რთველი 2021: რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული კახეთში

© photo: Sputnikრთველი კახეთში
რთველი კახეთში - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ბოლო მონაცემებით, კახეთში 148 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ამ დროისათვის რთველი კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. რთველის შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის თელავში სადღეღამისო საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.
გადამუშავებული ყურძნიდან 87 ათას ტონამდე „რქაწითელია“, 52 ათას ტონამდე „საფერავი“, 3 ათას ტონამდე „კახური მწვანე“, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძენი 15 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. მოსავლის რეალიზაციის შედეგად ფერმერების შემოსავალმა 160 მლნ ლარს გადააჭარბა.
ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა
რთვლის პროცესში დღემდე 185 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებში 300 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებაა.
2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ფერმერების მხარდასაჭერად მთავრობა „რქაწითელისა“ და „მანავის მწვანის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას წელსაც ეწევა, რისთვისაც 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
წაიკითხეთ ასევე:
რთველი-2021: კომპანიებისთვის სუბსიდირების პირობები შეიცვალა
კახელი მევენახეები დახმარებას მიიღებენ: რეგისტრაცია დღეიდან იწყება
ყველა ახალი ამბავი
0