თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. კეტოგენურმა დიეტამ, რომელიც მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, შეიძლება კორონავირუსით დაავადების რისკი შეამციროს, წერს გამოცემა Times of India.
გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კეტოგენური დიეტა პლაზმაში კეტონური სხეულების დონეს ზრდის, რომელიც აკონტროლებს ჟანგვით სტრესს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
გარდა ამისა, ის ასევე ხელს უწყობს უჯრედების გამრავლებას, რომლებსაც Т-ლიმფოციტების რეცეპტორები აქვს და ახასიათებს იმუნომოდულატორული და ანთების საწინააღმდეგო აქტივობა.
ამასთან რაციონში ნახშირწყლების დაბალი შემცველობა ორგანიზმში ცხიმებისა და „ცუდი ქოლესტერინის“ პროცენტულ შემადგენლობას აქვეითებს და ასევე ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს.
„კვების ასეთ რეჟიმს ადაპტაციური იმუნური უჯრედების ფუნქციონირების გაუმჯობესება და COVID-19-თან დაკავშირებული რისკების შემცირება შეუძლია“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ინფიცირების შემთხვევაში კეტოგენურმა დიეტამ ადამიანი შეიძლება დაავადების მძიმე ფორმისგან დაიცვას.