მოსაზრება: რატომ თამაშობს ნავალნი გერმანელებთან „ნოვიჩოკით?“

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკშიალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკის“ ისტორია თანდათან მთავრდება — უფრო სწორად, მთავრდება მისი პირველი ნაწილი.

პიოტრ აკოპოვი

პესიმისტების შიშების მიუხედავად, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ბერლინს აიძულებდნენ, ნავალნის საქმე აღმოსავლეთ ფრონტზე პოლიტიკის შესაცვლელად გამოეყენებინა, უკვე გასაგებია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი–2“ არ შეჩერდება. არადა, სწორედ ეს იქნებოდა სიმბოლური ჟესტი, რომელიც ევროპული პოლიტიკის პრონციპულ შეტრიალებას წარმოაჩენდა. ამასთან, ხმაური ნავალნის გარშემო სულ უფრო მატულობს — ევროკავშირის ახლახან დამთავრებულ სამიტზე ისევ დაგმეს „ქიმიური იარაღის გამოყენება“ და მოუწოდეს რუსეთს, გამოიძიოს მომხდარი. ამასთან პირობაც დადეს, რომ ორი კვირის შემდეგ, მომდევნო სამიტზე, კვლავ დაუბრუნდებიან ევროკავშირის რეაქციის განხილვას „შემზარავ თავდასხმაზე“. თავად ნავალნიმ კი პირველი ინტერვიუ მისცა  გერმანულ ჟურნალ Spiegel–ს, რომელშიც პირდაპირ დაადანაშაულა მოწამვლაში ვლადიმირ პუტინი.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
პოლიტოლოგი: ტრამპს ნავალნის საქმეში ჩარევა არ სურს

მისი ლოგიკა რკინისებურია — თუ „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, ესე იგი ბრძნება ამის თაობაზე მხოლოდ პრეზიდენტს შეიძლებოდა გაეცა, ვინაიდან ეს საშინელი საწამლავი მხოლოს რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ. ყველაფერი „ნოვიჩოკს“ კი უკავშირდება, მაგრამ მისი გამოყენება რუსეთში აღმოჩენილი არ არის. სამაგიეროდ მისი კვალი უცნაურად  იპოვეს გერმანიაში გაკეთებულ ანალიზებში. გერმანელებმა საბოლოოდ მაინც არ გაუზიარეს რუს კოლეგებს თავიანთი მონაცემები, თუმცა კვლავ მოითხოვენ გაარკვიონ „ნოვიჩოკის“ გამოყენება. შეკითხვა „იყო კი „ნოვიჩოკი?“ სულელურად და უადგილოდ მიიჩნევა. რა თქმა უნდა, იყო, უბრალოდ უნდა აღიაროთ და მკვლელები იპოვოთო.  

თუმცა, რა საჭიროა ძებნა, თუ ნავალნიმ უკვე იპოვა დამკვეთი, ხოლო დასავლეთის პუვლიკას უკვე მეორე თვეა არწმუნებენ, რომ კრემლისთვის უხერხული პერსონების საშინელი შხამით მოწამვლა — ეს რუსული ტრადიციაა. მერე რა, რომ ის აბსოლუტურად უეფექტოა, სამაგიეროდ ზუსტად მიანიშნებს დამკვეთზე. ხოლო დაეჭვებულებს მაშინვე ამგვარი ეჭვების საშინელ შედეგებს უხატავენ: თუ პუტინი არაფერ შუაშია, მაშინ საქმე სამყაროს აღსასრულთან გვაქვსო.

„Spiegel: და მაინც, თუ ეს პუტინი არ იყო?
ნავალნი: თუ ეს პუტინი არ არის, მაშინ საქმე კიდევ უარესადაა. ერთი ფინჯანი „ნოვიჩოკი“ ბერლინის მეტროს დიდი სადგურის ყველა მგზავრის მოსაწამლადაა საკმარისი. თუ საბრძოლო ნივთიერებაზე ხელი არა სამ, არამედ ოცდაათ ადამიანს მიუწვდება, მაშინ ეს გლობალური საფრთხეა. ეს საშინელება იქნებოდა“.

