ხუთი მითი დიეტის დროს: ის, რაც წონაში დაკლების შესახებ უნდა იცოდეთ

CC BY-SA 2.0 / Flickr / Joshua Rappeneker / Eat!ვეგეტარიანულ დიეტას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეამციროს
ვეგეტარიანულ დიეტას შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი შეამციროს - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
როცა საქმე წონის დაკლებას ეხება, ბევრს ჰგონია, რომ ამას შიმშილის და ბევრი აკრძალვების ხარჯზე შეძლებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ზოგჯერ გვგონია, რომ გახდომის ჯადოსნურ ხერხს მივაგენით, მაგრამ სულ მალე ვხვდებით, რომ წონაში ვერ ვიკლებთ.
ვეცადეთ შეგვეგროვებინა და თქვენთვის გაგვეცნო ყველაზე გავრცელებული მითები წონის დაკლებასთან დაკავშირებით. იმედია, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თითოეულ მათგანს გაითვალისიწინებთ და თქვენი დიეტა იქნება უფრო ეფექტური და ჯანსაღი.
წონაში დაკლება - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
უახლესი დიეტა „ფავორიტი“ – მოკლე, მკაცრი, მაგრამ ძალიან ეფექტური – შვიდი დღის მენიუ
რაციონიდან ცილის ამოღება
ბევრი ადამიანი წონაში დაკლების მიზნით რაციონიდან მთლიანად იღებს ცილას, რაც დიდი შეცდომაა. ცილა, იგივე პროტეინი ძალიან მნიშვნელოვანია წონაში დაკლებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დიეტა სწორედ ცილოვანი დიეტაა. ცილის შემცველობის მქონე საკვები სწრაფად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
მოგეხსენებათ, წონაში დაკლება პირველ რიგში გულისხმობს დაბალკალორიულ კვებას, რასაც პროტეინების დეფიციტამდე მივყავართ. ამის დაშვება კი არ შეიძლება, რადგან სხვადასხვა დაავადებებამდე მიგვიყვანს. კერძოდ, ხდება ორგანიზმის იმუნური სისტემის შესუსტება, ირღვევა შემაერთებელი ქსოვილის ცილების სინთეზი: კანი კარგავს სიმკვრივეს, ხდება მშრალი და მოშვებული, ჩნდება ნაადრევი ნაოჭები, თმები თხელდება და ცუდად იზრდება. ირღვევა მენსტრუალური ციკლი. ჩნდება ფსიქოლოგიური პრობლემები – ასთენიზაცია. ამიტომ დიეტის დროს მიიღეთ დიდი რაოდენობით ცილა.
შაქარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.03.2021
სამდღიანი დიეტა ორგანიზმის ზედმეტი შაქრისგან გასაწმენდად
შიმშილი
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რომ შიშილის შედეგად წონაში სწრაფად დაიკლებთ. გაითვალისწინეთ, რომ შიმშილი დიდ დარტყმას აყენებს ორგანიზმს და ერთი-ორად ზრდის მისი ცხიმოვანი მასის მოცულობას. შიმშილის შედეგად ორგანიზმი ვარდება სტრესში და როცა საკვებს მიიღებთ, „შიშისგან“ ცხიმის მარაგებს ორმაგად შეივსებს და მომავალი შიმშილისთვის წინასწარ მოემზადება. სასურველია დღიური კალორაჟი მთელ დღეზე გადავანაწილოთ ისე, რომ ინსულინის დონე სტაბილურად შევინარჩუნოთ.
ხმელთაშუა ზღვისპირული დიეტა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2020
ახალი კვლევა: ცნობილია დიეტა, რომელიც COVID-19-სგან დაგიცავთ
დიდი რაოდენობით სითხის მიღება
რა თქმა უნდა, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ უზმოზე დალიოთ ერთი ჭიქა წყალი, საუზმეზე ან წახემსებისას მიიღოთ საყვარელი ხილის წვენი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ე.წ. „სითხის დიეტას“ თქვენი ორგანიზმი შეუძლია მიიყვანოს სასიცოცხლო ნუტრიენტების დაკარგვამდე და გამოფიტვამდე.
დიეტის დროს სითხის მიღება აუცილებელია, თუმცა ნორმის ფარგლებში, დღიურად 1,5–2 ლიტრამდე.
საზამთრო  - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
რით არის სახიფათო საზამთროს დიეტა: ენდოკრინოლოგი განმარტავს
არაჯანსაღი საკვების რაციონიდან სრულად ამოღება
დიეტის დროს არაჯანსაღი საკვების დოზის შემცირება აუცილებელია, რადგან ეს დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მათ სრულად ამოღებაზე, რადგან არაჯანსაღ კვებას შეჩვეული ორგანიზმი მალე ატეხს განგაშს მათი ნაკლებობის გამო, რაც თქვენი დიეტის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. ასევე, როცა ორგანიზმი სრულად გადაერთვება აბსოლუტურად ჯანსაღ კვებაზე, ესეც კვებითი აშლილობის ერთ-ერთი სახეა და მას ორთორექსია ეწოდება, რაც შედეგს არ მოგიტანთ.
ეცადეთ მცირე რაოდენობით, იშვიათად, მაგრამ მაინც მიიღოთ არაჯანსაღი საკვები.
ჯანმრთელი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
დიეტა დეპრესიის დროს: საკვები, რომელიც დაგვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში
საყვარელი საკვების დავიწყება
არ დაივიწყოთ და რაციონიდან სრულად არ ამოიღოთ ის საკვები, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ. მაგალითად, თუ თქვენ ძალიან გიყვართ ჰამბურგერი, მასზე სამუდამოდ უარს ვერ იტყვით. გამოყავით ე.წ. „მატყუარა დღეები“, როცა თქვენს თავს უფლებას მისცემთ საყვარელი სასუსნავით ან კერძით დატკბეთ, თუმცა აუცილებლად დაიცავით ზომიერება, ნუ დაიბრუნებთ უკან მთელი კვირის განმავლობაში გამოყოფილ კალორაჟს.
და, ბოლოს, იყავით ლმობიერი საკუთარი თავის მიმართ, ნუ მოაქცევთ მას მკაცრ ჩარჩოებში. რაც უფრო მკაცრია დიეტა, უფრო რთულია მისი დაცვა, რაც ხშირად დაგარღვევინებთ კვების რეჟიმს, ან შეგიქმნით ჯანმრთელობის პრობლემებს.
ყველა ახალი ამბავი
0