„ენგურჰესზე“ ტურისტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

© photo: Sputnik„ენგურჰესი"
„ენგურჰესი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
გამოწერა
ქვეყანაში ყველაზე დიდი ენგურის ჰიდროელექტროსადგური მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგეტიკის თვალსაზრისით, არამედ როგორც ტურისტულად მიმზიდველი უნიკალური ადგილი, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობა სამხრეთ კავკასიაში უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის – „ენგურჰესის“ ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობის პროექტის რეალიზაციას იწყებს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„ენგურჰესი“ უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო კომპლექსია. აქ იგეგმება სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცის, ღია საკონცერტო მოედნისა და საბაგირო გზის მოწყობა. „ენგურჰესის" კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარებას ისახავს მიზნად. კაშხლის სიმაღლე 271,5 მეტრია, ხოლო სიგრძე – 728 მეტრი.
ტურისტული პროექტი ათობით მილიონი ლარი დაჯდება.
„იცით, რომ წლებია ვამუშავებდით „ენგურჰესზე“ ტურისტული კომპლექსის შექმნას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი ადამიანი მოინახულებს. წელს, პრემიერის დავალებით, გადავედით პროექტის უშუალოდ განხორციელებაზე. ენერგეტიკის განვითარების ფონდს მიღებული აქვს დავალება, გამოყოფილია საწყისი ბიუჯეტი და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგეტიკის თვალსაზრისით, არამედ იმითაც, რომ ის ტურისტულად მიმზიდველი უნიკალური ადგილია.
ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2018
ტურისტული ზონა ენგურჰესზე – მსოფლიო დონის პროექტი დასრულებულია
საერთაშორისო კომპანია Colliers-მა ტურისტული ცენტრის მოწყობის ტექნიკურ–ეკონომიკურ საფუძველზე მუშაობა 2021 წლის იანვრის დასაწყისში დაასრულა.
ტურისტული ზონის პროექტირებაზე 2017 წელს 2 მლნ ლარი გამოიყო. პროექტზე მუშაობა 2018 წელს დასრულდა.
წინასწარი გათვლებით, „ენგურჰესის“ ტურისტული ზონა წელიწადში დაახლოებით 400 ათას ტურისტს მოემსახურება.
ენგურის კაშხალი მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
ენგურჰესის კაშხალი

 - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2020
ენგურჰესის რემონტისთვის 28 მილიონი ევრო გამოიყოფა
ენგურჰესზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა. ენგურჰესის იდეას საფუძველი დაუდო საქართველოს საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ.
„ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.
ყველა ახალი ამბავი
0