https://sputnik-georgia.com/20210808/Fitch-ma-saqarTvelos-reitingis-prognozi-gaaumjobesa-252531873.html
Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა
Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა
Sputnik საქართველო
პანდემიასთან დაკავშირებული რისკები, ისევე როგორც ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, საფრთხეს უქმნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მიაჩნიათ სააგენტოში 08.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-08T14:03+0400
2021-08-08T14:03+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24185/12/241851288_0:171:3337:2048_1920x0_80_0_0_7a20ca626ad93b36529b08516ce83fcd.jpg
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე დაადასტურა და პროგნოზი „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" შეცვალა. ნათქვამია სააგენტოს პრესრელიზში.სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება.„საიმედო პოლიტიკისა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, გაიზარდა საგარეო რეზერვები - დაფინანსებაში გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად. წელს მოსალოდნელი ეკონომიკის მნიშვნელოვანი აღდგენა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ვალის შემცირებას, ხოლო დაგროვილი საბიუჯეტო რეზერვები პანდემიასთან დაკავშირებული რისკების შეკავებას დაეხმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალ დონეზე დაფიქსირდებაFitch-ის პროგნოზით, საქართველოში 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდა იქნება 7,8%-ის დონეზე, ხოლო 2022 წელს - 5,4%.„მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, Fitch-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5 პროცენტული პუნქტით (4,3 პროცენტიდან) 7,8%-მდე გაზარდა (2020 წელს 6,2%-იანი შემცირების შემდეგ), რაც გულისხმობს, რომ წელს ეკონომიკური აქტივობა გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. 2022-2023 წლებში, ტურიზმის სწრაფი აღდგენის და ინვესტიციების ზრდის ფონზე, რეალური მშპ-ის ზრდა საშუალოდ 5,4% იქნება, რაც პოტენციალს 4-4,5%-ით აღემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.სააგენტოს ანალიტიკოსების თვალსაზრისით, პანდემიასთან, ვაქცინაციის გაფართოების ტემპებთან და ოქტომბერში მოსალოდნელ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული რისკები მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების საფრთხეს ქმნის.ამასთან ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მაღალი წმინდა საგარეო ვალი (მშპ-ის 77,4% BB-ს მიმდინარე მედიანურ კოეფიციენტთან შედარებით, რომელიც 18,7%-ს უდრის) და საგარეო ლიკვიდურობის დაბალი კოეფიციენტი (108,9% BB-ს მიმდინარე საშუალო მნიშვნელობასთან შედარებით, რომელიც 168,1%-ს უდრის) საქართველოს მცირე და ძლიერად დოლარიზებულ ეკონომიკას საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადს ხდიან.ამავე დროს, მათი თვალსაზრისით, ეს რისკები სათანადოდ კონტროლდებოდა მთელი პანდემიის განმავლობაში და აისახა დონორების ძლიერ მხარდაჭერაში საგარეო დაფინანსებაში მთავრობის თითქმის ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.Fitch-ის თვალსაზრისით, საგარეო ბუფერები ადეკვატური რჩება: უცხოური რეზერვები მიმდინარე საგარეო გადახდების დაახლოებით 4,1 თვეს ფარავს.„ჩვენი პროგნოზით, საქართველოს მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტი (CAD) 2021 წელს მშპ-ს 6,8%-ს მიაღწევს (2020 წელს მშპ-ს 12,4%-თან შედარებით)“, - ნათქვამია პრესრელიზში.ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ ტურისტულ სექტორში ეტაპობრივი აღდგენა ხელს შეუწყობს 2023 წელს ანგარიშის დეფიციტის შემცირებას მშპ-ს 3,3%-მდე, როდესაც, Fitch-ის ვარაუდით, ტურიზმით მიღებული შემოსავლები 2019 წლის დონეს დაუბრუნდება.რა შეიძლება აისახოს რეიტინგებზეFitch აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნებს ახლავს რისკი იმისა, რომ მართვასთან დაკავშირებულმა მოკლევადიანმა პრობლემებმა შეიძლება შეცვალოს მაკროეკონომიკური და ფისკალური საბაზო მაჩვენებლები.ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საკვანძო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ როგორც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ისე ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ უარი თქვეს ევროკავშირის შუამავლობით აპრილში გაფორმებულ დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას.ამასთან Fitch ამჟამად არ ელოდება იმ ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლების მოშლას, რომელსაც საქართველოს რეიტინგი ეყრდნობა.საქართველოში კმაყოფილი არიან„საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად საერთაშორისო ინვესტორების მიმართ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.მინისტრის თქმით, რეიტინგი ასახავს სარეიტინგო სააგენტოს ნდობას ხელისუფლების მიერ გატარებული როგორც ანტიპანდემიური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.თურნავას განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით ვითარდება. მისი თქმით, მყარია ინვესტორთა მხრიდან ნდობა და წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკასა და მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ რეიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს და ახლა საქართველოს ახალი მიზნები აქვს მისაღწევი.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პროგნოზები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მისი ეკონომიკის განვითარებისთვის.
https://sputnik-georgia.com/20210731/rekorduli-ekonomikuri-zrda-saqarTveloSi-gamoqveynda-axali-statistika-252468778.html
https://sputnik-georgia.com/20210804/saqartveloshi-fasebi-izrdeba-axali-statistika-252499631.html
https://sputnik-georgia.com/20210721/gvenetadze-fasebis-zrda-saertashoriso-bazarzea-damokidebuli-252375973.html
https://sputnik-georgia.com/20210720/rodis-miiRebs-saqarTvelo-morig-daxmarebas-saerTaSoriso-savaluto-fondisgan-252364974.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24185/12/241851288_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_20996abd6f3be441bb2f392af18063e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა
14:03 08.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) პანდემიასთან დაკავშირებული რისკები, ისევე როგორც ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები, საფრთხეს უქმნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მიაჩნიათ სააგენტოში
თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე დაადასტურა და პროგნოზი „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" შეცვალა. ნათქვამია სააგენტოს
პრესრელიზში.
