https://sputnik-georgia.com/20210921/kaxetsi-setyvisgan-miyenebul-zaralsf-ermerebs-dazrveva-daufaravs-259776763.html
კახეთში ფერმერებისთვის სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დაზღვევა დაფარავს
კახეთში ფერმერებისთვის სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დაზღვევა დაფარავს
Sputnik საქართველო
სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ უკვე შევიდა 1,2 ათასი განაცხადი კახეთში ფერმერებისგან „აგროდაზღვევის“ პროგრამის ფარგლებში სეტყვისგან მიყენებული ზარალის... 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T18:03+0400
2021-09-21T18:03+0400
2021-09-21T22:00+0400
ახალი ამბები
თელავი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23588/53/235885319_0:183:2991:1865_1920x0_80_0_0_737be3da2390fa0762678539878d4999.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში დაიწყო ზარალის ანაზღაურება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც სეტყვამ ყურძნის მოსავალი დაუზიანა, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით 1.200-მდე შეტყობინება შევიდა. ყველა შემოწმებულია და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კომპენსაციების გაცემა.აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის შემთხვევაში ახდენს სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-ის, ხოლო ვაზზე 50%-ის თანადაფინანსებას.ზარალს ერთ-ერთ პირველს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულიდან ფერმერ დიმიტრი ბარაბანს აუნაზღაურებენ, რომელსაც სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75 პროცენტი დაუზიანა. მისი ზარალი 42 ათას ლარად არის შეფასებული.სადაზღვევო პოლისის ღირებულების 50% სახელმწიფომ გადაიხადა. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის დიმიტრი ბარაბანმა 3.187 ლარი გადაიხადა, ამდენივე იყო სახელმწიფო სუბსიდიაც.26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ კახეთის სამ მუნიციპალიტეტში – გურჯაანში, თელავსა და ყვარელში 4.600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. ზიანის ხარისხი 10%-დან 90%-მდე მერყეობს ლოკაციიდან გამომდინარე.2 სექტემბერს ყვარელსა და თელავში სეტყვა გამეორდა და კიდევ 160 ჰექტარი ვენარი დააზიანა. დასეტყვილი ყურძენი სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ ჩაიბარა.მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძნის შესასყიდმა ფასმა „რქაწითელის“ ჯიშის შემთხვევაში 0,8 ლარი, ხოლო „საფერავის“ - 1 ლარი შეადგინა.საერთო ჯამში ღვინის ქარხნებმა ფერმერებისგან 15 ათას ტონამდე დაზიანებული ყურძენი შეისყიდეს. შედეგად მევენახეებმა 13 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.ხოლო მათ, ვისაც სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა, ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაცია მისცეს ერთ ჰექტარზე 3 ათასი ლარის ოდენობით.
https://sputnik-georgia.com/20210921/rtveli-2021-ramdeni-yurzenia-gadamusavebuli-259757625.html
https://sputnik-georgia.com/20210907/dasetyvili-yurznis-realizaciit-mevenaxeebis-semosavalma-13-mln-lars-miarwia-259404309.html
თელავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23588/53/235885319_129:0:2860:2048_1920x0_80_0_0_b4ff863f258c73333b2b93d094635c0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თელავი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, თელავი, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს რეგიონები
კახეთში ფერმერებისთვის სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დაზღვევა დაფარავს
18:03 21.09.2021 (განახლებულია: 22:00 21.09.2021) სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ უკვე შევიდა 1,2 ათასი განაცხადი კახეთში ფერმერებისგან „აგროდაზღვევის“ პროგრამის ფარგლებში სეტყვისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში დაიწყო ზარალის ანაზღაურება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც სეტყვამ ყურძნის მოსავალი დაუზიანა,
იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით 1.200-მდე შეტყობინება შევიდა. ყველა შემოწმებულია და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს კომპენსაციების გაცემა.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის შემთხვევაში ახდენს სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-ის, ხოლო ვაზზე 50%-ის თანადაფინანსებას.
21 სექტემბერი 2021, 10:18
ზარალს ერთ-ერთ პირველს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულიდან ფერმერ დიმიტრი ბარაბანს აუნაზღაურებენ, რომელსაც სეტყვამ ყურძნის მოსავლის 75 პროცენტი დაუზიანა. მისი ზარალი 42 ათას ლარად არის შეფასებული.
სადაზღვევო პოლისის ღირებულების 50% სახელმწიფომ გადაიხადა. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის დიმიტრი ბარაბანმა 3.187 ლარი გადაიხადა, ამდენივე იყო სახელმწიფო სუბსიდიაც.
26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ კახეთის სამ მუნიციპალიტეტში – გურჯაანში, თელავსა და ყვარელში 4.600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. ზიანის ხარისხი 10%-დან 90%-მდე მერყეობს ლოკაციიდან გამომდინარე.
2 სექტემბერს ყვარელსა და თელავში სეტყვა გამეორდა და კიდევ 160 ჰექტარი ვენარი დააზიანა. დასეტყვილი ყურძენი სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანიამ“ ჩაიბარა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძნის შესასყიდმა ფასმა „რქაწითელის“ ჯიშის შემთხვევაში 0,8 ლარი, ხოლო „საფერავის“ - 1 ლარი შეადგინა.
საერთო ჯამში ღვინის ქარხნებმა ფერმერებისგან 15 ათას ტონამდე დაზიანებული ყურძენი შეისყიდეს. შედეგად მევენახეებმა 13 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს.
ხოლო მათ, ვისაც სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა, ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაცია მისცეს ერთ ჰექტარზე 3 ათასი ლარის ოდენობით.