ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ: ენდოკრინოლოგის რჩევები

© Pixabay / Skica911საუზმე
საუზმე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
საუზმეს ხშირად „დღის ყველაზე მნიშვნელოვან კერძს“ უწოდებენ. ის გავსებს ენერგიით, რომელიც შემდეგ მთელი დღის განმავლობაში მიგყვება, ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას მიირთმევ დილას.
როგორ უნდა დავიწყოთ დილა იმ შემთხვევაში, თუ ჯანსაღად ცხოვრება გვსურს და რა უნდა მივირთვათ დილით, ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა შოთა ჯანჯღავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
© Facebook / courtesy of Nino Javakhiaშოთა ჯანჯღავა
შოთა ჯანჯღავა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
შოთა ჯანჯღავა
​- საუზმე ჩვენი კვებითი რაციონის აუცილებელი კომპონენტია, რადგან შემდეგში ის განსაზღვრავს ჩვენი დღის პოზიტიურ მდგომარეობას. საუზმის შემდეგ იზრდება ადამიანი პროდუქტიულობა. მთელი ღამის განმავლობაში, როცა ჩვენ გვძინავს, ჩვენი ორგანიზმი ხარჯავს მიკრო და მაკრო ელემენტებს, ვიტამინებს, რომელიც დაგროვილი გვაქვს და დილთ მას სჭირდება აღდგენა, ამიტომ აუცილებელია მივაწოდოთ ახალი პროდუქტი.
წონაში დაკლება - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
უახლესი დიეტა „ფავორიტი“ – მოკლე, მკაცრი, მაგრამ ძალიან ეფექტური – შვიდი დღის მენიუ
- რა პერიოდია საუზმისთვის საუკეთესო?
- საუზმისთვის ყველაზე კარგი პერიოდი არის დილის ექვსი საათიდან ათ საათამდე. საკმაოდ დიდი შუალედია. თუ ადამიანი უფრო გვიან იღვიძებს, ეს, სამწუხაროდ, უკვე საუზმედ არ ითვლება. ეს უკვე ლანჩია და მეორე კვებაზე გადავდივართ. გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ არის მიზანშეწონილი, რომ საკვები მივიღოთ. ორგანიზმს სჭირდება გაღვიძება. სისხლით მომარაგება უნდა გადაანაწილოს ორგანიზმმა. ჩვენ რომ მოსვენებულ მდგომარეობაში ვართ, კუნთებიც მოდუნებულია. არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელიც განსაზღვრავს საუზმის აუცილებლობას. ესენია: კუჭნაწლავი, ენერგია, ვიტამინები, ჯანსაღი ცხოვრბეის წესი, დაბალანსებული კვების რეჟიმი და წონის დაკლება. ვისაც წონის დაკლება სურს, აუცილებლად დილით უნდა ისაუზმოს.
ჯანმრთელი საკვები - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
დიეტა დეპრესიის დროს: საკვები, რომელიც დაგვეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში
- რომელი პროდუქტებია უმჯობესი, რომ მივიღოთ დილით?
- არის რამდენიმე თეორია - ნოყიერი თუ მსუბუქი საუზმე. საუზმე უნდა იყოს ნოყიერი, რადგან ყველა მიკრო და მაკრო ელემენტი უნდა იყოს მასში. დილით არ არის რეკომენდირებული ე.წ. ფრეშების მიღება. ასევე ხილი, განსაკუთრებით ციტრული არ არის რეკომენდირებული საუზმის დროს. მაგრამ თუ შვრიას გავამდიდრებთ ცოტა ხილით, ეს დასაშვებია. რძის პროდუქტები თითქმის ყველა დაშვებულია, მაღალკალორიულიც. კრუასანიც საკმაოდ ნოყიერია და მისი მიღებაც დასაშვებია.
საზამთრო  - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
რით არის სახიფათო საზამთროს დიეტა: ენდოკრინოლოგი განმარტავს
- საუზმემდე სასურველია თუ არა, რომ ადამიანმა მიიღოს სითხე?
- რაც შეეხება სითხეს, ​საუზმემდე სითხის მიღება სასურველია. წყლის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ლიმონიანი წყალი არაა დიდად რეკომენდებული, მით უმეტეს, ვისაც მჟავიანობა აწუხებს. თაფლიანი წყალი და ჩვეულებრივი წყალი არანაირად არ არის აკრძალული. საუზმის ჩამნაცვლებელი დღეისთვის არაფერი არ არის. თუ დილას ადრე ვიწყებთ და არ ვსაუზმობთ, ვიტამინებით მაინც უნდა გავამდიდროთ ორგანიზმი.
ხმელთაშუა ზღვისპირული დიეტა - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2020
ახალი კვლევა: ცნობილია დიეტა, რომელიც COVID-19-სგან დაგიცავთ
- ახსენეთ, რომ წონის კლების დროს აუცილებელია საუზმე...
​- დიახ, ნოყიერი საუზმე ზედმეტ კილოგრამებს დაგაკლებინებთ. ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი ორგანიზმი ინსულინის გამოყოფის რიტმებზეა აწყობილი. როდესაც ჩვენ ვაწვდით ორგანიზმს საკვებ პროდუქტს, ამით კმაყოფილდება ორგანიზმი და არ ავლენს ინსულინრეზისტენტობისკენ მიდრეკილებას. რაციონალურ კვებაში გათვალისწინებულია დაყოფილი კვების პერიოდები, სადაც საუზმე აუცილებელია. 16-18 საათიანი შიმშილის დროს, სჯობს, რომ უფრო დილის პერიოდი იყოს დატვირთული და არა საღამოს.
უმეტესობა ხშირად აკეთებს სამიდან საღამოს ცხრამდე ან თორმეტიდან ექვსამდე, სჯობს ვიკვებოთ ათიდან ოთხ საათამდე. დილის პერიოდი არის მნიშვნელოვანი ასეთ შემთხვევაში.
ყველა ახალი ამბავი
0