სახელმწიფოსგან მოპარული მილიარდებით: ვოლკოვმა აშშ-ში კორუფციასთან ბრძოლის ფონდი შექმნა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშირუსული და ამერიკული ფულის ერთეულები
რუსული და ამერიკული ფულის ერთეულები - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2021
გამოწერა
ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს ამერიკული კლონი გაუჩნდა — მასაჩუსეტსის შტატში დარეგისტრირებული Anti-Corruption Foundation, Inc. (ACF), რომელსაც ლეონიდ ვოლკოვი და ვლადიმირ აშურკოვი ხელმძღვანელობენ. მის მმართველობში ასევე შედის „პრობიზნესბანკის“ ყოფილი თანამფლობელი ალექსანდრ ჟელეზნიაკი, რომელსაც რუსეთში ბანკიდან 28 მლრდ რუბლის მიტაცებაში ედება ბრალი. ამის შესახებ RT-მ მასაჩუსეტსის იურიდიულ პირთა რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან შეიტყო. ექსპერტების აზრით, ახალი ფონდი ნავალნის მომხრეებს საგადასახადო სერვისი Stripe-ით დონაციების მისაღებად და ამერიკის სამთავრობო ორგანიზაციებისგან გრანტების მისაღებად ესაჭიროებათ.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2020
ნავალნის ინციდენტი: ლავროვმა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა
არაკომერციული ორგანიზაცია Anti-Corruption Foundation, Inc. ცოტა ხნის წინ, 2021 წლის 27 ივლისს გაიხსნა მასაჩუსეტსში, რასაც იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი ადასტურებს (opencorporates.com). ამ მონაცემების მიხედვით, ლეონიდ ვოლკოვი, ვლადიმირ აშურკოვი და ალექსანდრ ჟელეზნიაკი ფონდის დირექტორებად ირიცხებიან. ამავდროულად ვოლკოვი ACF-ის პრეზიდენტი გახდა, აშურკოვი — ვიცე-პრეზიდენტი და ხაზინადარი.
აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების მიერ საერთაშორისო ძებნილადაა გამოცხადებული. აშურკოვს 2014 წლიდან ეძებდნენ ნავალნის სასარგებლოდ 10 მილიონი რუბლის გაფლანგვის ბრალდებით. ვოლკოვი ძებნილთა სიაში მიმდინარე წლის თებერვალში მოხვდა თინეიჯერების არალეგალურ მიტინგებში ჩართვის ბრალდებით.
„პრობიზნესბანკის“ თანადამფუძნებელ ჟელეზნიაკს რუსი გამომძიებლები 2017 წლიდან ეძებენ აღნიშნული ბანკიდან და მასთან დაკავშირებული ფინანსური ჯგუფი Life-დან 28 მილიარდი რუბლის მიტაცების ბრალდებით.
ალექსეი ნავალნი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2020
მოსაზრება: რატომ თამაშობს ნავალნი გერმანელებთან „ნოვიჩოკით?“
ჟელეზნიაკმა ფაქტობრივად რუსეთის ბიუჯეტს მიაყენა ზიანი, ვინაიდან მის მიერ მიყენებული ზარალი ანაბრების დაზღვევის სახელმწიფო სააგენტომ აანაზღაურა, ამბობს იურისტი ილია რემესლო, პროექტ Navalny Leaks-ის ავტორი. ანუ ჟელეზნიაკი, ექსპერტის აზრით, თავად არის მაგალითი იმისა, ვისაც კორუფციასთან ბრძოლის ფონდი (FBK) ებრძვის.

„რაც შეეხება ჟელეზნიაკს. ეს არის აბსოლუტურად საოცარი შემთხვევა, როდესაც კორუფციასთან მებრძოლები ფონდის ერთ-ერთ ლიდერად ხდიან პიროვნებას, რომელიც განსაკუთრებით ფართომასშტაბიან ქურდობაშია ჩარეული“, — განუცხადა რემესლომ RT-ს. — სახელმწიფოსგან მოპარული ათობით მილიარდით მან შეიძინა ვილა, რომელშიც კორუფციასთან ბრძოლის ფონდი „შეიფარა“.

მანჰეტენზე — მინდობილობით

მასაჩუსეტსის ACF რეგისტრირებულია როგორც „უცხოური კორპორაცია“ — ამ ტერმინით შეერთებულ შტატებში აღიწერება კომპანია, რომელიც საქმიანობს სხვა შტატებში ან იურისდიქციებში, რომლებიც განსხავდება იმისგან, სადაც ის თავდაპირველად იყო დარეგისტრირებული. მასაჩუსეტსის ფონდმა ეს სტატუსი იმიტომ მიიღო, რომ ის ნიუ-იორკის ამავე სახელწოდების ფონდის ფილიალია.

„საზღვარგარეთ საქმიანობისთვის და უცხოური შემოწირულობების ათვისებისთვის, ასევე აშშ-ის სხვა შტატში საქმიანობის განსახორციელებლად, აუცილებელია დაარეგისტრიროთ უცხოური კორპორაცია, — განმარტა ილია რემესლომ. — ნავალნის თანამშრომლებმა ჯერ შიდა იურიდიული პირი დაარეგისტრირეს ნიუ-იორკში, შემდეგ კი მისი ქვეგანყოფილება მასაჩუსეტსში, რომელსაც უკვე ეწოდება უცხოური კორპორაცია“.

ACF-მა ნიუ-იორკში ეს სახელი 2021 წლის 19 მაისს მიიღო. თუმცა თავად ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში გაჩნდა და იმ მომენტში Rikolto, LTD ერქვა.
სახელის შეცვლა მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პროკურატურამ სარჩელი შეიტანა და ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ექსტრემისტული ორგანიზაციად აღიარება მოითხოვა. შტატის იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ლეონიდ ვოლკოვი ნიუ-იორკის ACF-ის პრეზიდენტი, სულ მცირე, 27 ივლისიდანაა.
ამასთან Rikolto-ს თავდაპირველ მისამართზე ბრუკლინში სხვადასხვა პროფილის ათობით ფირმაა რეგისტრირებული.
ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი მხოლოდ 22%-ით დაფინანსდა მოქალაქეების შემოწირულობებით. დანარჩენი 78%...
„სავარაუდოდ, დოკუმენტებში ცვლილებები მიუთითებს იმაზე, რომ 2021 წლის მაისში ნიუიორკული იურიდიული პირი კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლებზე გადაფორმდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეერთებულ შტატებში გამგზავრების გარეშე მოხდა, ინტერნეტით — ელექტრონული სერტიფიკატისა და მინდობილობის საშუალებით“, — განუმარტა RT-ს უცხოური აქტივების ძიების სპეციალისტმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა. — ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა შტატებში: იურიდიული ფირმა თავის სახელზე ხსნის ფირმას, რომელსაც შემდეგ ყიდის. მყიდველისთვის ეს უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ნულიდან რეგისტრაციაზე ფულის ხარჯვა“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ამერიკული ვერსიის დამფუძნებლებმა უბრალოდ შეიძინეს „მზა“ Rikolto ადგილობრივი იურისტებისგან და თავის სახელზე გადაარეგისტრირეს.
ორგანიზაციამ მაშინვე შეიცვალა იურიდიული მისამართი ბრუკლინიდან მანჰეტენზე. ახლა ნიუიორკული ოფისი ფინანსურ უბანში მდებარეობს — Broad Street 85-ში. ამავე ქუჩაზეა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა და ბანკ JP Morgan-ის ყოფილი სათავო ოფისი. FBK-ს ახალი ოფისიდან ათი წუთის სავალზეა 9/11-ის მემორიალი.
ოფისი, სადაც FBK განთავსდა, არის 30-სართულიანი შენობა. 2009 წლამდე იქ Goldman Sachs-ის ოფისი მდებარეობდა. შენობა ამჟამად ბიზნეს-ცენტრად გამოიყენება.

