მოსაზრება: გერმანია ალექსეი ნავალნის გაჩუმებას აიძულებს

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიალექსეი ბავალნი მოსკოვში გამართულ მიტინგზე
ალექსეი ბავალნი მოსკოვში გამართულ მიტინგზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსეი ნავალნიმ სოციალურ ქსელებში ჰოსპიტალიზაციის შემდგომი პირველი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები, ზოგადი პოზიტიური დინამიკის ფონზე, მაინც აქვს.

ირინა ალქსნისი

ხოლო ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა მოითხოვა, შეეწყვიტათ ბლოგერის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შესახებ გაკეთებული დასკვნების კრიტიკა, ვინაიდან საფრანგეთსა და შვედეთში არსებულმა რომელიღაც დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა ბუნდესვერის სპეციალისტების დასკვნები დაადასტურეს. ეს ლაბორატორიები „რომელიღაც“ იმიტომაა, რომ მათი ინფორმაციები ასევე გასაიდუმლოებულია.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რუსეთი ვერაფრით დაეხმარება გერმანიას

საეჭვოა, რომ საგარეო უწყების ხელძძღვანელს სურვილი შეუსრულდეს. სამაგიეროდ ბევრად დამაჯერებელია სრულიად საპირისპირო შედეგი, ვინაიდან გერმანიის ხელისუფლებას თავად ალექსეი ნავალნიმ გამოსდო კვანტი.

გამოცემა New York Times-მა, გერმანიის უსაფრთხოების ორგანოების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ნავალნი რუსეთში დაბრუნებას აპირებს „მოღვაწეობის გასაგრძელებლად“.

თუ გაზეთის ინსაიდი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ნავალნის მართლაც სასიხარულოდ აქვს საქმე, ვინაიდან ასეთი სურვილი არაორაზროვნად მოწმობს მისი კოგნიტიური ფუნქციების შენარჩუნებაზე, რაც, ექიმების კომენტარებით თუ ვიმსჯელეთ, ბლოგერის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სულაც არ იყო გარანტირებული.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი კარის გაჯახუნებით არაერთმა ისეთმა ადამიანმა დატოვა, რომლებიც მანამდე შესამჩნევი საზოგადოებრივ–პოლიტიკური ფიგურები იყვნენ. შედეგი კი ყოველთვის ერთნაირი დგებოდა: ისინი ელვისებურად კარგავდნენ საზოგადოებრივ წონას, ითქვიფებოდნენ რა ემიგრანტების საერთო მასაში, რომლებიც არავის აინტერებდა. და კრემლთან უკომპრომისო მებრძოლების მდგომარეობასთან ერთად ისინი ამ სტატუსთან დაკავშირებულ ფინანსურ შესაძლებლობებსაც კარგავდნენ — რუს ოპოზიციონერებს შორის ხოდორკოვსკის მსგავსი მართლაც მდიდარი ადამიანები ცოტანი არიან.  

„ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“: გერმანიამ შეიძლება პროექტი შეაჩეროს

შედეგად – ყველაფერი ის, რა მათ რჩებათ, სოციალურ ქსელებში ღვარძლის ფრქვევაა პრაღაში, რიგასა თუ ლონდონში არსებული მათი პატარა ბინებიდან. ხოლო კიდევ უფრო სამწუხარო შემთხვევაში სულაც ახალი ქვეყნის „სადამსჯელო ფსიქიატრიის“ დოლაბებში შეიძლება აღმოჩნდე, როგორც ეს პიოტრ პავლენსკის დაემართა.

სხვათა შორის, შეცდომებზე ისწავლეს. თემა „სამუდამოდ ვტოვებ რუსეთს, დაე, უჩემოდ დაიღუპოს“ სულ უფრო იშვიათად და ჩუმად ისმის ყოველ მომდევნო წელს.

აი, ალექსეი ნავალნისთვის კი მსგავსი შედეგი განსაკუთრებით საწყენი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ის რუსეთის ყველაზე ცნობილ ოპოზიციონერად იქცა, მან ასევე ძალიან ეფექტური სისტემა ააწყო თავისი მომხრეებისგან ფინანსების „ამოსაქაჩად“. ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ეს უზრუნველყოფდა მისთვის უამრავ სასიამოვნო ბონუსსა და ცხოვრების მეტად მაღალ დონეს — დაწყებული ძვირაღირებულ უცხოურ კურორტებზე ოჯახთან ერთად დასვენებით, დასრულებული ქალიშვილის სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლით.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ლუკაშენკო: არსებობს ნავალნის შესახებ ჩანაწერის გამოუქვეყნებელი სენსაციური ნაწილი

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბლოგერს იოტისოდენი სურვილიც არ აქვს, მიატოვოს „ოფლისღვრით მოპოვებული“ და მეორე სკრიპალად იქცეს, რომელიც თითქოს ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა სამყაროს დასასრულს მდებარე ყრუ კუთხეში გაგზავნეს, ნაცვლად უძველეს სოლსბერიში მყუდრო ცხოვრებისა — და ეს ყველაფერი ГРУ-ს მკვლელებისგან სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ ლეგენდის განსამტკიცებლად.

