https://sputnik-georgia.com/20210811/Fly-Jordan-qartul-aviabazarze-brundeba-252558357.html
ავიაკომპანია Fly Jordan ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება
ავიაკომპანია Fly Jordan ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება
Sputnik საქართველო
სექტემბრის ბოლომდე ამანსა და ბათუმს შორის ავიარეისებს საჰაერო ხომალდი Boeing 737 ხუთშაბათობით შეასრულებს. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T14:39+0400
2021-08-11T14:39+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252374108_0:0:3500:1969_1920x0_80_0_0_e818f1f07c2949636c2198d9ee8205df.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში. სააგენტოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, ავიაკომპანია რამდენიმე ჩარტერულ რეისს განახორციელებს ამანი–ბათუმი–ამანის საჰაერო ხაზზე.საჰაერო ხომალდი Boeing 737 ამანსა და ბათუმს შორის ავიარეისებს 12 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 9 აგვისტოს მიანიჭა. Fly Jordan-მა საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო.საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისთვის რეისების 88% აღდგა.სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანია მუშაობს, ფრენები 77 მიმართულებით და კვირაში 385-405 სიხშირით ხორციელდება.
https://sputnik-georgia.com/20210804/saqartvelos-aviabazarze-prenebis-88-agdgenilia-252504105.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252374108_459:0:3183:2043_1920x0_80_0_0_6cd4574b3cc6fd15476b976563ee5a59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო
ავიაკომპანია Fly Jordan ქართულ ავიაბაზარზე ბრუნდება
14:39 11.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) სექტემბრის ბოლომდე ამანსა და ბათუმს შორის ავიარეისებს საჰაერო ხომალდი Boeing 737 ხუთშაბათობით შეასრულებს.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს,
ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, ავიაკომპანია რამდენიმე ჩარტერულ რეისს განახორციელებს ამანი–ბათუმი–ამანის საჰაერო ხაზზე.
საჰაერო ხომალდი Boeing 737 ამანსა და ბათუმს შორის ავიარეისებს 12 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.
ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 9 აგვისტოს მიანიჭა. Fly Jordan-მა საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამ დროისთვის რეისების 88% აღდგა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოს ავიაბაზარზე 39 ავიაკომპანია მუშაობს, ფრენები 77 მიმართულებით და კვირაში 385-405 სიხშირით ხორციელდება.