სააგენტო Мoody's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგები დაუდასტურა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
სტრუქტურულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მოქნილობას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რყევების მიმართ.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Moody’s Investors Service (Мoody's) საქართველოს მთავრობას დაუდასტურა ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში ემიტენტის გრძელვადიანი რეიტინგი Ba2 დონეზე და უცხოურ ვალუტაში პრიორიტეტული არაუზრუნველყოფილი რეიტინგი, ხოლო პროგნოზი „სტაბილური“ რჩება, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აგვისტოში სხვა ორმა სააგენტომ „დიდი სამეულიდან“ – Fitch და S&P – ასევე დაადასტურა საქართველოს საკრედიტო რეიტინგები BB დონეზე, პროგნოზი – „სტაბილური“.
რეიტინგისა და პერსპექტივის „სტაბილურზე" შენარჩუნება განპირობებულია ფისკალური და მონეტარული ინსტიტუტების არსებული განვითარებით, რამაც პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ვარდნაზე მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება გახადა შესაძლებელი, აღნიშნულია Moody's-ის ანგარიშში.
კომპანია Standard & Poor's-ის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა: S&P-ს ანგარიში
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოთხწლიანი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა შოკების მიმართ ეკონომიკის მოქნილობას შეუწყო ხელი.
„COVID-19-ის შოკის და საპასუხო ზომების პოლიტიკის შედეგად ფისკალური მაჩვენებლების გაუარესების მიუხედავად, პანდემიამდე მომხდარმა ფისკალურმა კონსოლიდაციამ შექმნა პოტენციალი პოლიტიკის ეფექტური საპასუხო ზომებისთვის და იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ბიუჯეტის აღდგენა მოხდება პანდემიის ზემოქმედების შემცირების შედეგად“, – მიაჩნიათ Moody's-ში.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი

Moody's ვარაუდობს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7,3%-ით გაიზრდება 2020 წელს 6,2%-იანი ვარდნის შემდეგ, რომელიც პანდემიის დროს ტურისტული სექტორის ჩავარდნამ და გადაადგილებაზე შეზღუდვების გამო დამდგარმა ნეგატიურმა შედეგებმა გამოიწვია.

„2021 წელს აღდგენას ხელს უწყობს მოხმარების მხარდაჭერის საბიუჯეტო პოლიტიკა და რეგიონული ტურიზმის აღდგენის სტაბილური ნიშნები. ფულადი გზავნილები და არატურისტული ექსპორტის ისეთი სფეროები, როგორიცაა სასმელები, სატრანსპორტო საშუალებები, მანქანა-დანადგარები, ასევე აჩვენებს სტაბილურ ზრდას“, – ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

Moody's ვარაუდობს, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ზრდის პოტენციალი შეადგენს 4-5%-ს, რაც იქნება გამყარებული მზარდი ინვესტიციებით სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში წარმადობის გაზრდის ინფრასტრუქტურაში, ექსპორტის შემდგომი ზრდით მეტად დივერსიფიცირებულ ბაზრებზე ევროპის ჩათვლით, რაზეც ნაწილობრივ აისახა საქართველოს ჩართვა თავისუფალი ვაჭრობის ზონაში.
Moody's ასევე ვარაუდობს, რომ ამჟამინდელი 12,8%-იანი ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან დონემდე ჩამოვა მას შემდეგ, რაც გაქრება დროებითი ფაქტორები, ხოლო ხისტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა დაუპირისპირდება ზეწოლას ნედლეულის ფასებზე და საერთაშორისო მოწოდებაზე არსებულ შეზღუდვებს.
სააგენტო Fitch Ratings-ის ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა
მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტიც დაიწყებს შემცირებას 2020 წლის მშპ-ის 12,5%-იანი პიკური მნიშვნელობიდან პანდემიამდელ დაახლოებით 5%-იან დონემდე, რადგან ფულადი გზავნილები და არატურისტული ექსპორტი სტაბილურად გაიზრდება და სახეზე იქნება გრძელვადიანი სარგებელი რეფორმების შედეგად, მათ შორის საპენსიო სისტემის რეფორმის, რომელიც შიდა დანაზოგების ზრდას ემსახურება.

პოლიტიკური სიტუაციის გავლენა

საქართველოს პოლიტიკურ გარემოში მიმდინარე დავები საკრედიტო პერსპექტივებს გაუარესების რისკს უქმნის.
„ბოლო დროს დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარყო გარიგება, რომელიც 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებილი უთანხმოებების დარეგულირების მიზნით ევროპული პარლამენტის შუამავლობით შედგა. ამან ასევე გაზარდა ნეგატიური ზემოქმედების რისკი, რომელიც შეიძლება მიადგეს მყარ და ეფექტურ ურთიერთობებს საკვანძო ტექნიკურ და საფინანსო სპონსორებთან საერთაშორისო საზოგადოებასა და განვითარების ინსტიტუტების საზოგადოებაში“, – ნათქვამია Moody's-ის ანგარიშში.
ახალი კორპუსის მშენებლობა ვაკეში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2019
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება - „საქსტატმა“ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა
ამავე დროს, სააგენტოს შეფასებით, საბიუჯეტო კონსოლიდაციის და შემდგომი რეფორმების აუცილებლობის მხრივ ფართო კონსენსუსი შენარჩუნებულია. Moody's ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ პოლიტიკური უთანხმოება ვერ აღმოიფხვრება, გაგრძელდება საკვანძო რეფორმები ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სახელმწიფო საწარმოების სექტორი, გაკოტრების სისტემის შემუშავება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური