საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება - „საქსტატმა“ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი კორპუსის მშენებლობა ვაკეში
ახალი კორპუსის მშენებლობა ვაკეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისში ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროებში

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება - წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის ივლისში 6,1% შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2019 წლის ივლისში ზრდა დაფიქსირდა მშენებლობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის სფეროებში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებში, საყოფაცხოვრებო მომსახურებაში. ვარდნა დაფიქსირდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში.

© Sputnik / Konstantin Ivanovსაქართველოს ეკონომიკის ზრდის დინამიკა
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება - „საქსტატმა“ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკის ზრდის დინამიკა

„საქსტატის“ თანახმად, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2019 წლის იანვარ-ივლისში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 5,1% შეადგინა.

2018 წელს მშპ-ს ზრდამ 4,7% შეადგინა (2017 წელთან შედარებით).

საქართველოში ზრდა შენელდება

რუსეთიდან ფრენებისა და საქართველოს ტურების გაყიდვის შეჩერების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ტურისტების რაოდენობით ლიდერობდა და მათი რაოდენობა ყოველთვიურად მატულობდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ საქართველოში რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ზარალმა შესაძლოა 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.

ტანკერი ფოთის პორტში - Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი მცირდება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ვარაუდობს, რომ საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური ზრდა 4,3%-მდე შენელდება (2018 წელს - 4,7%), რადგან დაკრედიტების ზრდა ნელდება, ხოლო რუსული რეისების აკრძალვა ტურისტული სექტორის გაფართოებას აფერხებს.

თუმცაღა, სააგენტოს შეფასებით, საქართველოში ზრდა BB რეიტინგის მქონე ქვეყნების პროგნოზირებად საშუალო მნიშვნელობაზე (3,3%) მაღალი დარჩება. ინფრასტრუქტურაზე ხარჯების ზრდა და შედარებით სუსტი საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა 2020-2021 წლებში ზრდის ტემპების  საშუალოდ 4,7%-მდე მომატებას შეუწყობს ხელს, მიიჩნევს Fitch.

მანქანები სანაპიროზე მშრალ ხიდთან - Sputnik საქართველო
„საქართველო მოწყვლადი რჩება“ – საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვალუტის დაგროვებას გვირჩევს

ეკონომიკური ზრდის შენელებას ასევე ვარაუდობს კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart. მისი პროგნოზით, ტურიზმის სფეროში შემოსავლების სავარაუდო შემცირების გამო 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდა 4,3%-ს შეადგენს. მთლიანად წელიწადში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზარდება, რადგან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, მიიჩნევენ კომპანიის ანალიტიკოსები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ამ ეტაპზე საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი) მშპ-ს რეალური ზრდა 2019 წელს 4,5%-ს შეადგენს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, მოსალოდნელია, რომ უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური