https://sputnik-georgia.com/20210826/dasaxelda-qutaisis-aeroportamde-matareblebis-amoqmedebis-vadebi-258679583.html
დასახელდა ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზის ამოქმედების ვადები
დასახელდა ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზის ამოქმედების ვადები
Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტი ქალაქის რკინიგზის სადგურს დაუკავშირდება და მგზავრები აეროპორტამდე მისვლას მატარებლით შეძლებენ. 26.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-26T19:40+0400
2021-08-26T19:40+0400
2021-08-26T21:51+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500269_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_2da7b9dd3c129390774278e93a15dacc.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. მატარებლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის რკინიგზის სადგურამდე მიმდინარე წლის შემოდგომიდან ივლიან, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.ქუთაისში რკინიგზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალამდე მატარებლით მგზავრობის საშუალებას მისცემს, 2017 წელს დაიწყო.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პოპულარობით მეორე აეროპორტია საქართველოში, რადგან იქიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ავიარეისებს ბიუჯეტური ავიაკომპანიები ასრულებენ. ამჟამად ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა ავტობუსით და მიკროავტობუსითაა შესაძლებელი.2020 წელს ქუთაისის აეროპორტი მოემსახურა 183,9 ათას მგზავრს. პანდემიამდე, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 873,6 ათას მგზავრს შეადგენდა.
https://sputnik-georgia.com/20210813/quTaisis-aeroportSi-mgzavrTnakadi-50-procentiT-aRdga-252574804.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500269_50:0:2781:2048_1920x0_80_0_0_312d4b36c401c58e29a4b2021e41fbbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
დასახელდა ქუთაისის აეროპორტამდე რკინიგზის ამოქმედების ვადები
19:40 26.08.2021 (განახლებულია: 21:51 26.08.2021) ქუთაისის აეროპორტი ქალაქის რკინიგზის სადგურს დაუკავშირდება და მგზავრები აეროპორტამდე მისვლას მატარებლით შეძლებენ.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. მატარებლები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის რკინიგზის სადგურამდე მიმდინარე წლის შემოდგომიდან ივლიან, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
განცხადებაში.
ქუთაისში რკინიგზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალამდე მატარებლით მგზავრობის საშუალებას მისცემს, 2017 წელს დაიწყო.
„ქუთაისის აეროპორტი რკინიგზის სადგურს მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაუკავშირდება და პირველ მგზავრებს მიიღებს. სადგური, რომელიც მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება როგორც ქუთაისისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და მოსახლეობისთვის, ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მობილობის ზრდას და მოგზაურებს აეროპორტთან წვდომას გაუადვილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პოპულარობით მეორე აეროპორტია საქართველოში, რადგან იქიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ავიარეისებს ბიუჯეტური ავიაკომპანიები ასრულებენ. ამჟამად ქუთაისის აეროპორტამდე მისვლა ავტობუსით და მიკროავტობუსითაა შესაძლებელი.
2020 წელს ქუთაისის აეროპორტი მოემსახურა 183,9 ათას მგზავრს. პანდემიამდე, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 873,6 ათას მგზავრს შეადგენდა.