გაქცეული ბანკირის ფრთის ქვეშ

სახელის შეცვლიდან ორი თვის შემდეგ, 2021 წლის ივლისში ნიუ-იორკის ფონდმა ფილიალი გახსნა მასაჩუსეტსში. რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება მასაჩუსეტსის ხელისუფლების მიერ გაცემული უცხოური კორპორაციის სერტიფიკატის ასლით, რომელიც შეიცავს მისი სარეგისტრაციო აგენტის (პასუხისმგებელია არარეზიდენტი კომპანიის კავშირზე რეგისტრაციის იურისდიქციის სახელმწიფო ორგანოებთან) ალექსანდრე ჟელეზნიაკისა და პრეზიდენტ ლეონიდ ვოლკოვის ხელმოწერებს.
ორგანიზაციის შექმნის მიზნებად დოკუმენტში დასახელებულია „აშშ-ში, რუსეთში, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ანტიკორუფციულ და ადამიანის უფლებების დამცველ პროექტებში მონაწილეობა“.
მითითებულია კორპორაცის მისამართიც: 88 Cutler Lane, Chestnut Hill.
უძრავი ქონების გაყიდვების განცხადებების ღია ბაზების თანახმად, ეს არის სასახლე, რომლის ფართობია 2279 კვ.მ. როგორც რუსული მედია წერდა, 2016 წელს სახლი იყიდა ბანკირის მეუღლე ოლგა ჟელეზნიაკმა — 4,4 მილიონ დოლარად. ასეთი გარიგების არსებობა დასტურდება აშშ-ის უძრავი ქონების გაყიდვების საიტების მონაცემებით. ონლაინ მონაცემთა ბაზა Checkpeople ასევე მიაწერს ამ მისამართს ოლგა და ალექსანდრ ჟელეზნიაკებს.
შესყიდვა იმაზე ერთი წლით ადრე მოხდა, ვიდრე რუსეთში ჟელეზნიაკის „პრობიზნესბანკიდან“ ფულის მიტაცებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა. გამოძიების ვერსიით, თანხას ფიქტიური დაკრედიტების სქემით ითვისებდნენ: „პრობიზნესბანკი“ ყალბ ფირმებზე გასცემდა დაუბრუნებელ სესხებს, იქიდან კი ფული, არალიკვიდური ფასიანი ქაღალდების შეძენის საფარქვეშ, მიდიოდა ისეთ ოფშორულ კომპანიებზე, რომლებსაც მენეჯმენტი ვერ აკონტროლებდა. ამ გზით გატანილი თანხები საზღვარგარეთ უძრავი ქონების შესაძენადაც გამოიყენეს.

კითხვები იურისდიქციის შესახებ

ნავალნის თანამოაზრეები საზღვარგარეთ ერთმანეთის მიყოლებით მიდიან. ზოგი, ვოლკოვისა და აშურკოვის მსგავსად, დიდი ხანია ცხოვრობს რუსეთის გარეთ. 2021 წელს FBK-ის საკვანძო თანამშრომლების უმეტესობა ევროზონისა და დსთ-ის ქვეყნებში დასახლდა.
მაგრამ ახალი „სათავო ოფისის“ გასახსნელად ოპოზიციონერებმა სწორედ შეერთებული შტატები აირჩიეს.

„ამერიკა აირჩიეს რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი ისაა, რომ მათ სჭირდებათ იურიდიული პირი, რათა ამერიკულ კომპანია Stripe-თან კონტრაქტი გააფორმონ, რომელიც უცხოურ FBK-ებში შესული გადასახადების ოპერატორია“, — მიიჩნევს ილია რემესლო.