სწორედ აქ იჩენს თავს პრინციპული განსხვავება ალექსეი ნავალნისა და დასავლეთის მიერ დახატულ სურათს შორის მისი ავადმყოფობის შესახებ. გერმანელების მიერ დასმული დიაგნოზი დაუშვებელს ხდის მის დაბრუნებას სამშობლოში, გამომდინარე უსაფრთხოებიდან. მაგრამ ის ფაქტი, რომ ბლოგერი ჯიუტად მოიწევს უკან, პირდაპირ დრაკონის ხახაში, რომელმაც ის ვითომ ლამის მოკლა, იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ „ნოვიჩოკით“ მოწამვლისა და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის არსებობისა უბრალოდ არ სჯერა.

უფრო უარესიც: სამშობლოში ნავალნი ეპიკრიზით უნდა დაბრუნდეს. ხოლო გერმანული მხარე, როგორც ცნობილია, უარს ამბობს მოსკოვისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც ნავალნის დიაგნოზს დაადასტურებდა. რუსეთის გენპროკურატურამ მორიგი მოთხოვნა გაუგზავნა გერმანელ კოლეგებს, რათა ბლოგერის ავადმყოფობის მთელი ისტორიის შემოწმება ჩაეტარებინა, მაგრამ ბერლინის ხელშეწყობის იმედად ყოფნა გამორიცხულია. სამაგიეროდ კლინიკა „შარიტედან“ მიღებულმა ამონაწერმა, რომელსაც ბლოგერი თან ჩამოიტანს, შესაძლოა უამრავი საინტერესო ინფორმაცია მისცეს რუსეთის კომპეტენტურ ორგანოებს.

მოკლედ, ნავალნის სურვილი, აუცილებლად დაბრუნდეს რუსეთში, გერმანელებს მეტად უსიამოვნო მდგომარეობაში აყენებს, ვინაიდან ეს მათ იმ ბოდვის გროვის საბოლოო ჩამოშლით ემუქრება, რომელიც მათ ამ კვირებში ააგეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო   - Sputnik საქართველო
ბერლინის განცხადება ნავალნიზე: რუსეთი კომენტარს აკეთებს

სხვათა შორის, ბრიტანელებს ეს მომენტი ბევრად დახვეწილად ჰქონდათ დამუშავებული. გარდა იმისა, რომ სკრიპალების მოწამვლის შოუ შთაბეჭდილებას ახდენდა თავისი მასშტაბურობითა და დეტალირების დახვეწილობით — სახლების ნგრევის ჩათვლით, „მსხვერპლიც“ ძალიან გონივრულად იყო შერჩეული: ყველასთვის უინტერესო და არასაჭირო ყოფილი შპიონი, რომელიც ზუსტად იმას გააკეთებდა, რასაც კურატორები ეტყოდნენ. მაგრამ საჩვენებელი მომენტი ისაა, რომ ლონდონმაც კი არ გარისკა სკრიპალისთვის მოქმედების მინიმალური თავისუფლება მიეცა — არც ერთხელ არ დაალაპარაკა ჟურნალისტებსა და დიპლომატებს.

ალექსეი ნავალნის დათანხმება კი, ოჯახთან ერთად ნებაყოფლობით მიატოვოს რუსეთის მთავარი ოპოზიციონერის ტკბილი ცხოვრება, შესაძლოა გერმანელებისთვის უკიდურესად არატრივიალური ამოცანა გამოდგეს.

ბლოგერისთვის ცუდი ახალი ამბავი ისაა, რომ მისი დაბრუნება რუსეთში იმდენად უსიამოვნო შედეგებით ემუქრება მთელი ამ ალიაქოთის მომწყობ ბერლინს, რომ იქ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება ისეთ მეთოდებსაც კი მიმართონ, რომლებიც სიტყვების „დათანხმება“ და „ნებაყოფლობით“ გამოყენებას არ ითვალისწინებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0