„პროგნოზის გადახედვა ასახავს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ ბაზას, ასევე იმას, რომ Fitch დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმგვარი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და საშუალოვადიან მდგრადობას“, - ნათქვამია პრესრელიზში.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება.
„საიმედო პოლიტიკისა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, გაიზარდა საგარეო რეზერვები - დაფინანსებაში გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად. წელს მოსალოდნელი ეკონომიკის მნიშვნელოვანი აღდგენა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ვალის შემცირებას, ხოლო დაგროვილი საბიუჯეტო რეზერვები პანდემიასთან დაკავშირებული რისკების შეკავებას დაეხმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალ დონეზე დაფიქსირდება
Fitch-ის პროგნოზით, საქართველოში 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდა იქნება 7,8%-ის დონეზე, ხოლო 2022 წელს - 5,4%.
„მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, Fitch-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5 პროცენტული პუნქტით (4,3 პროცენტიდან) 7,8%-მდე გაზარდა (2020 წელს 6,2%-იანი შემცირების შემდეგ), რაც გულისხმობს, რომ წელს ეკონომიკური აქტივობა გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. 2022-2023 წლებში, ტურიზმის სწრაფი აღდგენის და ინვესტიციების ზრდის ფონზე, რეალური მშპ-ის ზრდა საშუალოდ 5,4% იქნება, რაც პოტენციალს 4-4,5%-ით აღემატება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ანალიტიკოსების თვალსაზრისით, პანდემიასთან, ვაქცინაციის გაფართოების ტემპებთან და ოქტომბერში მოსალოდნელ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული რისკები მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების საფრთხეს ქმნის.
ამასთან ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მაღალი წმინდა საგარეო ვალი (მშპ-ის 77,4% BB-ს მიმდინარე მედიანურ კოეფიციენტთან შედარებით, რომელიც 18,7%-ს უდრის) და საგარეო ლიკვიდურობის დაბალი კოეფიციენტი (108,9% BB-ს მიმდინარე საშუალო მნიშვნელობასთან შედარებით, რომელიც 168,1%-ს უდრის) საქართველოს მცირე და ძლიერად დოლარიზებულ ეკონომიკას საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადს ხდიან.
ამავე დროს, მათი თვალსაზრისით, ეს რისკები სათანადოდ კონტროლდებოდა მთელი პანდემიის განმავლობაში და აისახა დონორების ძლიერ მხარდაჭერაში საგარეო დაფინანსებაში მთავრობის თითქმის ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
Fitch-ის თვალსაზრისით, საგარეო ბუფერები ადეკვატური რჩება: უცხოური რეზერვები მიმდინარე საგარეო გადახდების დაახლოებით 4,1 თვეს ფარავს.
„ჩვენი პროგნოზით, საქართველოს მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის დეფიციტი (CAD) 2021 წელს მშპ-ს 6,8%-ს მიაღწევს (2020 წელს მშპ-ს 12,4%-თან შედარებით)“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ ტურისტულ სექტორში ეტაპობრივი აღდგენა ხელს შეუწყობს 2023 წელს ანგარიშის დეფიციტის შემცირებას მშპ-ს 3,3%-მდე, როდესაც, Fitch-ის ვარაუდით, ტურიზმით მიღებული შემოსავლები 2019 წლის დონეს დაუბრუნდება.
რა შეიძლება აისახოს რეიტინგებზე
Fitch აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნებს ახლავს რისკი იმისა, რომ მართვასთან დაკავშირებულმა მოკლევადიანმა პრობლემებმა შეიძლება შეცვალოს მაკროეკონომიკური და ფისკალური საბაზო მაჩვენებლები.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საკვანძო პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ როგორც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ისე ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ უარი თქვეს ევროკავშირის შუამავლობით აპრილში გაფორმებულ დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას.
ამასთან Fitch ამჟამად არ ელოდება იმ ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლების მოშლას, რომელსაც საქართველოს რეიტინგი ეყრდნობა.
საქართველოში კმაყოფილი არიან
„საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ზოგადად საერთაშორისო ინვესტორების მიმართ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, რეიტინგი ასახავს სარეიტინგო სააგენტოს ნდობას ხელისუფლების მიერ გატარებული როგორც ანტიპანდემიური, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ.
თურნავას განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპებით ვითარდება. მისი თქმით, მყარია ინვესტორთა მხრიდან ნდობა და წარმოდგენა საქართველოს ეკონომიკასა და მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ რეიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს და ახლა საქართველოს ახალი მიზნები აქვს მისაღწევი.
„Fitch-ის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იქნება პროგნოზირებულზე უფრო მაღალი 7.8 პროცენტი, რომელიც აღემატება საბაზისო სცენარში ჩვენ მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღებამდე ქვეყანას დარჩა 2 საფეხური და რომლის მიღწევაც განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი პროგნოზები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მისი ეკონომიკის განვითარებისთვის.