https://sputnik-georgia.com/20210910/dazaralebuli-pevenaxeebis-registracia-iwyeba-259490602.html
კახელი მევენახეები დახმარებას მიიღებენ: რეგისტრაცია დღეიდან იწყება
კახელი მევენახეები დახმარებას მიიღებენ: რეგისტრაცია დღეიდან იწყება
Sputnik საქართველო
ერთჯერადი დახმარების მისაღებად ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში. 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T12:49+0400
2021-09-10T12:49+0400
2021-09-10T17:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249575725_0:67:3404:1982_1920x0_80_0_0_4ae22c5c265b16b0ab7c4e32b4b7b524.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად გაუნადგურდა მოსავალი, ერთჯერადი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლას დღეიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში შეძლებს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, ერთჯერადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3 ათასი ლარით. ხოლო იმ ფერმერებს, რომლებმაც დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებით მიიღეს გარკვეული ოდენობის შემოსავალი (1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 3 ათას ლარზე ნაკლები თანხა), სახელმწიფო მათ შეუვსებს დარჩენილ სხვაობას. ერთჯერადი დახმარების მისაღებად ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში. უწყების ინფორმაციით, მევენახეობის კადასტრის სისტემაში რეგისტრირებულ ერთ ფიზიკურ პირზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნისთვის მისაღები/მიღებული თანხის და ერთჯერადი დახმარების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს.ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველმა პირმა განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს. განცხადება უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ვენახ(ებ)ის დაზიანების შესახებ, ვენახ(ებ)ის კოდს (მევენახის კადასტრის ამონაწერიდან), ფიზიკური პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს და საკონტაქტო ინფორმაციას. დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერიები სოფლის განვითარების სააგენტოს გაუგზავნიან იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებთანაც დათვალიერების აქტით დადასტურდა სეტყვის შედეგად ვენახ(ებ)ის დაზიანებისა და მოსავლის არარსებობის ფაქტი. ამის შემდეგ განისაზღვრება დაზარალებულ პირთა სია და გასაცემი თანხის ოდენობა და გაიცემა ერთჯერადი დახმარება. ფერმერები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ „ლიბერთი ბანკის" მეშვეობით. მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ ბანკის პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხება თანხა.26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო. 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, რომელმაც დააზიანა 180 ჰექტარი ვენახი.
https://sputnik-georgia.com/20210908/rtveli-2021-kaxetsi-57-atasi-tona-yurzeni-gadaamusaves-259443515.html
https://sputnik-georgia.com/20210910/saqartveloshi-gvinis-popularizaciis-saxelmwifo-programa-damtkicda-259483706.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249575725_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_b279e3750320eaf37dcd293f2141aba4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო
კახელი მევენახეები დახმარებას მიიღებენ: რეგისტრაცია დღეიდან იწყება
12:49 10.09.2021 (განახლებულია: 17:04 10.09.2021) ერთჯერადი დახმარების მისაღებად ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში.
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად გაუნადგურდა მოსავალი, ერთჯერადი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლას დღეიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში შეძლებს.
ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ერთჯერადი დახმარების ოდენობა განსაზღვრულია ერთ ჰექტარზე 3 ათასი ლარით. ხოლო იმ ფერმერებს, რომლებმაც დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებით მიიღეს გარკვეული ოდენობის შემოსავალი (1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 3 ათას ლარზე ნაკლები თანხა), სახელმწიფო მათ შეუვსებს დარჩენილ სხვაობას.
ერთჯერადი დახმარების მისაღებად ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში. უწყების ინფორმაციით, მევენახეობის კადასტრის სისტემაში რეგისტრირებულ ერთ ფიზიკურ პირზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე ჩაბარებული ყურძნისთვის მისაღები/მიღებული თანხის და ერთჯერადი დახმარების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს.
ერთჯერადი დახმარების მიღების მსურველმა პირმა განაცხადით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს. განცხადება უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ვენახ(ებ)ის დაზიანების შესახებ, ვენახ(ებ)ის კოდს (მევენახის კადასტრის ამონაწერიდან), ფიზიკური პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს და საკონტაქტო ინფორმაციას.
10 სექტემბერი 2021, 10:26
დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერიები სოფლის განვითარების სააგენტოს გაუგზავნიან იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებთანაც დათვალიერების აქტით დადასტურდა სეტყვის შედეგად ვენახ(ებ)ის დაზიანებისა და მოსავლის არარსებობის ფაქტი. ამის შემდეგ განისაზღვრება დაზარალებულ პირთა სია და გასაცემი თანხის ოდენობა და გაიცემა ერთჯერადი დახმარება. ფერმერები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ „ლიბერთი ბანკის" მეშვეობით. მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ ბანკის პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხება თანხა.
26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში – ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაანადგურა და დააზიანა 4,6 ათასი ჰექტარი ვენახი. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ლოკაციაზე 10%-დან 90%-მდე იყო. 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, რომელმაც დააზიანა 180 ჰექტარი ვენახი.