ღარიბაშვილმა ავსტრიის, თურქეთისა და მოლდოვის ლიდერებთან შეხვედრები გამართა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრებს, ასევე ყურადღებას გაამახვილებს მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან რიგი შეხვედრები გამართა, ასევე მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ნიუ-იორკში გენერალური ასამბლეის ფარგლებში ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცთან გამართა შეხვედრა.
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი, ანჯეი დუდა და მაია სანდუ
Ираклий Гарибашвили и Себастьян Курц на 76-й сессии ГА ООН - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ირაკლი ღარიბაშვილი, ანჯეი დუდა და მაია სანდუ
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და მისასალმებელია, რომ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურად ვითარდება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ავღანეთიდან ხალხის ევაკუაციის ძალისხმევაში. პრემიერმა აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გახდა სატრანზიტო ჰაბი ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანის პროცესში და 250-ზე მეტი ავიარეისი მიიღო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ავსტრიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მოიწვია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა ღარიბაშვილმა ავღანეთის თემაზე მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიის პრემიერ-მინისტრის ორგანიზებით ჩატარდა.
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
Ираклий Гарибашвили во время визита в Организацию Объединенных наций - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა, რომელზეც რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.
ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტ ერდოღანის განსაკუთრებული ძალისხმევა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოების პრიორიტეტებზე.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მომდევნო სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი და სებასტიან კურცი
Ираклий Гарибашвили во время визита в Организацию Объединенных наций - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ირაკლი ღარიბაშვილი და სებასტიან კურცი
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო–თურქეთი–აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის საკითხს, რომლის ფარგლებშიც მხარეები საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.
პრემიერმა ღარიბაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით ნიუ-იორკში ორშაბათს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში 24 სექტემბერს ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.
© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე
Ираклий Гарибашвили на сессии Генеральной Ассамблеи ООН - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე
ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესია ნიუ-იორკში სამშაბათს, 14 სექტემბერს გაიხსნა. 21–27 სექტემბრის პერიოდში სესიაზე გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერების გამოსვლებია დაგეგმილი.
ყველა ახალი ამბავი
0