დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეების შემოსავალმა 13 მლნ ლარს მიაღწია

© Sputnik / STRINGER რთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
გამოწერა
აგვისტოს ბოლოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 4,6 ათასი ჰექტარი ვენახები დააზიანა
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. 15 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი ჩაიბარა და გადაამუშავა სახელმწიფო საწარმო - შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ", ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
7 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში ფერმერებმა სეტყვით დაზიანებული ყურძენი სრულად დააბინავეს. დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეების შემოსავალმა 13 მლნ ლარს მიაღწია.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო.
© photo: Sputnik / Stringerრთველის დასასრული კომპანია „შუმში“
Празднование окончания Ртвели в винной компании Шуми - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
რთველის დასასრული კომპანია „შუმში“
2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, რომელმაც დააზიანა 180 ჰექტარი ვენახი. საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ გააგრძელა სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთ კილოგრამ დაზიანებულ „რქაწითელში“ სახელმწიფო 80 თეთრს იხდის, „საფერავში“ კი – 1 ლარს.
ის ფერმერები კი, რომელთა მოსავალი მთლიანად განადგურდა, კომპენსაციის სახით 1 ჰექტარ ფართობზე 3 ათას ლარს მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0