https://sputnik-georgia.com/20210813/sazamTros-dietis-safrTxeebi-252574618.html
რით არის სახიფათო საზამთროს დიეტა: ენდოკრინოლოგი განმარტავს
რით არის სახიფათო საზამთროს დიეტა: ენდოკრინოლოგი განმარტავს
Sputnik საქართველო
ირკვევა, რომ ბევრ ადამიანს სწორად არ აქვს გაცნობიერებული, რომელია ამ გემრიელი ბაღჩეულის მთავარი საფრთხე და თავისთვის საზიანოდ მიმართავს საზამთროს დიეტას. 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T17:06+0400
2021-08-13T17:06+0400
2021-08-13T20:02+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24615/38/246153873_0:0:3214:1808_1920x0_80_0_0_932f07719018368f995734519764efad.jpg
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. კითხვას, რა არის საზამთროში ყველაზე სახიფათო, ბევრმა თქვენგანმა შეიძლება უპასუხოს, რომ ეს ნიტრატებია, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა, საზამთროში სულ სხვა რამაა საშიში, წერს საკუთარ ტელეგრამ-არხზე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ენდოკრინოლოგი ზუხრა პავლოვა. მისი თქმით, ნიტრატებით მოწამვლა კარგა ხნის წინ იყო აქტუალური, როდესაც სასუქი იაფი ღირდა, საზამთრო კი — ძვირი, შესაბამისად, ქიმიას უხვად აყრიდნენ ბაღჩეულსა თუ ბოსტნეულს. მაგრამ ახლა ხალხმა ფულის თვლა ისწავლა, სასუქი კი ძვირია. ამიტომ ნიტრატებიანი საზამთრო, განსაკუთრებით სეზონზე, უკიდურესი იშვიათობაა.თანაც, როგორც ექიმი ამბობს, მავნე ნივთიერებები, როგორც წესი, საზამთროს კანში იყრის თავს და თუ მაინცდამაინც მწვანე ქერქს არ მიირთმევთ, პრობლემაც არ შეგექმნებათ.როგორც სპეციალისტი ამბობს, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ფრუქტოზა უბრალოდ შაქრად, ოღონდ ჩვეულებრივ საქაროზაზე უფრო სასარგებლოდ მიიჩნეოდა. მაგრამ მთავარი განსხვავება საქაროზისგან ისაა, რომ ფრუქტოზა ორგანიზმში შიმშილის მსგავს პროცესს იწვევს: ადამიანს იმ შემთხვევაშიც კი უნდება ჭამა, თუნდაც საზამთროთი მაძღარი იყოს. შესაბამისად, იწყებს კვებას და იმატებს წონაში, ჩნდება გაცხიმოვნების პრობლემა.თუმცა, ექიმის თქმით, ფრუქტოზის პრობლემის მოხსნა მარტივად შეიძლება.ზოგადად კი, პავლოვას თქმით, საზამთრო ძალიან სასარგებლო ხილია. ის შეიცავს ძალიან ბევრ უჯრედისს და, შესაბამისად, დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის სისტემის, საჭმლის მონელებისა და გაუვალობის პრობლემების მოგვარებაში. ის ძალიან სასარგებლოა გაციებისა და ვირუსული დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციისთვის, ხელს შეუწყობს დაშლის პროდუქტებისა და ტოქსინების გამოძევებას ორგანიზმიდან.გარდა ამისა, პავლოვას თქმით, შენიშნულია ისიც, რომ საზამთრო ეფექტურია კუნთების ტკივილის მოსახსნელად, როდესაც ადამიანს ზედმეტი ვარჯიშისგან ეჭიმება ისინი.
