როდის მიიღებს საქართველო მორიგ დახმარებას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან

© AP Photo / Andrew Harnikსაერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ)
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
სსფ-თან მოლაპარაკების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის რეფორმები, ასევე, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.
თბილისი, 19 ივლისი - Sputnik. საქართველო, შესაძლოა, წლის ბოლოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) ფინანსური დახმარების ახალ პროგრამას შეათანხმებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
2021 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაასრულა ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას. ფონდი საქართველოს გადაურიცხავს ბოლო ტრანშს 111 მილიონი დოლარის ოდენობით, და ამის შემდეგ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მთლიანი თანხა 687 მლნ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მოიწონა
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის ძირითად პუნქტებზე. საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე. არსებული გამოწვევიდან გამომდინარე, ესაა მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთანხება და სტაბილურობის მიღწევა“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მთავარ საკითხებს შორის ხუციშვილმა გამოყო მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების რეალიზაცია. მათ შორისაა სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის რეფორმები, ასევე, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.
ფინანსთა მინისტრის თქმით, საუბარია ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას საქართველოში.
საქართველოს მთავრობას მომდევნო 9 წლისთვის ამბიციური გეგმები გააჩნია. მთავრობამ უკვე დაიწყო 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების დეტალური გეგმის მომზადება, რომელსაც სექტემბერში წარადგენს.
დაკეტილი კაფეები - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
თურნავა: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გეგმის მიზნებს შორისაა ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის მიღწევა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 10 ათას დოლარამდე გაზრდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკაში აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გზავნილების, საწარმოთა ბრუნვის ზრდა. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 45% შეადგინა. ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი წლის დასაწყისიდან ხუთ თვეში 11,5%-ს შეადგენს.
აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრომ გადახედა საქართველოს 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს და განაცხადა, რომ მაისი-ივნისის მაჩვენებლების გათვალისწინებით, ზრდა 6,5%-დან 7,7%-მდე შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0