https://sputnik-georgia.com/20210910/saqartveloshi-gvinis-popularizaciis-saxelmwifo-programa-damtkicda-259483706.html
საქართველოში ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
საქართველოში ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
Sputnik საქართველო
პროგრამა ქართული ღვინის იმპორტიორებს დაეხმარება – საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია განახორციელონ სავაჭრო ქსელებსა თუ საცალო მაღაზიებში და სხვადასხვა... 10.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-10T10:26+0400
2021-09-10T10:26+0400
2021-09-10T14:10+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/63/244806308_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e90fedc1184252f01beaf1da0b53ae0e.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ შეიცავს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილება.დადგენილება ძალაში 9 სექტემბრიდან შევიდა. დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.პროგრამის პირობებიპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურებენ მარკეტინგულ ხარჯებს (გარდა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული მარკეტინგული ხარჯებისა), თუ ისინი მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტი (ლიტრი) ღვინის ექსპორტს განახორციელებენ, ასევე გაიღებენ მეტ მარკეტინგულ ხარჯებს. კალენდარული წლის მანძილზე თითოეულ ბენეფიციარზე გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა 600 ათასს არ გადააჭარბებს.დადგენილების თანახმად, პოტენციურ ბენეფიციართან გაფორმდება დაფინანსების ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მას უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გაწეული აქვს მარკეტინგული ხარჯი და განუხორციელებია ღვინის ექსპორტი პროგრამის პირობების შესაბამისად.პროგრამა ქართული ღვინის იმპორტიორებს დაეხმარება – საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია განახორციელონ სავაჭრო ქსელებსა თუ საცალო მაღაზიებში და სხვადასხვა პლატფორმებზე.პროგრამით გათვალისწინებულია:– ქსელური ტიპის საცალო გაყიდვების ობიექტებში შესვლის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა სახის მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება;– სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების წახალისების/სტიმულირების მიზნით თაროების ბრენდირება, სავაჭრო ობიექტის კატალოგში განთავსება, დეგუსტაციები;– სავაჭრო ობიექტებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში ღვინის გაყიდვის ეფექტიანობის უზრუნველყოფა – საერთაშორისო კომპანიის დაქირავება პროდუქციის ეფექტურად განლაგების/წარდგენის მიზნით;– გაყიდვების ზრდისკენ მიმართული მედიაკამპანია: სხვადასხვა სახის მედიასაშუალებებში ღვინის გაყიდვის ონლაინ-პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში პროდუქტის რეკლამირების უზრუნველყოფა;– ახალი პარტნიორის მოძიების მიზნით სამიზნე ბაზარზე გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ ექსპორტიორ ქვეყნებში: აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია, გერმანია. ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია ყველა საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე.
https://sputnik-georgia.com/20210813/saqartvelo-gvinis-eqsports-zrdis-252580655.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/63/244806308_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f2bccd19e24a7ceed4fcbda8b51153cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ქართული ღვინო
საქართველოში ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
10:26 10.09.2021 (განახლებულია: 14:10 10.09.2021) პროგრამა ქართული ღვინის იმპორტიორებს დაეხმარება – საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია განახორციელონ სავაჭრო ქსელებსა თუ საცალო მაღაზიებში და სხვადასხვა პლატფორმებზე.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
ინფორმაციას ამის შესახებ შეიცავს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილება.
დადგენილება ძალაში 9 სექტემბრიდან შევიდა. დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
პროგრამის მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურებენ მარკეტინგულ ხარჯებს (გარდა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული მარკეტინგული ხარჯებისა), თუ ისინი მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტი (ლიტრი) ღვინის ექსპორტს განახორციელებენ, ასევე გაიღებენ მეტ მარკეტინგულ ხარჯებს.
კალენდარული წლის მანძილზე თითოეულ ბენეფიციარზე გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა 600 ათასს არ გადააჭარბებს.
დადგენილების თანახმად, პოტენციურ ბენეფიციართან გაფორმდება დაფინანსების ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მას უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გაწეული აქვს მარკეტინგული ხარჯი და განუხორციელებია ღვინის ექსპორტი პროგრამის პირობების შესაბამისად.
პროგრამა ქართული ღვინის იმპორტიორებს დაეხმარება – საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია განახორციელონ სავაჭრო ქსელებსა თუ საცალო მაღაზიებში და სხვადასხვა პლატფორმებზე.
პროგრამით გათვალისწინებულია:
– ქსელური ტიპის საცალო გაყიდვების ობიექტებში შესვლის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა სახის მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება;
– სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვების წახალისების/სტიმულირების მიზნით თაროების ბრენდირება, სავაჭრო ობიექტის კატალოგში განთავსება, დეგუსტაციები;
– სავაჭრო ობიექტებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში ღვინის გაყიდვის ეფექტიანობის უზრუნველყოფა – საერთაშორისო კომპანიის დაქირავება პროდუქციის ეფექტურად განლაგების/წარდგენის მიზნით;
– გაყიდვების ზრდისკენ მიმართული მედიაკამპანია: სხვადასხვა სახის მედიასაშუალებებში ღვინის გაყიდვის ონლაინ-პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში პროდუქტის რეკლამირების უზრუნველყოფა;
– ახალი პარტნიორის მოძიების მიზნით სამიზნე ბაზარზე გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ ექსპორტიორ ქვეყნებში: აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, იაპონია, გერმანია. ქართული ღვინო მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია ყველა საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე.