https://sputnik-georgia.com/20210923/gaeros-art-koleqcia-vefxistyaosnit-seivso-259837639.html
გაეროს არტ-კოლექცია „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარით შეივსო
გაეროს არტ-კოლექცია „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარით შეივსო
Sputnik საქართველო
რუსთაველის უკვდავი პოემა გაეროს საჩუქრად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა. 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T16:47+0400
2021-09-23T16:47+0400
2021-09-23T20:37+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კულტურა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259828805_67:127:1280:809_1920x0_80_0_0_c06866d815a646f2db3b989305e7bf2a.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი დაემატა ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არტ-კოლექციას, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.უნიკალური ხელნაწერის ყდა საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ის ვერცხლისგან არის დამზადებული და 20 სახეობის ძვირფასი ქვებით არის მორთული.პოემის სამუზეუმო ეგზემპლარი თბილისსა და პარიზში 2017–2018 წლებში მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფმა შექმნა. უნიკალური ხელნაწერი გაეროს საჩუქრად ოფიციალურად საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.საქართველოს საჩუქარი გაეროს შტაბ-ბინის მეორე სართულზე განთავსდება, ახლოს იმ დარბაზთან, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება.ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ატულ ხარე ესწრებოდა.„მადლობა... ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის... ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი – შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო“, – განაცხადა ატულ ხარემ.გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, თავის მხრივ, ღარიბაშვილს საჩუქრად გადასცა საფოსტო მარკა შოთა რუსთაველის გამოსახულებით, რომელიც 2018 წელს პოეტის 850 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.
https://sputnik-georgia.com/20210921/saqartvelosi-seiqmna-vefxistyaosnis-yvelaze-originaluri-gamocema-video-259782374.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259828805_212:127:1121:809_1920x0_80_0_0_c69f2af97645b79b68efeeb55b2da2d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კულტურა საქართველოში, აშშ
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, კულტურა საქართველოში, აშშ
გაეროს არტ-კოლექცია „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარით შეივსო
16:47 23.09.2021 (განახლებულია: 20:37 23.09.2021) რუსთაველის უკვდავი პოემა გაეროს საჩუქრად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერი დაემატა ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არტ-კოლექციას,
იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
უნიკალური ხელნაწერის ყდა საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ის ვერცხლისგან არის დამზადებული და 20 სახეობის ძვირფასი ქვებით არის მორთული.
პოემის სამუზეუმო ეგზემპლარი თბილისსა და პარიზში 2017–2018 წლებში მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფმა შექმნა. უნიკალური ხელნაწერი გაეროს საჩუქრად ოფიციალურად საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა.
„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ საჩუქარს გადავცემთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ჩემთვის დიდი პატივია მისი ოფიციალური გადმოცემა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს საჩუქარი გაეროს შტაბ-ბინის მეორე სართულზე განთავსდება, ახლოს იმ დარბაზთან, სადაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება.
ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ატულ ხარე ესწრებოდა.
„მადლობა... ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის... ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი – შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“ მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო“, – განაცხადა ატულ ხარემ.
21 სექტემბერი 2021, 21:24
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, თავის მხრივ, ღარიბაშვილს საჩუქრად გადასცა საფოსტო მარკა შოთა რუსთაველის გამოსახულებით, რომელიც 2018 წელს პოეტის 850 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.