საქართველოში შიდა ტურიზმისგან მიღებული შემოსავალი გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პლაჟზე
ბათუმის პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
2021 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმის მაჩვენებელი, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 112% და 119%-ით აღდგა.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. 2021 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 553 მლნ ლარამდე შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 51%-ით, ხოლო 2020 წლისაზე 45%-ით მეტია, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
2021 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმის მაჩვენებელი, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 112% და 119%-ით აღდგა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
რა მდგომარეობაა საქართველოს ავიაბაზარზე: მარიამ ქვრივიშვილის ანგარიში

„სულ 2021 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურისტების მთლიანმა ჯამურმა დანახარჯებმა 553 მლნ ლარამდე შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო დანახარჯმა ერთ ვიზიტზე 149 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 35%-ით მეტია“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2021 წლის პირველ კვარტალში 31%-ით გაიზარდა ღამისთევების მთლიანი რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„შიდა ტურიზმის გააქტიურებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კერძო სექტორის გაძლიერებას და განვითარებას. აღნიშნული ასევე დადებითად აისახა სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის ზრდაზე“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
„ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
„ენგურჰესზე“ ტურისტული კომპლექსის მშენებლობა იწყება
სტატისტიკის თანახმად, 2020 წლისგან განსხვავებით, 2021 წელს ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გაიზარდა და თითქმის მიუახლოვდა რეკორდულ 2019 წლის მაჩვენებლებს. კერძოდ, თუ 2019 წლის მაისსა და ივნისში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 61,4% და 66,3% იყო, 2021 წლის ანალოგიურ თვეებში მან 40,3% და 58,3% შეადგინა.
კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ დარგის აღდგენა ქვეყნის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
დასახელდა ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზის ამოქმედების ვადები
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის 8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50 პროცენტზე მეტი შეადგინა და 500 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26% და 96% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0