https://sputnik-georgia.com/20210920/irakli-raribasvili-oficialuri-vizitit-ass-si-gamegzavra-259726746.html
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრებს, ასევე... 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T10:52+0400
2021-09-20T10:52+0400
2021-09-20T15:22+0400
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251636848_0:109:1280:829_1920x0_80_0_0_04ada95cbae7d268c5c04dfbc6ee0aa0.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პრემიერ-მინისტრი უკვე გაფრინდა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.დისკუსია ოფიციალურად ხვალ, 21 სექტემბერს გაიხსნება. გაეროს ტრიბუნიდან კი ღარიბაშვილი გენერალური დებატების მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.არსებული ინფორმაციით, პრემიერი აქცენტს გააკეთებს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.სესიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება“.პრემიერის ვიზიტი აშშ-ში 25 სექტემბერს დასრულდება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251636848_154:131:1085:829_1920x0_80_0_0_7fbba3a644da52c7a550e81a67dfff8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , აშშ
ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , აშშ
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
10:52 20.09.2021 (განახლებულია: 15:22 20.09.2021) პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრებს, ასევე ყურადღებას გაამახვილებს მათი გადაჭრის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი უკვე გაფრინდა ნიუ-იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
დისკუსია ოფიციალურად ხვალ, 21 სექტემბერს გაიხსნება. გაეროს ტრიბუნიდან კი ღარიბაშვილი გენერალური დებატების მონაწილეებს 24 სექტემბერს მიმართავს.
არსებული ინფორმაციით, პრემიერი აქცენტს გააკეთებს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
„პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე თავის გამოსვლაში ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონული უსაფრთხოების თემატიკაზე. იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც არის ჩვენი ქვეყანა და მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ“, – განაცხადა ზალკალიანმა.
სესიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება“.
პრემიერის ვიზიტი აშშ-ში 25 სექტემბერს დასრულდება.