ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 50 პროცენტით აღდგა

© courtesy of UN Studioქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
გამოწერა
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ლოუკოსტერის თვითმფრინავებით რეისები 11 ქვეყანაში 19 მიმართულებით ხორციელდება.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისში, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის 50%-ის აღდგენა მოახერხა, იუწყება აეროპორტის პრეს-სამსახური.
ივლისის განმავლობაში აეროპორტი მოემსახურა 42.332 მგზავრს. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ამავე პერიოდში 84 ათასზე მეტს შეადგენდა.
ავიაკომპანია MyWay Airlines–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2021
ქართული ავიაკომპანია პოლონეთის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს
ასევე დადებითი დინამიკა შეინიშნება რეისების აღდგენის კუთხითაც. ივლისში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, რეისების 70% აღდგა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, ამჟამად ქუთაისის საჰაერო პორტი ემსახურება სამ ავიაკომპანიას, რომლებიც 11 ქვეყანაში 19 მიმართულებით ფრენენ. ესენია უნგრული ლოუკოსტერი Wizz Air, ყაზახური FlyArystan და ბელარუსული „ბელავია“.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. ამჟამად ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ფრენების აღდგენა. საქართველო თავის ბაზარზე იბრუნებს საერთაშორისო ავიაკომპანიებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებული იყვნენ ფრენები შეეწყვიტათ.
ყველა ახალი ამბავი
0