https://sputnik-georgia.com/20210831/rogor-vitardeba-saqartvelos-ekonomika-s-p-s-angarisi-259194299.html
როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა: S&P-ს ანგარიში
როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა: S&P-ს ანგარიში
Sputnik საქართველო
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ძლიერ მხარეს კვლავ წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერე, მოქნილი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო... 31.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-31T22:56+0400
2021-08-31T22:56+0400
2021-10-19T18:04+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/42/244994215_0:0:3069:1726_1920x0_80_0_0_0f52b439923ec78e621bbfe36d026d96.jpg
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს მიმართ „ნეგატიური“ პროგნოზი უცვლელად დატოვა და გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგები უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში BB/B დონეზე დაადასტურა.სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ძლიერ მხარეს კვლავ წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერე, მოქნილი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო მხარდაჭერა.საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მსგავსი გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან.„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უმძიმესი გლობალური კრიზისის შემდეგ საკრედიტო რეიტინგის გაუარესების გარეშე შეძლო ეკონომიკის აღდგენის ფაზაში გადასვლა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტო S&P-ს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7,5% იქნება და სააგენტოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სსფ-ის საქართველოს პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის ძლიერი მხარეების მხარდაჭერას, რათა საქართველოს ეკონომიკა მზად იყოს – გაუმკლავდეს მსგავსი მასშტაბის კრიზისებს.ამავე დროს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მიზანია საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა.რეიტინგით კმაყოფილია ასევე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.„ეს რეიტინგი კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, რომ გლობალური ტურიზმის აღდგენის პროგნოზები არის წინააღმდეგობრივი და გარკვეული გამოწვევები დარჩა, კვლავაც სტაბილურად აფასებენ ჩვენს ეკონომიკას და მის პერსპექტივას – როგორც საკმაოდ მყარს“, – განაცხადა თურნავამ.ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმედი, „ორნიშნა ზრდაზეც გავიდეთ წლის ბოლოს“.S&P-ის შეფასება და Fitch-ის მონაცემებიაგვისტოს დასაწყისში მეორე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე დაადასტურა და პროგნოზი „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" შეცვალა.ანალიტიკოსების თვალსაზრისით, პროგნოზის გადახედვა ასახავს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ ბაზას, ასევე იმას, რომ Fitch დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმგვარი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და საშუალოვადიან მდგრადობას.სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება.Fitch-ის პროგნოზით, საქართველოში 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდა იქნება 7,8%-ის დონეზე, ხოლო 2022 წელს – 5,4%.მიუხედავად ამისა, სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, პანდემიასთან, ვაქცინაციის გაფართოების ტემპებთან და ოქტომბერში მოსალოდნელ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული რისკები მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების საფრთხეს ქმნის.
https://sputnik-georgia.com/20210831/erovnulma-bankma-qveynis-ekonomikuri-zrdis-prognozi-gazarda-259167527.html
https://sputnik-georgia.com/20210823/msoflio-ekonomikis-gadasarCenad-saerTaSoriso-savaluto-fondma-650-mlrd-dolari-gadaanawila-252655677.html
https://sputnik-georgia.com/20210808/Fitch-ma-saqarTvelos-reitingis-prognozi-gaaumjobesa-252531873.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/42/244994215_340:0:3069:2047_1920x0_80_0_0_ddfbfffc5b3e366ecc8dbfc18b43f455.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
როგორ ვითარდება საქართველოს ეკონომიკა: S&P-ს ანგარიში
22:56 31.08.2021 (განახლებულია: 18:04 19.10.2021) სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ძლიერ მხარეს კვლავ წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერე, მოქნილი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო მხარდაჭერა.
თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო
S&P Global Ratings-მა საქართველოს მიმართ „ნეგატიური“ პროგნოზი უცვლელად დატოვა და გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგები უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში BB/B დონეზე დაადასტურა.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ძლიერ მხარეს კვლავ წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერე, მოქნილი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო მხარდაჭერა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მსგავსი გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უმძიმესი გლობალური კრიზისის შემდეგ საკრედიტო რეიტინგის გაუარესების გარეშე შეძლო ეკონომიკის აღდგენის ფაზაში გადასვლა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტო S&P-ს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7,5% იქნება და სააგენტოს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სსფ-ის საქართველოს პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის ძლიერი მხარეების მხარდაჭერას, რათა საქართველოს ეკონომიკა მზად იყოს – გაუმკლავდეს მსგავსი მასშტაბის კრიზისებს.
ამავე დროს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მიზანია საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა.
რეიტინგით კმაყოფილია ასევე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
„ეს რეიტინგი კიდევ ერთი დასტურია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა, რომ გლობალური ტურიზმის აღდგენის პროგნოზები არის წინააღმდეგობრივი და გარკვეული გამოწვევები დარჩა, კვლავაც სტაბილურად აფასებენ ჩვენს ეკონომიკას და მის პერსპექტივას – როგორც საკმაოდ მყარს“, – განაცხადა თურნავამ.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმედი, „ორნიშნა ზრდაზეც გავიდეთ წლის ბოლოს“.
S&P-ის შეფასება და Fitch-ის მონაცემები
აგვისტოს დასაწყისში მეორე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე დაადასტურა და პროგნოზი „ნეგატიურიდან" „სტაბილურამდე" შეცვალა.
ანალიტიკოსების თვალსაზრისით, პროგნოზის გადახედვა ასახავს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ ბაზას, ასევე იმას, რომ Fitch დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იმგვარი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და საშუალოვადიან მდგრადობას.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება.
Fitch-ის პროგნოზით, საქართველოში 2021 წელს რეალური მშპ-ის ზრდა იქნება 7,8%-ის დონეზე, ხოლო 2022 წელს – 5,4%.
მიუხედავად ამისა, სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, პანდემიასთან, ვაქცინაციის გაფართოების ტემპებთან და ოქტომბერში მოსალოდნელ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული რისკები მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების საფრთხეს ქმნის.