https://sputnik-georgia.com/20210923/saqartvelos-premieri-gaeroshi-shexvedrebs-agrzelebs-259823955.html
საქართველოს პრემიერი გაეროში შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს პრემიერი გაეროში შეხვედრებს აგრძელებს
Sputnik საქართველო
ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან, ლატვიის პრეზიდენტთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან. 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T11:49+0400
2021-09-23T11:49+0400
2021-09-23T16:01+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259821822_0:0:2800:1575_1920x0_80_0_0_6fe30f498514bae401b29d421b20cb96.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.საქართველოს მთავრობის მეთაურმა ანტონიუ გუტერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილმა ავსტრიის, თურქეთისა და მოლდოვის ლიდერებთან შეხვედრები გამართა>>>ყურადღება გამახვილდა გაეროს როლზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობა.როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას უჭერს მხარს. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ღარიბაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლავიტსთან. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადმოცემასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობას ისეთი ერთობლივი მიზნის მიღწევაში, როგორიცაა პანდემიის დამარცხება. შეხვედრაზე გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი მზადყოფნა, რაც ხელს შეუწყობს პოსტპანდემიური გამოწვევების გადალახვას და ეკონომიკურ ზრდას.პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და აღინიშნა მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომის მოკლე ვადებში გამართვის მნიშვნელობა.მხარეები ასევე მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, რაც კარგი საფუძველია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს დელეგაცია პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით ნიუ-იორკში ორშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში 24 სექტემბერს ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია ნიუ-იორკში სამშაბათს, 14 სექტემბერს გაიხსნა. 21–27 სექტემბრის პერიოდში სესიაზე გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერების გამოსვლებია დაგეგმილი.
https://sputnik-georgia.com/20210920/irakli-raribasvili-oficialuri-vizitit-ass-si-gamegzavra-259726746.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259821822_268:0:2637:1777_1920x0_80_0_0_a41b454c1a05e56f5a9494add5171609.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აშშ
საქართველოს პრემიერი გაეროში შეხვედრებს აგრძელებს
11:49 23.09.2021 (განახლებულია: 16:01 23.09.2021) ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან, ლატვიის პრეზიდენტთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის
ინფორმაციით, ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ანტონიუ გუტერეშს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევა მიულოცა და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ყურადღება გამახვილდა გაეროს როლზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას უჭერს მხარს.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ღარიბაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლავიტსთან. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის პრეზიდენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გადმოცემასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობის მნიშვნელობას ისეთი ერთობლივი მიზნის მიღწევაში, როგორიცაა პანდემიის დამარცხება.
20 სექტემბერი 2021, 10:52
შეხვედრაზე გამოითქვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების ორმხრივი მზადყოფნა, რაც ხელს შეუწყობს პოსტპანდემიური გამოწვევების გადალახვას და ეკონომიკურ ზრდას.
პოზიტიურად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და აღინიშნა მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომის მოკლე ვადებში გამართვის მნიშვნელობა.
მხარეები ასევე მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, რაც კარგი საფუძველია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით ნიუ-იორკში ორშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში 24 სექტემბერს ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.
ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია ნიუ-იორკში სამშაბათს, 14 სექტემბერს გაიხსნა. 21–27 სექტემბრის პერიოდში სესიაზე გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერების გამოსვლებია დაგეგმილი.