რთველი-2021: კახეთში 57 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს

© photo: Sputnikრთველი კომპანია შუმში
რთველი კომპანია შუმში - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ მომენტში რეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად უერთდებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. რთველი 2021-ის ფარგლებში კახეთში 57 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, დაახლოებით ოთხჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
8 სექტემბრის მონაცემებით, 5 ათასზე მეტმა ფერმერმა უკვე ჩააბარა მოსავალი ღვინის ქარხნებს. მათმა შემოსავალმა ჯამში 50 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ დროისათვის 85-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა 34 ათასი ტონა „რქაწითელი“, 18 ათასი ტონა „საფერავი“, 2 ათასი ტონა „კახური მწვანე“. დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2021
დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეების შემოსავალმა 13 მლნ ლარს მიაღწია
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ მომენტისთვის რეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც თანდათანობით უერთდებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესს.
ფერმერების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ყურძნის ორი ჯიშის – „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ სუბსიდირება, რომლებიც ძირითადად კახეთში მოდის. სუბსიდიით სარგებლობა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც შეიძენენ და გადაამუშავებენ ამ ჯიშის არანაკლებ 100 ტონა ყურძენს და ფერმერს ერთ კილოგრამში არანაკლებ 90 თეთრს გადაუხდიან.
სუბსიდირებისთვის გამოყოფილია 100 მილიონი ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0