უახლესი დიეტა „ფავორიტი“ – მოკლე, მკაცრი, მაგრამ ძალიან ეფექტური – შვიდი დღის მენიუ

© rawpixel.comწონაში დაკლება
წონაში დაკლება - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
გამოწერა
დიეტა „ფავორიტი“ არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ წონის სწრაფი დაკლების გამო მალევე მოიპოვა პოპულარობა.
„ფავორიტი“ ცნობილია იმით, რომ ამ დიეტით 7 დღეში 7 კილოგრამის დაკლება შეიძლება, თუმცა უფრო ხშირად მაჩვენებელი 3,5–4 კგ-ია. გარდა ამისა, დიეტა მიმზიდველია იმითაც, რომ კალორიების ხანგრძლივი თვლა და რთული კერძების მომზადება საჭირო არ არის.
„ფავორიტი“ შეიძლება იყოს 7, 10, 12, 14, 21 ან 30-დღიანი. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ის სიმკაცრით გამოირჩევა, ყველაზე ხშირად ადამიანები ირჩევენ შვიდდღიან ვარიანტს.
საზამთრო  - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
რით არის სახიფათო საზამთროს დიეტა: ენდოკრინოლოგი განმარტავს
ამ ტიპის კვების მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ორგანიზმი ისვენებს ძნელად ასათვისებელი პროდუქტებისგან.

შვიდდღიანი დიეტის პრინციპები:

დიეტა „ფავორიტის“ მენიუ შედგება ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, თევზისა და სხვა პროდუქტებისგან, რომლებისგანაც მრავალფეროვანი მსუბუქი დიეტური საკვების მომზადება შეგიძლიათ.
მიზანშეწონილია, რომ მიირთვათ ცოცხალი ბოსტნეული და ხილი, თუმცა ბოსტნეული შეიძლება ორთქლზე (ან ჩვეულებრივად) მოხარშულიც იყოს.
რაც მთავარია: მიღებული სითხის უმეტესი ნაწილი უნდა იყოს ჩვეულებრივი წყალი — მინიმუმ 2 ლიტრი დღეში.
ჭარბწონიანი ადამიანი  - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გახდომის საუკეთესო ხერხი დიეტების გარეშე: ექიმი ასახელებს ბუნებრივ მეთოდს

შვიდდღიანი დიეტის მენიუ

პირველი დღე:
საუზმე – კეფირი;
სადილი — ქათმის ბულიონი;
სამხარი — ახლადგამოწურული წვენი;
ვახშამი — ნატურალური იოგურტი.
მეორე დღე:
საუზმე — ორი პომიდორი;
სადილი — ზეითუნის ზეთით შეზავებული კომბოსტოს, კიტრისა და კამის სალათი.
სამხარი — მოხარჭული ჭარხალი (საშუალო ზომის);
ვახშამი — კიტრისა და ბულგარული წიწაკის სალათი.
მწვანე ლობიო  - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
მწვანე ლობიოს სალათი: დაბალკალორიული რეცეპტი წონაში დაკლების მსურველებისთვის
მესამე დღე:
საუზმე — მწვანე ჩაი;
სადილი — რძე;
სამხარი — ქათმის ბულიონი;
ვახშამი — კეფირი.
მეოთხე დღე:
საუზმე — ორი ფორთოხალი, კივი;
სადილი — გრეიპფრუტი;
სამხარი — ანანასი, კივი, ვაშლი;
ვახშამი — თითო-თითო კივი და გრეიპფრუტი.
მეხუთე დღე:
საუზმე — ორი მოხარშული კვერცხი;
სადილი -— მოხარშული ხეკი (თევზის სახეობა);
სამხარი — ქათმის მოხარშული მკერდი, დაბალცხიმიანი ხაჭო;
ვახშამი — კრევეტები.
მამაკაცი ჭამის პროცესში - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
როგორ უნდა დაიკლონ წონაში 40 წელს გადაშორებულებმა – დიეტოლოგი გირჩევთ
მეექვსე დღე:
საუზმე — სტაფილოსა და გოგრის წვენი;
სადილი — კეფირი და ქათმის ბულიონი;
სამხარი — მწვანე ჩაი;
ვახშამი — ბალახეულის ჩაი.
მეშვიდე დღე:
საუზმე — ორი მოხარშული კვერცხი;
სადილი — ერთი ჭიქა გრეიპფრუტის წვენი;
სამხარი — ბოსტნეულის სუპი;
ვახშამი — რბილი ყველის, პომიდვრისა და კომბოსტოს სალათი.

