რაზე ისაუბრებს ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნიდან

© AFP 2024 / MARY ALTAFFERგაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა
გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ძირითად აქცენტს რეგიონული უშიშროების საკითხებზე და იმ გამოწვევებზე გააკეთებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერი მაღალი ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას ძირითად აქცენტს გააკეთებს რეგიონულ უშიშროებაზე და გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა.
„მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პრემიერ-მინისტრს გამოსვლა ექნება გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან; ეს ტრიბუნა იძლევა შესაძლებლობას, მთელ მსოფლიოს მივაწოდოთ და გავაცნოთ ჩვენი პოზიციები და იდეები როგორც გლობალური უშიშროების თემატიკაზე, ისე რეგიონულ კონტექსტში ჩვენს როლსა და ფუნქციაზე, ასევე იმ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც ამჟამად არის შექმნილი“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს პრემიერი გაეროში შეხვედრებს აგრძელებს>>
ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობის მეთაური ასევე ქვეყნის მომავალზე ისაუბრებს.
„რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე, იქნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სტაბილური განვითარებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის და ასევე იმ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანისთვის, რა საფრთხეებიც იწვევს იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშეც ქვეყანა დგას“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი და ატულ ხარე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გაეროს არტ-კოლექცია „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარით შეივსო
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია ნიუ-იორკში სამშაბათს, 14 სექტემბერს გაიხსნა. 21–27 სექტემბრის პერიოდში სესიაზე გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერების გამოსვლებია დაგეგმილი.
ქართულ დელეგაციაში პრემიერის ხელმძღვანელობით ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში 21 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0