სჯობს არ მოდუნდეთო, აფრთხილებს შეშინეულ გერმანელებს ნავალნი, „ნოვიჩოკის“ გამოცდა ჩემზე არ დამთავრდებაო:

„გერმანიის მთავრობის საოცრად მკაფიო სიტყვებს, ალბათ, ნაკლები კავშირი აქვს ჩემს პერსონასთან. ეს უფრო იმის გაცნობიერებაა, რა სახიფათო გზით მიდის რუსეთი. თუ კრემლი ამგვარ ოპერაციებში მონაწილეობს, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომელიმე გერმანელი პოლიტიკოსი მოწამლონ, რომელიც, მაგალითად, „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ წინააღმდეგ გამოდის?“

ალექსეი ბავალნი მოსკოვში გამართულ მიტინგზე - Sputnik საქართველო
მოსაზრება: გერმანია ალექსეი ნავალნის გაჩუმებას აიძულებს

ამასთან ინტერვიუში ნავალნი არ მოუწოდებს „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ გაჩერებისკენ. თუმცა ამას აზრიც არ აქვს, ვინდაიდან მერკელი მაინც არ შეცვლის თავის პოზიციას, რუსეთში კი ასეთი სიტყვები აღშფოთებას გამოიწვევდა. სამაგიეროდ ის ურჩევს ბერლინს, შემოიღოს „ზომები კონკრეტული ბოროტგანმზრახველების წინააღმდეგ“, ვინაიდან, სანამ „რუსული ელიტა ევროპის ინფრაქსტუქტურას იყენებს, არაფერი შეიცვლება. <...> მათ ეტკინებათ მაშინ, როცა ევროპა, ბოლოს და ბოლოს, საზღვრებს ჩაუკეტავს, აქტივების კონფისკაციას მოახდენს და თავის ტერიტორიაზე შესვლის  უფლებას აღარ მისცემს“.

ისინი ევროპისგან უნდა განიკვეთნონ, რათა გაძლიერდეს კონფლიქტი რუსეთსა და სავლეთს შორის. და ასეც მოხდება. თანაც მაშინ, როცა რუსეთში ბოლო წლებში ელიტების ნაციონალიზაცია მიდის. ამასთან პუტინმა ეს დასავლეთთან ყირიმის გამო კონფრონტაციამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. 2012 წელს კრემლში დაბრუნებულმა პუტინმა აქტიურად დაიწყო ელიტის გადაჩვევა ორმაგი ლოიალობისგან, 2014 წლის შემდეგ ეს პროცესი დაჩქარდა. დასავლური სანქციები წაეხმარა კიდეც ამას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქემ უცხოეთის სახელმწიიფოებს თავისივე თანამოქალაქეების მიმართ სანქციების დაწესებისკენ უნდა მოუწოდოს.   

თუმცა რის თავისიანები არიან ისინი ნავალნისთვის — ისიი  ხომ მკვლელები არიან! ის მანამდეც გამუდმებით არაადამიანებად სახავდა მათ, ახლა კი ამბობს, ჩვენ ვებრძვით საშინელ ავის განმზრახველებს, რომლებიც კიდევ უარესი დანაშაულის ჩასადენად არიან მზადო. „ჩვენ“ — ეს ნავალნი კი არა, ლამის მთელი რუსი ხალხია.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რუსეთი ვერაფრით დაეხმარება გერმანიას

გასაგებია, რომ პრეზიდენტის დადანაშაულებამ — „ვადასტურებ, რომ ამ ქმედების უკან პუტინი დგას. სხვა ვერსიები არ გამაჩნია“ — რუსეთში მკვეთღი რეაქცია გამოიწვია. სახელმწიფო  დუმის პრესსპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ნავალნის„ უსირცხვილო ნაძირალა“ უწოდა, რომლის გადარჩენასაც „გულწრფელად ცდილობდნენ პილოტებიც, ექიმებიცა და პრეზიდენტიც“. მისი თქმით, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებული სიტუაცია დასავლეთის ინსცენირებული, „რათა რუსეთში დაძაბულობა გამოიწვიოს და ბელორუსიის სუვერენიტეტის დაცვის სა შუალება მოსპოს“, ხოლო თავად ნავალნი, „აშკარაა, რომ  დასავლურ სპეცსამსახურებთან და ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობს“.