აკრძალული და დაშვებული პროდუქტები

დიეტა „ფავორიტი“ მთელი რიგი ისეთი პროდუქტებისა და სასმელების შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც მავნებელია ჯანმრთელობისთვის და არის მაღალკალორიული.
დიეტა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
მინუს 5-8 კგ ორ კვირაში: გახდომის მეთოდი მკაცრი დიეტის გარეშე
აკრძალულია: პური, კარტოფილი, სიმინდი, ფქვილოვანი ნაწარმი, ცომეული, მაკარონი, თეთრი ბრინჯი, ტკბილეული, ნაყინი, საწებლები, მაიონეზი, დანამატებიანი იოგურტი, ქიშმიშიანი (შოკოლადიანი) ხაჭო, კარაქი, ზეთი, ღორისა და ცხვრის ხორცი, ძეხვეული, ქათმის ფრთები, ალკოჰოლური და გაზირებული სასმელები, ასევე პაკეტის წვენები.
დაშვებულია: ბადრიჯანი, პარკოსნები, ყაბაყი, მწვანე ხახვი, მწვანილეული, ზეთისხილი, სტაფილო, კიტრი, ბულგარული წიწაკა, ჭარხალი, რუკოლა, სალათის ფურცლები, ნიორი, ოსპი, გარგარი, ავოკადო, ალუბალი, ბროწეული, გრეიპფრუტი, მსხალი, კივი, მანგო, ვაშლ-ატამა, ქლიავი, ვაშლი, წიწიბურა და ქერის ფაფა („პერლოვკა“), უცხიმო რძე, 1%-იანი კეფირი, 2%-იანი იოგურტი, ყველი მოცარელა და ასევე ჩედერი, დაბალცხიმიანი ხაჭო, ძროხის, ქათმისა და ინდაურის ხორცი, კვერცხი, ხიზილალა, თევზეული და ზღვის პროდუქტები, მწვანე ჩაი, კომპოტი, მორსი.

დიეტის დასრულება

როდესაც დიეტას დაასრულებთ, არ შეიძლება, რომ მაშინვე ცხიმიან და ძნელად ასათვისებელ საკვებს მიეძალოთ. ბოლო დღეს უპირატესობა მიანიჭეთ ხილ-ბოსტნეულს, უარი თქვით მარილზე ან მინიმალურად გამოიყენეთ, ნელ-ნელა შეიტანეთ მენიუში ჩვეული კერძები.
გოგრა - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
დიეტური, გემრიელი, სასარგებლო – გოგრის დესერტი

შედეგის შენარჩუნება

დიეტა „ფავორიტის“ შედეგის შესანარჩუნებლად მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში სწორად და დაბალანსებულად უნდა იკვებოთ. რაციონიდან გამორიცხეთ ცხიმიანი, მარილიანი, შებოლილი პროდუქტები, ტკბილეული და ა.შ. ეს საშუალებას მისცემს ორგანიზმს, მიეჩვიოს ჯანსაღ დიეტას. ამ ვითარებაში სავსებით შესაძლებელია 1-2 კილოგრამის მომატება, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ახლა ორგანიზმი სტრესში არ არის და უფრო დაბალანსებულ საკვებს იღებს. იდეალური იქნება, თუ ამ ტიპის კვებას სამუდამოდ შეინარჩუნებთ. ამასთან შეგიძლიათ „დატვირთვის“ დღეებიც მოიწყოთ, მაგალითად, ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ამასთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმართოთ ნაწლავების გაწმენდის მეთოდს. უმჯობესია ფიზიკურად იაქტიუროთ — ფეხით იაროთ ან ივარჯიშოთ.

„ფავორიტის“ დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი მხარეებია: დეტოქსიკაცია, წონის სწრაფი კლება, დიეტა გათვლილია მოკლე პერიოდზე, დიეტა საკმაოდ მრავალფეროვანია.
უარყოფითი მხარეები: შესაძლებელია არტერიული წნევის ცვალებადობა, ზოგ პროდუქტზე ადამიანს შეიძლება ალერგია ჰქონდეს, არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი, თუ დიდი ხნის განმავლობაში დაიცავთ, შესაძლებელია ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტი, შესაძლებელია ნაწლავების გაღიზიანება.
პურის დაჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2020
პური გახდომაში დაგეხმარებათ, თუ... – დიეტოლოგი გირჩევთ

უკუჩვენებები

„ფავორიტი“ არ შეიძლება დაიცვან ბავშვებმა, ორსულებმა და მეძუძურმა ქალებმა, ასევე მწვავე ინფექციური და ვირუსული დაავადებებით ავადმყოფობის პერიოდში.
ამასთან „ფავორიტი“ იკრძალება, თუ ადამიანს აქვს:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
ქრონიკულად დაბალი წნევა (ჰიპოტენზია);
ჰქონია შიმშილის დროს ცნობიერების დაკარგვის შემთხვევები;
ანემია;
კვებითი დარღვევები (ანორექსია, ბულიმია).
ყველა ახალი ამბავი
0