https://sputnik-georgia.com/20210810/wonaSi-dakleba-gaxdoma-bunebrivi-meTodiT-dietebis-gareSe-252551043.html
https://sputnik-georgia.com/20210802/anadgurebs-kuWqveSa-jirkvals-saxeldeba-produqti-da-saxifaTo-intervali-252484344.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24615/38/246153873_285:0:3016:2048_1920x0_80_0_0_6a612c2d0de24f89ace3c22d1e17fee8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ახალი ამბები
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ახალი ამბები
რით არის სახიფათო საზამთროს დიეტა: ენდოკრინოლოგი განმარტავს
17:06 13.08.2021 (განახლებულია: 20:02 13.08.2021) ირკვევა, რომ ბევრ ადამიანს სწორად არ აქვს გაცნობიერებული, რომელია ამ გემრიელი ბაღჩეულის მთავარი საფრთხე და თავისთვის საზიანოდ მიმართავს საზამთროს დიეტას.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. კითხვას, რა არის საზამთროში ყველაზე სახიფათო, ბევრმა თქვენგანმა შეიძლება უპასუხოს, რომ ეს ნიტრატებია, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა, საზამთროში სულ სხვა რამაა საშიში, წერს საკუთარ ტელეგრამ-არხზე მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ენდოკრინოლოგი ზუხრა პავლოვა.
მისი თქმით, ნიტრატებით მოწამვლა კარგა ხნის წინ იყო აქტუალური, როდესაც სასუქი იაფი ღირდა, საზამთრო კი — ძვირი, შესაბამისად, ქიმიას უხვად აყრიდნენ ბაღჩეულსა თუ ბოსტნეულს. მაგრამ ახლა ხალხმა ფულის თვლა ისწავლა, სასუქი კი ძვირია. ამიტომ ნიტრატებიანი საზამთრო, განსაკუთრებით სეზონზე, უკიდურესი იშვიათობაა.
თანაც, როგორც ექიმი ამბობს, მავნე ნივთიერებები, როგორც წესი, საზამთროს კანში იყრის თავს და თუ მაინცდამაინც მწვანე ქერქს არ მიირთმევთ, პრობლემაც არ შეგექმნებათ.
- „ასე რომ, ყველაზე სახიფათო საზამთროში — ეს ფრუქტოზაა და ეს მეცნიერული ფაქტია“, — აცხადებს პოპულარული დიეტოლოგი.
როგორც სპეციალისტი ამბობს, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ფრუქტოზა უბრალოდ შაქრად, ოღონდ ჩვეულებრივ საქაროზაზე უფრო სასარგებლოდ მიიჩნეოდა. მაგრამ მთავარი განსხვავება საქაროზისგან ისაა, რომ ფრუქტოზა ორგანიზმში შიმშილის მსგავს პროცესს იწვევს: ადამიანს იმ შემთხვევაშიც კი უნდება ჭამა, თუნდაც საზამთროთი მაძღარი იყოს. შესაბამისად, იწყებს კვებას და იმატებს წონაში, ჩნდება გაცხიმოვნების პრობლემა.
თუმცა, ექიმის თქმით, ფრუქტოზის პრობლემის მოხსნა მარტივად შეიძლება.
„მიირთვით საზამთრო მხოლოდ სრულფასოვანი სადილის შემდეგ, მართალია, ფრუქტოზა მაინც აამოქმედებს შიმშილის იმიტაციის მექანიზმს, მაგრამ ტვინი გადაამოწმებს სიგნალებს ყველა სისტემაში და დარწმუნდება, რომ კუჭი ცილებითაც სავსეა, ცხიმებითაც და ნახშირწყლებითაც, რომ ორგანიზმს უჭმელობით სიკვდილი არ ელის და, შესაბამისად, შიმშილის ცენტრიც დამშვიდდება. ასე რომ, ისიამოვნეთ საზამთროთი, ოღონდ არ დაჯდეთ საზამთროს დიეტაზე“, — გვირჩევს სპეციალისტი.
ზოგადად კი, პავლოვას თქმით, საზამთრო ძალიან სასარგებლო ხილია. ის შეიცავს ძალიან ბევრ უჯრედისს და, შესაბამისად, დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის სისტემის, საჭმლის მონელებისა და გაუვალობის პრობლემების მოგვარებაში. ის ძალიან სასარგებლოა გაციებისა და ვირუსული დაავადებების შემდგომი რეაბილიტაციისთვის, ხელს შეუწყობს დაშლის პროდუქტებისა და ტოქსინების გამოძევებას ორგანიზმიდან.
გარდა ამისა, პავლოვას თქმით, შენიშნულია ისიც, რომ საზამთრო ეფექტურია კუნთების ტკივილის მოსახსნელად, როდესაც ადამიანს ზედმეტი ვარჯიშისგან ეჭიმება ისინი.