მართლაც, აგვისტოს დასაწყისში ვოლკოვმა Stripe სერვისის მეშვეობით შემოწირულობების მიღების ახალი მეთოდი ფონდის დასახმარებლად ყველაზე უსაფრთხო და ანონიმურ საშუალებად გამოაცხადა.
„ჩვენ მთლიანად გავედით რუსეთის საბანკო სისტემიდან, <…> ფინანსური ინფრასტრუქტურიდან“, — თქვა ვოლკოვმა YouTube-ზე.
FBK-მა ონლაინ გადახდის სერვისს Stripe-ს მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ ფონდი და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად აღიარა 2021 წლის ივნისში. ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებისთვის კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამიტომ FBK-მ დაიწყო სპონსორების დაცვის გზების ძებნა, რომელთა შემოწირულობები ფონდის მთლიანი ბიუჯეტის 22%-ს შეადგენს (როგორც RT-მ გაარკვია, დანარჩენ 78% თავად ფონდის თანამშრომლებმა და მსხვილმა ბიზნესმენებმა შეიატანეს საზღვარგარეთიდან).
სინამდვილეში, Stripe თვალყურს ადევნებს FBK-ს ყველა დონორს, განუმარტეს ინფორმაციის უსაფრთხოების ექსპერტებმა RT- ს, ამიტომ 100%-იანი ანონიმურობა გამორიცხულია.
ალექსეი ნავალნის შტაბების ქსელის ხელმძღვანელმა ლეონიდ ვოლკოვმა ლიეტუვაში მიიღო ბინადრობის უფლება. ეს დასტურდება მონაცემებით ...
ანონიმურობის არარსებობას ადასტურებს რემესლოც. მან მოახერხა FBK-ს ახალი იურიდიული პირის პოვნა აშშ–ში — სწორედ PayPal-ის შემოწირულობების გადახდის ფორმით — იგი მითითებულია როგორც თანხების მიმღები.
ალექსეი ბავალნი მოსკოვში გამართულ მიტინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2020
მოსაზრება: გერმანია ალექსეი ნავალნის გაჩუმებას აიძულებს
„ეს ინფორმაცია აისახება საბანკო ამონაწერებში, შესაბამისად, ის ხელმისაწვდომია სამართალდამცავი ორგანოებისათვის, — წერს რემესლო თავის Telegram არხზე. — შემდეგ ყველაფერი ელემენტარულია — „როსფინმონიტორინგის“ მეშვეობით რუსულ ბანკებს მოთხოვნა გადაეგზავნება გადახდების მონაცემებზე და დონორების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ“.
ოკეანის გაღმა გადასახლების მეორე მიზეზად რემესლომ აშშ-ის მხრიდან ნავალნის მხარდამჭერების „მფარველობა“ დაასახელა.
„შეერთებული შტატები ტრადიციულად მფარველობენ ნავალნისა და მის გუნდს, მათ იქ ძველი კავშირები აქვთ — ჯერ კიედვ იმ მომენტიდან, როდესაც ნავალნი გრანტებს იღებდა NED-ისგან (National Endowment for Democracy. - RT ) და იელის უნივერსიტეტში სწავლობდა, ისევე როგორც თავად ვოლკოვი“ — აღნიშნა იურისტმა.
და, ბოლოს, ექსპერტის აზრით, ამერიკული კომპანია „იდეალურად შეეფერება გრანტების მიღებას“ ამერიკის სამთავრობო ფონდებიდან.
ბანკირ ჟელეზნიაკის როლი, ექსპერტის აზრით, შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ფონდის ხელმძღვანელობაში მონაწილეობით.

„ვფიქრობ, რომ ის ასევე აფინანსებს FBK-ს მოპარული ფულიდან“, — ამბობს რემესლო. — ჩემი ინფორმაციით, ჟელეზნიაკთან ამერიკული სპეცსამსახურები მუშაობენ. როგორც ჩანს, FBK მას რუსეთში ექსტრადიციისგან დაცვის სანაცვლოდ“.

რემესლო ამას FBK-ს ამერიკულ სახელმწიფო უწყებებთან კავშირისა და რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის დასტურად მიიჩნევს. ის აპირებს, რომ ამ სიტუაციას სამართლებრივი შეფასება მისცეს.
„ვაპირებ მივმართო სახელმწიფო სათათბიროს კომისიას, რომელიც საგარეო ჩარევების გამოძიებითაა დაკავებული, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურასაც“, — თქვა რემესლომ RT- სთან ინტერვიუში. — აუცილებელია დავუსვათ კითხვები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს: რის საფუძველზე ფარავენ ისინი კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და რატომ იყენებენ მათ რუსეთის საქმეებში ჩასარევად?“
ყველა ახალი ამბავი
0