კრემლში კი დააზუსტეს, რომ ეს ნავალნი კი არ მუშაობს აშშ–ის დაზვერვის ცენტრალური ბიუროსთვის (CIA), არამედ CIA მუშაობს ნავალინიზე. პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა თქვა, რომ ნავალნიზე CIA–ს სპეცალისტები მუშაობენ და „სხვადასხვა ინსტრუქციებს აძლევენ მას“, თანაც „არა პირველად“. ნავალნი აღშფოთდა და გადაწყვიტა, პესკოვს სასამართლოში უჩივლოს, მოითხოვს რა, რომ ამ უკანასკნელმა დაამტკიცოს მისი ამერიკულ დაზვერვასთან კავშირი. მაგრამ რა არის აქ დასამტკიცებელი? რუსეთის ატლანტიკური მეტოქეები დიდი ხანია, რაც ნავალნის მიმართ უბრალოდ გაზრდილ ინტერესს კი არ ავლენენ, არამე მასზე სრულიად კონკრეტულ ფსონს დებენ. ნავალნი არ არის CIA–ს პროექტი — ის ერთგვარი ერთობლივი საწარმოა, რომლის დამფუძნებლებიც სამამულო პროდასავლური ძალები იყვნენ ოლიგარქატიდან და ლიბერალური ელიტებიდან, შემდეგ კი საწესდებო კაპიტალში დასავლელი „პარტნიორებიც“ შევიდნენ. ვის აქვს ახლა საკონტროლო პაკეტი „ნავალნიზე“, ამაზე მკითხაობა უაზრობაა.

ევროკომისიის შენობა - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ევროპა ლიბერალური ერთსულოვნებისა და დემოკრატიული ტოტალიტარიზმისთვის იბრძვის

დაბრუნდება კი ნავალნი რუსეთში? დაბრუნდება, იმიტომ რომ მან უნდა იბრძოლოს დასახული მიზნის მისაღწევად. რომლის? რუსეთში წყობილებისა და მოძრაობის მიმართულების შეცვლისთვის...

ნავალნი იმასაც ამბობს, რომ სურს, „რუსეთი განვითარების ევროპული გზით წავიდეს“.

ახლა ნავალნი რუსეთში „სამოდერჟავული“ (არა მონარქიული, არამედ დამოუკიდებელი, სუვერენული) წყობილებისა და ხელისუფლების წინააღმდეგია, მოწყობისა, რომელსაც საფუძვლად ხალხისთვის საერთო მორალური ღირებულებები უდევს, გვთავაზობს რა საკუთარი გზის პოვნის მაგივრად, ევროპულს გავყვეთ. კარგი პროგრამაა, აქტუალური და, რაც მთავარია, მასობრივი. დედაქალაქის პუბლიკის ნაწილი უკვე ლამის სამი ათეული წელია იბრძვის რაღაც ამის მსგავსისთვის და ეწინააღმდეგება ყველაფერ ნაციონალურს, ახლა კი ძალიან ელოდება „სასწაულებრივად გადარჩენილი“ ნავალნის დაბრუნებას. და ის, რაღა თქმა უნდა, დაბრუნდება და „ნოვიჩოკის“ გამო განმარტების მიცემა მოუხდება. კიდევ ცილისწამებისთვის პასუხისგება მოუწევს სასამართლოს წინაშე — თანაც არა ზეციურისა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0