https://sputnik-georgia.com/20210804/saqartveloshi-fasebi-izrdeba-axali-statistika-252499631.html
საქართველოში ფასების ზრდამ 11%-ს გადააჭარბა: ახალი სტატისტიკა
საქართველოში ფასების ზრდამ 11%-ს გადააჭარბა: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 2021 წელს 7% იქნება, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T11:16+0400
2021-08-04T11:16+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0a/252270586_0:138:3151:1910_1920x0_80_0_0_90d2e8eadbdc0ff7e5992c03e76c1ba2.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის ივლისში 2020 წლის ივლისთან შედარებით) 11,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.ბოლოს ინფლაციის 10%-იანი დონე 2011 წლის ივნისში დაფიქსირდა.ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22,5%), ჯანდაცვაზე (11,4%), ავეჯსა (11,6%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,1%). ივლისში სურსათზე ფასი 14,1%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი (48%), ბოსტნეული (35,4%), შაქარი (18,1%) და პური (12,4%).2021 წლის ივლისში, 2021 წლის ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 1,3%. ივნისში კი ინფლაცია 0,7% იყო.რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოშიინფლაციის დინამიკაზე გავლენას ახდენს ფასების ზრდა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე და ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. გარდა ამისა, რეგულატორის ინფორმაციით, გლობალურ მასშტაბში ნავთობზე ფასების ზრდა აისახება საწვავზე, რაც საქართველოში ინფლაციაზე ზეწოლას ზრდის.„თბილისში გაზის ტარიფის გაზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ ივნისიდან კომუნალურ მომსახურებაზე გადახდების ზრდა კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს“, – ნათქვამია განცხადებაში.ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინასწარი მაჩვენებლები მიუთითებს ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურებაზე, რომელიც არსებულ პროგნოზებზე მაღალი აღმოჩნდა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივლისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7% იქნება.რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღლა ინფლაციის დონის გრძელვადიანი შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს ქმნის, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის ზრდაზე მომავალში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაზარდა. ივნისში რეგულატორმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.
https://sputnik-georgia.com/20210730/fasebi-da-inflacia-saqarTveloSi-erovnuli-bankis-axali-mimoxilva-252466243.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0a/252270586_210:0:2941:2048_1920x0_80_0_0_70ff54b1fffd39f2291b3d5972aa1aa3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოში ფასების ზრდამ 11%-ს გადააჭარბა: ახალი სტატისტიკა
11:16 04.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 2021 წელს 7% იქნება, მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის ივლისში 2020 წლის ივლისთან შედარებით) 11,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%,
ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ბოლოს ინფლაციის 10%-იანი დონე 2011 წლის ივნისში დაფიქსირდა.
ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (22,5%), ჯანდაცვაზე (11,4%), ავეჯსა (11,6%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,1%). ივლისში სურსათზე ფასი 14,1%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი (48%), ბოსტნეული (35,4%), შაქარი (18,1%) და პური (12,4%).
2021 წლის ივლისში, 2021 წლის ივნისთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 1,3%. ივნისში კი ინფლაცია 0,7% იყო.
რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოში
ინფლაციის დინამიკაზე გავლენას ახდენს ფასების ზრდა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე და ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
გარდა ამისა, რეგულატორის ინფორმაციით, გლობალურ მასშტაბში ნავთობზე ფასების ზრდა აისახება საწვავზე, რაც საქართველოში ინფლაციაზე ზეწოლას ზრდის.
„თბილისში გაზის ტარიფის გაზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ ივნისიდან კომუნალურ მომსახურებაზე გადახდების ზრდა კიდევ უფრო გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინასწარი მაჩვენებლები მიუთითებს ერთობლივი მოთხოვნის გააქტიურებაზე, რომელიც არსებულ პროგნოზებზე მაღალი აღმოჩნდა.
„გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის ტემპი და ფისკალური სტიმულიც შენარჩუნებულია. გარდა ამისა, შიდა მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს იმპორტის გააქტიურებაც. აღნიშნული ფაქტორების საპირწონედ გაზრდილია საგარეო შემოდინებები, რაც სავალუტო ბაზრის პოზიტიურ დინამიკასა და, შედეგად, ინფლაციის შემცირებასაც შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ივლისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს, ხოლო 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 7% იქნება.
რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღლა ინფლაციის დონის გრძელვადიანი შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს ქმნის, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის ზრდაზე მომავალში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაზარდა. ივნისში რეგულატორმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.