციელებს.
მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენენ სოციალურ მედიაში არსებული პარტია „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მადისკრედიტირებელი არაავთენტიკური რესურსები.
„ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც ზიზღის ენის გამოყენებითა და დეზინფორმაციის გავრცელებით ახდენენ „ქართული ოცნების“ და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციას, ცდილობენ ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედებას და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ანლოგიური კვლევა ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რის შედეგადაც გამოვლენილი არაავთენტიკური გვერდების შესახებ ეცნობა Facebook-ის ადმინისტრაციას.
პაპუაშვილის თქმით, როგორც 2020 წელს, ახლაც მთლიანი კვლევა, რომელიც თითქმის 150 გვერდს მოიცავს, გაეგზავნება Facebook-ის ადმინისტრაციას და ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.
„მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ფაქტები: სოციალურ მედიაში ყალბი გვერდების და ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების აქტიურობა ხშირ შემთხვევაში შინაარსობრივად იდენტურია და კოორდინირებული ქცევით გამოირჩევა. ხელისუფლების წარმომადგენლების პოსტებზე, მათი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირია ტროლების და ბოტების მობილიზების შემთხვევები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
18 სექტემბერი 2021, 22:35
მისი ინფორმაციით, პირველადი დაკვირვების შედეგად აღმოჩენილია 1,2 ათასზე მეტი არაავთენტიკური აკაუნტი.
„ოპოზიციური პარტიების ოფიციალური სპიკერების, მათთან აფილირებული ავთენტიკური და ყალბი რესურების მადისკრედიტირებელი და ზიზღის ენის შემცველ ქცევას ძირითადად სამი მიმართულება აქვს: „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დისკრედიტაცია, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების განწყობაზე ზემოქმედებას; ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაცია; COVID-19-ის პანდემიის თემით მანიპულირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. 2 ოქტომბრის არჩევნებში 50-მდე პარტია მონაწილეობს.