https://sputnik-georgia.com/20210813/qarTuli-aviakompania-poloneTis-mimarTulebiT-Carterul-frenebs-iwyebs-252574707.html
ქართული ავიაკომპანია პოლონეთის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს
ქართული ავიაკომპანია პოლონეთის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და პოლონეთის დედაქალაქებს შორის ჩარტერული ავიარეისები კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება. 13.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-13T17:24+0400
2021-08-13T17:24+0400
2021-10-19T18:03+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24630/49/246304950_0:176:1848:1216_1920x0_80_0_0_f86a98df1a647262b224630bef0f26c8.jpg
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Myway Airlines პოლონეთის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას იწყებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანიაა: რეისების 88% აღდგენილია>>ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს თბილისი–ვარშავა–თბილისის საჰაერო ხაზზე 14 აგვისტოდან განახორციელებს. თბილისსა და ვარშავას შორის ავიარეისები 4 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება, ასევე დამატებითი ფრენა განხორციელდება 23 აგვისტოს Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით.ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 12 აგვისტოს მიანიჭა.საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისათვის რეისების 88% აღდგა.სააგენტოს ცნობით, საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანია მუშაობს, ფრენები 77 მიმართულებით და კვირაში 385-405 სიხშირით ხორციელდება.
https://sputnik-georgia.com/20210811/Fly-Jordan-qartul-aviabazarze-brundeba-252558357.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24630/49/246304950_57:0:1689:1224_1920x0_80_0_0_ea68e49d637f7f1987992422db6fd176.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო
ეკონომიკა, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო
ქართული ავიაკომპანია პოლონეთის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს იწყებს
17:24 13.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოსა და პოლონეთის დედაქალაქებს შორის ჩარტერული ავიარეისები კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება.
თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ქართული ავიაკომპანია Myway Airlines პოლონეთის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას იწყებს,
ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს თბილისი–ვარშავა–თბილისის საჰაერო ხაზზე 14 აგვისტოდან განახორციელებს. თბილისსა და ვარშავას შორის ავიარეისები 4 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება, ასევე დამატებითი ფრენა განხორციელდება 23 აგვისტოს Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით.
ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 12 აგვისტოს მიანიჭა.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისათვის რეისების 88% აღდგა.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანია მუშაობს, ფრენები 77 მიმართულებით და კვირაში 385-405 სიხშირით ხორციელდება.