გაირკვა თბილისის რაიონებში 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი კონკურენტების ვინაობა
22:13 01.09.2021 (განახლებულია: 23:46 01.09.2021)
© photo: Sputnik / Annabel_Pთბილისის ხედი
© photo: Sputnik / Annabel_P
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარების არჩევნებში არ მონაწილეობს, მისი მხარდამჭერები კი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს დაუჭერენ მხარს
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.
გახარიას პარტიის კანდიდატების წარდგენის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის მთავარი კონკურენტების ვინაობა.
არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების არანაკლებ 40% უნდა მიიღოს.
ნაძალადევი
ირაკლი ხელაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ბადრი გრიგალაშვილი - „გირჩი - მეტი თავისუფლება“
გალაკტიონ ღუდუშაური - „საქართველოსთვის“
გლდანი
კონსტანტინ ზარნაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ელენე ხოშტარია - „დროა“
ნათია მეზვრიშვილი - „საქართველოსთვის“
ჩუღურეთი
ზურაბ ჩიკვილაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
გიორგი ნონიაშვილი - „ევროპული საქართველო“
რუსუდან თევზაძე - „საქართველოსთვის“
მთაწმინდა
ზურაბ აბაშიძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
თენგიზ კირთაძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“
ვატო გვაზავა - „საქართველოსთვის“
ისანი
კახა ლაბუჩიძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ბესო დონაძე - „ევროპული საქართველო“
დავით გოგიძე - „საქართველოსთვის“
დიდუბე
გივი ჩხარტიშვილი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ნიკა მოსიაშვილი - „გირჩი - მეტი თავისუფლება“
გიორგი ქაჯაია - „საქართველოსთვის“
ვაკე
გიორგი ტყემალაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ბათუ ქუთელია - „დროა“
მერაბ მაჭავარიანი - „საქართველოსთვის“
კრწანისი
ლევან ჯაფარიძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
თამაზ ახობაძე - „დროა“
ზაურ რეხვიაშვილი - „საქართველოსთვის“
საბურთალო
ავთანდილ ცინცაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
ბორის ყურუა - „გირჩი - მეტი თავისუფლება
მიხეილ ნაბიჯაშვილი - „საქართველოსთვის“
სამგორი
რევაზ სოხაძე - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“
დავით ჟღენტი - „ევროპული საქართველო“
კახა ქემოკლიძე - „საქართველოსთვის“